პენიტენციური სამსახური გელა ისაშვილის ბრალდებებს უარყოფს – პატიმარი გიორგი დავითაძის მიმართ სექსუალურ ძალადობასა და ციხის თანამშრომლების მხრიდან არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობს
თამარ ჩერგოლეიშვილი: „ფედერალისტები“ უარს ვამბობთ ივანიშვილის მიერ დადგმულ სპექტაკლში მონაწილეობაზე – ბრძოლა პოლიტიკურ ველზეა მოსაგები და არა ყალბ სასამართლო პროცესზე
ურსულა ფონ დერ ლაიენი: ღრმად შეშფოთებული ვარ შავ ზღვაში რუსეთის მორიგი ესკალაციით
შავ ზღვაში, რუმინეთის სანაპიროსთან, დრონმა სატვირთო გემი ჩაძირა – ერთი მეზღვაური დაიღუპა, სამი დაკარგულია, რუმინეთი რუსეთს ადანაშაულებს
რომეო მიქაუტაძემ დანაშაული აღიარა და საპროცესო შეთანხმება გააფორმა – 3 წლით პატიმრობა, 1-მილიონიანი ჯარიმა და სახელმწიფოსთვის გადაცემული მილიონობით ლარის ქონება
საკონსტიტუციო სასამართლომ „გახარია საქართველოსთვის“ შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე არ დააკმაყოფილა
No negotiated peace possible while Putin in power – Hudson Institute President
ზელენსკი: მზად ვარ, ფლორიდაში ტრამპსა და პუტინს შევხვდე სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად – G20-ის სამიტზე მიწვევა ჯერ არ მიგვიღია

ღარიბაშვილი ციხიდან ხელისუფლებას: მომატყუეთ, გადამაგდეთ და გამწირეთ — იძულებული ვიქნები, ყველა ნაბიჯზე სარკისებურად გიპასუხოთ

ნახვები: 500 ღარიბაშვილი ციხიდან ხელისუფლებას: მომატყუეთ, გადამაგდეთ და გამწირეთ — იძულებული ვიქნები, ყველა ნაბიჯზე სარკისებურად გიპასუხოთ

 

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან გამოგზავნილ ახალ წერილში ხელისუფლებას მწვავედ უპირისპირდება და აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ მოწყობილი საქმე „ბინძური პროვოკაციისა“ და გუნდის შიგნით არსებული კონკრეტული ჯგუფის მიერ შექმნილი „ცრუ აღქმების, შურის, შიშებისა და ეჭვების“ შედეგია.

წერილი ღარიბაშვილის პირად გვერდზე სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა. ყოფილი პრემიერი ხელისუფლების წარმომადგენლებისა და სახელისუფლებო მედიასაშუალებების მხრიდან მის წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიასაც ეხმაურება და აცხადებს, რომ მალე მათ საკუთარი განცხადებების შერცხვებათ.

ღარიბაშვილის მტკიცებით, წერილი, რომლის შესახებაც მან წინა გზავნილში ისაუბრა, მამუკა მდინარაძემ თავისი ახლო მეგობრის მეშვეობით მის ოჯახს გადასცა.

„ეს წერილი მდინარაძემ თავისი ახლო მეგობრის ხელით გადასცა ჩემი ოჯახის წევრს. ის ადამიანი აბსოლუტურად შემთხვევით აღმოჩნდა ამ შარში, ამიტომ შეგნებულად არ ვასახელებ მის სახელსა და გვარს. რაც შეეხება მდინარაძეს, მას თუ არ სურს უდანაშაულო ადამიანების დაზიანება, შეეშვას სიცრუის ტირაჟირებას და აიღოს სრული პასუხისმგებლობა“, — წერს ღარიბაშვილი.

ყოფილი პრემიერის განცხადებით, უკვე რვა თვეა პატიმრობაში იმყოფება და ამ ხნის განმავლობაში საჯაროდ არაფერი უთქვამს, თუმცა ახლა დუმილის დარღვევა გადაწყვიტა.

„თავიდანვე მომიწყვეთ ბინძური პროვოკაცია, არაკაცური მახე დამიგეთ, სიტყვაზე გენდეთ, ალალად და ბრმა ნდობით გამოგყევით, მაგრამ თქვენ მომატყუეთ და გადამაგდეთ, გამწირეთ, სახლში შემომივარდით, როგორც ყაჩაღსა და ბოროტმოქმედს, ამიწიოკეთ ოჯახი, მეუღლე და შვილები, სახლში შეუვარდით დედაჩემსა და მამაჩემს, ჩემს სიმამრსა და სიდედრს“, — აცხადებს ღარიბაშვილი.

მისი თქმით, ამ ყველაფრის მიუხედავად დუმილი ბიძინა ივანიშვილთან მრავალწლიანი ურთიერთობისა და მისდამი ერთგულების გამო შეინარჩუნა.

„ყველაფერი მოთმინებით და მდუმარებით, ჩემს გულში დავიტიე, ბიძინა ივანიშვილთან ჩემი ოცწლიანი ურთიერთობის გამო, ჩემი მისდამი უდიდესი სიყვარულის, პატივისცემის, უსაზღვრო მადლიერებისა და აბსოლუტური ერთგულების ძალით“, — წერს ყოფილი პრემიერი.

ღარიბაშვილი ამტკიცებს, რომ ხელისუფლება ახლა მისგან კორუფციული ბრალის აღიარებასა და პოლიტიკიდან საბოლოოდ ჩამოშორების გარანტიას ითხოვს. მისი განცხადებით, ამ მოთხოვნას თან ახლდა ზეწოლა და მისი 75 წლის მამის შესაძლო დაკავებაზე მინიშნება.

„ახლა ციხეშიც არ მასვენებთ, მომადექით ამ წერილით და ითხოვთ კორუფციული ბრალის აღიარებას იმ მიზეზით, რომ თქვენს მიერ შემოთვლილი ერთპროცენტიანი რისკიც დააზღვიოთ, რომ პოლიტიკას სამუდამოდ ჩამოვშორდე. ამ ყველაფერს თან ახლდა ამორალური შანტაჟი და ზეწოლა — უკვე მეორედ მინიშნება ჩემი სამოცდათხუთმეტი წლის მამის დაჭერასთან დაკავშირებით“, — აცხადებს ღარიბაშვილი.

ამასთან, ყოფილი პრემიერი ხელისუფლებას აფრთხილებს, რომ მის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებს უპასუხოდ აღარ დატოვებს.

„თქვენ შეეხეთ ჩემი გულისა და სულის ისეთ შრეებს, რომ პირდაპირი მნიშვნელობით „ამაფეთქეთ“ და სხვა გზა არ დამიტოვეთ... მე არავის არ ვებრძვი, მე ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს; ამიტომ თქვენ მიერ გადმოდგმულ ყველა ნაბიჯზე იძულებული ვიქნები, სარკისებურად გიპასუხოთ“, — წერს ის.

ღარიბაშვილი ყოფილ თანაგუნდელებსაც მიმართავს და მოუწოდებს, მის წინააღმდეგ საჯარო განცხადებების გაკეთებისას „ფრთხილად იყვნენ“.

„მე ისევ ის ირაკლი ღარიბაშვილი ვარ, ვინც ვიყავი... სულ ტყუილად და უსუსურად წვალობთ, რომ ჩემგან გამოიყვანოთ ქვეყნის, გუნდისა და ბიძინა ივანიშვილის მოღალატე. მე „ბილწთ არ შევეკვრი ზავითა“... არასოდეს წავსულვარ და არც წავალ ჩემი ქვეყნის წინააღმდეგ. ამიტომ გაჩერდით და დადუმდით!“ — წერს ყოფილი პრემიერ-მინისტრი.

წერილის დასასრულს ღარიბაშვილი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ხელისუფლებასთან პოლიტიკური ბრძოლის დაწყებას არ აპირებს და მისი მოქმედებების მიზანი საკუთარი თავისა და ოჯახის დაცვაა.

„მე არავის არ ვებრძვი და არც არავის წინააღმდეგ ვიბრძვი; მე მხოლოდ ჩემს საკუთარ თავს და ოჯახს ვიცავ!“ — აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა