ენდი ბერნემი: ზელენსკის დავუდასტურებ, რომ დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა უცვლელი რჩება
პაატა ბურჭულაძე - 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორი ვარ მე, პაატა მანჯგალაძე ორგანიზების ნაწილში საერთოდ არ იყო
ენდი ბერნემი ოფიციალურად გახდა გაერთიანებული სამეფოს 59-ე პრემიერ-მინისტრი
მიხეილ სააკაშვილი - ივანიშვილის დიქტატურამ შექმნა ხელოვნური ინტელექტის ერთობლივი ჯგუფი ჩინეთთან, რაც ნიშნავს, რომ ამ უმნიშვნელოვანეს დარგში ჩვენი ტერიტორია ჩააბარა რუსეთის მთავარ მოკავშირეს
Up to 145 Russian troops amass in Kostiantynivka, Defense Forces conduct counter-sabotage operations – Syrskyi
War update: 235 combat engagements on front line over past day, with most enemy attacks on five sectors
Support for new sanctions against Russia declines in EU – Financial Times
გარემოს ეროვნული სააგენტო: უახლოეს დღეებში საქართველოში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი

პოლონეთი და ლიეტუვა აფრთხილებენ: რუსეთი შესაძლოა „ცრუ დროშის“ პროვოკაციას ამზადებდეს ნატო-ს წინააღმდეგ

15.07.2026 ნახვები: 322

 

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რადოსლავ სიკორსკის განცხადებით, რუსეთი შესაძლოა უკრაინული დრონების გამოყენებით „ცრუ დროშის“ ოპერაციას ამზადებდეს, რათა ნატო-ს წინააღმდეგ საპასუხო მოქმედებების საბაბი შექმნას.

უკრაინული მედიის ცნობით, აშშ-ში ვიზიტის დროს სიკორსკიმ განაცხადა, რომ პოლონეთი მსგავს რუსულ პროვოკაციას ელოდება.

„პუტინმა დაახლოებით ერთი თვის წინ მსგავსი რამ თქვა. მან განაცხადა: „თუ ნატო-ს წევრი ქვეყანა თავს დაგვესხმება, ვუპასუხებთ“. ამიტომ, ვვარაუდობთ, რომ ის აპირებს უკრაინული დრონების მომზადებას და მათ გამოყენებას ნატო-ს წევრ ქვეყანაზე ან რუსეთზე თავდასხმისთვის, შემდეგ კი ასეთი თავდასხმისთვის საპასუხო ზომების მიღებას გეგმავს“, – განაცხადა სიკორსკიმ.

მისივე თქმით, ვლადიმერ პუტინი შესაძლოა ასეთ ქმედებებს მიმართავდეს, „მით უმეტეს, რომ ის სასოწარკვეთილია და ომს აგებს“.

ამასთან, ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ განაცხადა, რომ არსებობს სადაზვერვო ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, რუსეთი პოლონეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში პროვოკაციებს ამზადებს, რათა ნატო-ს ერთიანობა გამოსცადოს.

„ჩვენი სადაზვერვო სამსახურებისგან მსგავსი სიგნალები მივიღეთ. ინფორმაცია კონკრეტულ ადგილსა და დროს არ მიუთითებს, რადგან ამის დადგენა უბრალოდ შეუძლებელია. შესაძლოა, მეორე მხარეს დაგეგმვის პროცესი ჯერ კიდევ არ დაუსრულებია და ჩვენთვის მხოლოდ მზადების ფაქტი ან სავარაუდო სამიზნეა ცნობილი“, – განაცხადა ნაუსედამ.

მისი თქმით, არსებული მონაცემები კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე წერტილოვან კინეტიკურ ოპერაციებს ეხება და არა ფართომასშტაბიან თავდასხმებს.

ნაუსედას განცხადებით, საფრთხის გათვალისწინებით, ლიეტუვამ კრიტიკული სატრანსპორტო და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაცვა უკვე გააძლიერა.

„ვემზადებით შესაძლო თავდასხმების ფართო სპექტრისთვის, რამაც შეიძლება ამ ობიექტების ფუნქციონირებას ხელი შეუშალოს“, – აღნიშნა ლიეტუვის პრეზიდენტმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა