პენიტენციური სამსახური გელა ისაშვილის ბრალდებებს უარყოფს – პატიმარი გიორგი დავითაძის მიმართ სექსუალურ ძალადობასა და ციხის თანამშრომლების მხრიდან არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობს
თამარ ჩერგოლეიშვილი: „ფედერალისტები“ უარს ვამბობთ ივანიშვილის მიერ დადგმულ სპექტაკლში მონაწილეობაზე – ბრძოლა პოლიტიკურ ველზეა მოსაგები და არა ყალბ სასამართლო პროცესზე
ურსულა ფონ დერ ლაიენი: ღრმად შეშფოთებული ვარ შავ ზღვაში რუსეთის მორიგი ესკალაციით
შავ ზღვაში, რუმინეთის სანაპიროსთან, დრონმა სატვირთო გემი ჩაძირა – ერთი მეზღვაური დაიღუპა, სამი დაკარგულია, რუმინეთი რუსეთს ადანაშაულებს
რომეო მიქაუტაძემ დანაშაული აღიარა და საპროცესო შეთანხმება გააფორმა – 3 წლით პატიმრობა, 1-მილიონიანი ჯარიმა და სახელმწიფოსთვის გადაცემული მილიონობით ლარის ქონება
საკონსტიტუციო სასამართლომ „გახარია საქართველოსთვის“ შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე არ დააკმაყოფილა
No negotiated peace possible while Putin in power – Hudson Institute President
ზელენსკი: მზად ვარ, ფლორიდაში ტრამპსა და პუტინს შევხვდე სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად – G20-ის სამიტზე მიწვევა ჯერ არ მიგვიღია

აშშ-ის გენერალი: უკრაინულმა F-16-მა რუსული ავიაგამანადგურებელი პირველად ჩამოაგდო

ნახვები: 513 აშშ-ის გენერალი: უკრაინულმა F-16-მა რუსული ავიაგამანადგურებელი პირველად ჩამოაგდო

 

აშშ-ის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბების თავმჯდომარის, გენერალ დენ კეინის განცხადებით, უკრაინულმა F-16-ის ტიპის გამანადგურებელმა საჰაერო ბრძოლაში რუსული სამხედრო თვითმფრინავი პირველად ჩამოაგდო.

კონგრესში მოსმენისას კეინმა აღნიშნა, რომ უკრაინა საკუთარი სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერებას აგრძელებს და ამ პროცესში მნიშვნელოვანი როლი ქვეყნის თავდაცვით ინდუსტრიას აქვს.

„მსურს ხაზი გავუსვა იმ წარმოუდგენელ სამუშაოს, რომელსაც უკრაინის სამრეწველო ბაზა საკუთარი შესაძლებლობების გაფართოების თვალსაზრისით ასრულებს. ეს მოიცავს როგორც მიწა-ჰაერის, ისე ჰაერი-ჰაერის კლასის შესაძლებლობებს“, – განაცხადა გენერალმა.

მისი თქმით, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც უკრაინულმა F-16-მა რუსული ავიაგამანადგურებელი საჰაერო ბრძოლაში გაანადგურა.

„ცოტა ხნის წინ პირველი საჰაერო ბრძოლის მოწმეები გავხდით, რომელშიც უკრაინულმა F-16-მა რუსული ავიაგამანადგურებელი ჩამოაგდო. ბოლო წლებში უკრაინამ პარტნიორების მხარდაჭერით თავისი მრავალშრიანი საჰაერო თავდაცვის სისტემა მნიშვნელოვნად გააძლიერა“, – აღნიშნა კეინმა.

სენატორების კითხვაზე, რუსეთ-უკრაინის ომში ვის გამარჯვებას ისურვებდა, გენერალმა უპასუხა:

„მსურს, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს.“

კიდევ ერთ კითხვაზე, მიიჩნევს თუ არა რუსეთს აშშ-ის მეგობრად, კეინმა განაცხადა:

„ვფიქრობ, ეს რთული ურთიერთობაა. არ მიმაჩნია, რომ ისინი ჩვენი მეგობრები არიან.“

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა