პენიტენციური სამსახური გელა ისაშვილის ბრალდებებს უარყოფს – პატიმარი გიორგი დავითაძის მიმართ სექსუალურ ძალადობასა და ციხის თანამშრომლების მხრიდან არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობს
თამარ ჩერგოლეიშვილი: „ფედერალისტები“ უარს ვამბობთ ივანიშვილის მიერ დადგმულ სპექტაკლში მონაწილეობაზე – ბრძოლა პოლიტიკურ ველზეა მოსაგები და არა ყალბ სასამართლო პროცესზე
ურსულა ფონ დერ ლაიენი: ღრმად შეშფოთებული ვარ შავ ზღვაში რუსეთის მორიგი ესკალაციით
შავ ზღვაში, რუმინეთის სანაპიროსთან, დრონმა სატვირთო გემი ჩაძირა – ერთი მეზღვაური დაიღუპა, სამი დაკარგულია, რუმინეთი რუსეთს ადანაშაულებს
რომეო მიქაუტაძემ დანაშაული აღიარა და საპროცესო შეთანხმება გააფორმა – 3 წლით პატიმრობა, 1-მილიონიანი ჯარიმა და სახელმწიფოსთვის გადაცემული მილიონობით ლარის ქონება
საკონსტიტუციო სასამართლომ „გახარია საქართველოსთვის“ შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე არ დააკმაყოფილა
No negotiated peace possible while Putin in power – Hudson Institute President
ზელენსკი: მზად ვარ, ფლორიდაში ტრამპსა და პუტინს შევხვდე სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად – G20-ის სამიტზე მიწვევა ჯერ არ მიგვიღია

ქუთაისის „ტორპედოს“ სტადიონზე მწვრთნელის გადადგომის მოთხოვნას დაპირისპირება მოჰყვა

ნახვები: 302 ქუთაისის „ტორპედოს“ სტადიონზე მწვრთნელის გადადგომის მოთხოვნას დაპირისპირება მოჰყვა

 

ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე, საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს“ ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და გულშემატკივრებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

ქომაგები გუნდის მთავარი მწვრთნელის, დირკ შუსტერის, გადადგომას ითხოვდნენ. მათი განცხადებით, პროტესტის მიზეზი კლუბის ბოლო პერიოდის წარუმატებელი შედეგები და დაგროვილი პრობლემებია.

გულშემატკივრების თქმით, ისინი მწვრთნელის წასვლას დიდი ხანია უშედეგოდ ითხოვენ.

ინციდენტის ადგილზე მობილიზებული იყვნენ პოლიციისა და სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლები.

დირკ შუსტერმა სტადიონის ტერიტორია სამართალდამცველების დახმარებით დატოვა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა