პენიტენციური სამსახური გელა ისაშვილის ბრალდებებს უარყოფს – პატიმარი გიორგი დავითაძის მიმართ სექსუალურ ძალადობასა და ციხის თანამშრომლების მხრიდან არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობს
თამარ ჩერგოლეიშვილი: „ფედერალისტები“ უარს ვამბობთ ივანიშვილის მიერ დადგმულ სპექტაკლში მონაწილეობაზე – ბრძოლა პოლიტიკურ ველზეა მოსაგები და არა ყალბ სასამართლო პროცესზე
ურსულა ფონ დერ ლაიენი: ღრმად შეშფოთებული ვარ შავ ზღვაში რუსეთის მორიგი ესკალაციით
შავ ზღვაში, რუმინეთის სანაპიროსთან, დრონმა სატვირთო გემი ჩაძირა – ერთი მეზღვაური დაიღუპა, სამი დაკარგულია, რუმინეთი რუსეთს ადანაშაულებს
რომეო მიქაუტაძემ დანაშაული აღიარა და საპროცესო შეთანხმება გააფორმა – 3 წლით პატიმრობა, 1-მილიონიანი ჯარიმა და სახელმწიფოსთვის გადაცემული მილიონობით ლარის ქონება
საკონსტიტუციო სასამართლომ „გახარია საქართველოსთვის“ შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე არ დააკმაყოფილა
No negotiated peace possible while Putin in power – Hudson Institute President
ზელენსკი: მზად ვარ, ფლორიდაში ტრამპსა და პუტინს შევხვდე სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად – G20-ის სამიტზე მიწვევა ჯერ არ მიგვიღია

ტრამპი: ზელენსკი მამაცია და რუსეთის წინააღმდეგ ომს საკმაოდ კარგად უმკლავდება

ნახვები: 288 ტრამპი: ზელენსკი მამაცია და რუსეთის წინააღმდეგ ომს საკმაოდ კარგად უმკლავდება

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე ომის პირობებში ეფექტიანად მოქმედებს და რთული ვითარების მიუხედავად პოზიციების შენარჩუნებას ახერხებს.

ნატო-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ კომენტარში ტრამპმა აღნიშნა, რომ ზელენსკი მამაცი ლიდერია და მის განკარგულებაში როგორც სამხედრო ტექნიკა, ისე მოტივირებული მებრძოლები არიან.

„ვფიქრობ, ის საკმაოდ კარგად მოქმედებს. უნდა ითქვას, რომ ის მამაცია. მას კარგი სამხედრო ტექნიკა აქვს, მაგრამ ასევე ჰყავს შესანიშნავი ადამიანები - მებრძოლები“, – განაცხადა ტრამპმა.

მისივე თქმით, ომს ორივე მხარეს დიდი მსხვერპლი მოაქვს, თუმცა უკრაინა ამ ეტაპზე საკუთარი პოზიციების შენარჩუნებას ახერხებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა