პენიტენციური სამსახური გელა ისაშვილის ბრალდებებს უარყოფს – პატიმარი გიორგი დავითაძის მიმართ სექსუალურ ძალადობასა და ციხის თანამშრომლების მხრიდან არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობს
თამარ ჩერგოლეიშვილი: „ფედერალისტები“ უარს ვამბობთ ივანიშვილის მიერ დადგმულ სპექტაკლში მონაწილეობაზე – ბრძოლა პოლიტიკურ ველზეა მოსაგები და არა ყალბ სასამართლო პროცესზე
ურსულა ფონ დერ ლაიენი: ღრმად შეშფოთებული ვარ შავ ზღვაში რუსეთის მორიგი ესკალაციით
შავ ზღვაში, რუმინეთის სანაპიროსთან, დრონმა სატვირთო გემი ჩაძირა – ერთი მეზღვაური დაიღუპა, სამი დაკარგულია, რუმინეთი რუსეთს ადანაშაულებს
რომეო მიქაუტაძემ დანაშაული აღიარა და საპროცესო შეთანხმება გააფორმა – 3 წლით პატიმრობა, 1-მილიონიანი ჯარიმა და სახელმწიფოსთვის გადაცემული მილიონობით ლარის ქონება
საკონსტიტუციო სასამართლომ „გახარია საქართველოსთვის“ შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე არ დააკმაყოფილა
No negotiated peace possible while Putin in power – Hudson Institute President
ზელენსკი: მზად ვარ, ფლორიდაში ტრამპსა და პუტინს შევხვდე სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად – G20-ის სამიტზე მიწვევა ჯერ არ მიგვიღია

უკრაინის გენშტაბი: რუსეთმა ომის დაწყებიდან 1,4 მილიონზე მეტი სამხედრო დაკარგა

ნახვები: 492 უკრაინის გენშტაბი: რუსეთმა ომის დაწყებიდან 1,4 მილიონზე მეტი სამხედრო დაკარგა

 

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის განმავლობაში დაახლოებით 1 404 760 სამხედრო დაკარგა.

გენშტაბის ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში რუსეთის დანაკარგმა 1 210 სამხედრო შეადგინა.

ამავე მონაცემებით, ომის დაწყებიდან რუსეთმა დაკარგა 12 069 ტანკი, 24 856 ჯავშანტექნიკა, 45 111 საარტილერიო სისტემა, 1 903 ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა, 1 459 საჰაერო თავდაცვის სისტემა, 436 თვითმფრინავი, 353 ვერტმფრენი, 383 067 ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი, 4 797 ფრთოსანი რაკეტა, 33 საბრძოლო ხომალდი და კატარღა, ორი წყალქვეშა ნავი, 114 499 სამხედრო სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ცისტერნა, ასევე 4 369 ერთეული სპეციალური ტექნიკა.

უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, აღნიშნული მონაცემები ზუსტდება.

ამასთან, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ოლექსანდრ სირსკი განაცხადა, რომ ბოლო პერიოდში რუსეთის სამხედრო აქტივობა დაახლოებით ერთი მესამედით შემცირდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა