პენიტენციური სამსახური გელა ისაშვილის ბრალდებებს უარყოფს – პატიმარი გიორგი დავითაძის მიმართ სექსუალურ ძალადობასა და ციხის თანამშრომლების მხრიდან არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობს
თამარ ჩერგოლეიშვილი: „ფედერალისტები“ უარს ვამბობთ ივანიშვილის მიერ დადგმულ სპექტაკლში მონაწილეობაზე – ბრძოლა პოლიტიკურ ველზეა მოსაგები და არა ყალბ სასამართლო პროცესზე
ურსულა ფონ დერ ლაიენი: ღრმად შეშფოთებული ვარ შავ ზღვაში რუსეთის მორიგი ესკალაციით
შავ ზღვაში, რუმინეთის სანაპიროსთან, დრონმა სატვირთო გემი ჩაძირა – ერთი მეზღვაური დაიღუპა, სამი დაკარგულია, რუმინეთი რუსეთს ადანაშაულებს
რომეო მიქაუტაძემ დანაშაული აღიარა და საპროცესო შეთანხმება გააფორმა – 3 წლით პატიმრობა, 1-მილიონიანი ჯარიმა და სახელმწიფოსთვის გადაცემული მილიონობით ლარის ქონება
საკონსტიტუციო სასამართლომ „გახარია საქართველოსთვის“ შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე არ დააკმაყოფილა
No negotiated peace possible while Putin in power – Hudson Institute President
ზელენსკი: მზად ვარ, ფლორიდაში ტრამპსა და პუტინს შევხვდე სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად – G20-ის სამიტზე მიწვევა ჯერ არ მიგვიღია

„ტავ ჯორჯია“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 150 მილიონ დოლარს დააბანდებს – გამტარუნარიანობა 10 მილიონ მგზავრამდე გაიზრდება

ნახვები: 332 „ტავ ჯორჯია“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 150 მილიონ დოლარს დააბანდებს – გამტარუნარიანობა 10 მილიონ მგზავრამდე გაიზრდება

 

თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია „ტავ ჯორჯია“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოებაში 150 მილიონ აშშ დოლარზე მეტ ინვესტიციას განახორციელებს, რის შედეგადაც აეროპორტის წლიური გამტარუნარიანობა 5 მილიონიდან 10 მილიონ მგზავრამდე გაიზრდება.

კომპანიის ინფორმაციით, საინვესტიციო პროექტი 2026-2028 წლებში განხორციელდება და მოიცავს როგორც ტერმინალის, ისე აეროდრომის ინფრასტრუქტურის გაფართოებას, თანამედროვე ტექნოლოგიური სისტემების დანერგვასა და მგზავრთა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას.

პროექტის ფარგლებში:

  • მგზავრთა ჩასხდომის ხიდების რაოდენობა 10-მდე გაიზრდება;
  • მოეწყობა თვითმფრინავების შვიდი ახალი დისტანციური სადგომი;
  • ტერმინალს დაემატება ცხრა ახალი სარეგისტრაციო დახლი;
  • გაფართოვდება საპასპორტო კონტროლის ზონა და მოეწყობა 24 საპასპორტო კონტროლის პუნქტი;
  • დაემატება ორი ახალი საბარგო ლენტი;
  • შეიქმნება ახალი სავაჭრო, კვების და ბიზნეს-ლაუნჯის სივრცეები, განსაკუთრებული აქცენტით ქართულ სამზარეულოსა და ადგილობრივ პროდუქციაზე;
  • გაიზრდება ავტოსადგომის ტევადობა.

„ტავ ჯორჯიაში“ განმარტავენ, რომ აეროპორტის გაფართოების აუცილებლობა ბოლო წლებში მგზავრთნაკადის სწრაფმა ზრდამ განაპირობა. 2025 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა რეკორდულ – 5,4 მილიონზე მეტ მგზავრს მოემსახურა, რის გამოც არსებული საპროექტო გამტარუნარიანობა პრაქტიკულად სრულად აითვისა.

პროექტი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა“ და „ტავ ჯორჯიას“ შორის 2025 წლის 15 იანვარს გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში ხორციელდება. ამ შეთანხმებით „ტავ ჯორჯიას“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მართვის კონცესია 2032 წლამდე გაუგრძელდა, ხოლო კომპანიამ 150 მილიონ დოლარზე მეტი მოცულობის საინვესტიციო პროგრამის განხორციელების ვალდებულება აიღო.

შეთანხმების თანახმად, „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“ უკვე მიიღო 25 მილიონი აშშ დოლარის ერთჯერადი საავანსო გადახდა, ხოლო პროექტის დასრულების შემდეგ აეროპორტიდან მისი წლიური შემოსავალი, არსებული მაჩვენებელთან შედარებით, დაახლოებით სამჯერ გაიზრდება.

„ტავ ჯორჯია“, რომელიც საქართველოში 2005 წლიდან ოპერირებს, აღნიშნავს, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტი ქვეყნის საავიაციო სექტორში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საინვესტიციო პროექტი იქნება და მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს საერთაშორისო საჰაერო დაკავშირებადობის, ტურისტული და სატრანზიტო პოტენციალის ზრდას.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა