პენიტენციური სამსახური გელა ისაშვილის ბრალდებებს უარყოფს – პატიმარი გიორგი დავითაძის მიმართ სექსუალურ ძალადობასა და ციხის თანამშრომლების მხრიდან არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობს
თამარ ჩერგოლეიშვილი: „ფედერალისტები“ უარს ვამბობთ ივანიშვილის მიერ დადგმულ სპექტაკლში მონაწილეობაზე – ბრძოლა პოლიტიკურ ველზეა მოსაგები და არა ყალბ სასამართლო პროცესზე
ურსულა ფონ დერ ლაიენი: ღრმად შეშფოთებული ვარ შავ ზღვაში რუსეთის მორიგი ესკალაციით
შავ ზღვაში, რუმინეთის სანაპიროსთან, დრონმა სატვირთო გემი ჩაძირა – ერთი მეზღვაური დაიღუპა, სამი დაკარგულია, რუმინეთი რუსეთს ადანაშაულებს
რომეო მიქაუტაძემ დანაშაული აღიარა და საპროცესო შეთანხმება გააფორმა – 3 წლით პატიმრობა, 1-მილიონიანი ჯარიმა და სახელმწიფოსთვის გადაცემული მილიონობით ლარის ქონება
საკონსტიტუციო სასამართლომ „გახარია საქართველოსთვის“ შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე არ დააკმაყოფილა
No negotiated peace possible while Putin in power – Hudson Institute President
ზელენსკი: მზად ვარ, ფლორიდაში ტრამპსა და პუტინს შევხვდე სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად – G20-ის სამიტზე მიწვევა ჯერ არ მიგვიღია

Politico: ლინდსი გრემის გარდაცვალების წინასწარ მიზეზად აორტის დისექცია სახელდება

ნახვები: 394 Politico: ლინდსი გრემის გარდაცვალების წინასწარ მიზეზად აორტის დისექცია სახელდება

კოლუმბიის ოლქის სამედიცინო ექსპერტის წინასწარი დასკვნის თანახმად, ამერიკელი სენატორის, ლინდსი გრემი, უეცარი გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი გულის პრობლემაა. ინფორმაციას Politico ავრცელებს.

სენატორის ოფისის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი დასკვნის მიხედვით, გარდაცვალების მიზეზი იყო „აორტის დისექცია, რომელიც გამოწვეული იყო არტერიოსკლეროზული გულ-სისხლძარღვთა დაავადებით“.

„გარდაცვალების მოწმობაში გარდაცვალების მიზეზი მითითებული იქნება როგორც „დასაზუსტებელი“ მანამ, სანამ ტოქსიკოლოგიური და მიკროსკოპული კვლევები სრულად არ დასრულდება. აღნიშნული გამოკვლევების დასრულების შემდეგ სიკვდილის მოწმობა განახლდება, მასში აისახება გარდაცვალების საბოლოო მიზეზი და სათანადოდ განისაზღვრება გარდაცვალების გარემოება“, – ნათქვამია სენატორის ოფისის განცხადებაში.

შეგახსენებთ, ლინდსი გრემის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა. სენატორი 71 წლის ასაკში, „ხანმოკლე და უეცარი ავადმყოფობის“ შემდეგ გარდაიცვალა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა