პენიტენციური სამსახური გელა ისაშვილის ბრალდებებს უარყოფს – პატიმარი გიორგი დავითაძის მიმართ სექსუალურ ძალადობასა და ციხის თანამშრომლების მხრიდან არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობს
თამარ ჩერგოლეიშვილი: „ფედერალისტები“ უარს ვამბობთ ივანიშვილის მიერ დადგმულ სპექტაკლში მონაწილეობაზე – ბრძოლა პოლიტიკურ ველზეა მოსაგები და არა ყალბ სასამართლო პროცესზე
ურსულა ფონ დერ ლაიენი: ღრმად შეშფოთებული ვარ შავ ზღვაში რუსეთის მორიგი ესკალაციით
შავ ზღვაში, რუმინეთის სანაპიროსთან, დრონმა სატვირთო გემი ჩაძირა – ერთი მეზღვაური დაიღუპა, სამი დაკარგულია, რუმინეთი რუსეთს ადანაშაულებს
რომეო მიქაუტაძემ დანაშაული აღიარა და საპროცესო შეთანხმება გააფორმა – 3 წლით პატიმრობა, 1-მილიონიანი ჯარიმა და სახელმწიფოსთვის გადაცემული მილიონობით ლარის ქონება
საკონსტიტუციო სასამართლომ „გახარია საქართველოსთვის“ შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე არ დააკმაყოფილა
No negotiated peace possible while Putin in power – Hudson Institute President
ზელენსკი: მზად ვარ, ფლორიდაში ტრამპსა და პუტინს შევხვდე სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად – G20-ის სამიტზე მიწვევა ჯერ არ მიგვიღია

უკრაინის საზღვრიდან 1400 კილომეტრში მდებარე რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დრონებით დაარტყეს

ნახვები: 395 უკრაინის საზღვრიდან 1400 კილომეტრში მდებარე რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დრონებით დაარტყეს

 

რუსეთის ბაშკირეთის რესპუბლიკაში, უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 1400 კილომეტრში მდებარე „გაზპრომ ნეფტეხიმ სალავატის“ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონით თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია „ტელეგრამ“ არხებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, „გაზპრომ ნეფტეხიმ სალავატი“ რუსეთის ერთ-ერთი უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაა, რომელიც წელიწადში დაახლოებით 10 მილიონ ტონა ნავთობს ამუშავებს.

ამასთან, უკრაინული მედიის ცნობით, აფეთქებების ხმები ისმოდა რუსეთის კრასნოდარის მხარის ქალაქ გელენჯიკშიც. აფეთქებების შემდეგ აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე მასშტაბური ხანძარი გაჩნდა.

ოფიციალურ უწყებებს თავდასხმების შედეგებთან დაკავშირებით ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ გაუვრცელებიათ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა