პენიტენციური სამსახური გელა ისაშვილის ბრალდებებს უარყოფს – პატიმარი გიორგი დავითაძის მიმართ სექსუალურ ძალადობასა და ციხის თანამშრომლების მხრიდან არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობს
თამარ ჩერგოლეიშვილი: „ფედერალისტები“ უარს ვამბობთ ივანიშვილის მიერ დადგმულ სპექტაკლში მონაწილეობაზე – ბრძოლა პოლიტიკურ ველზეა მოსაგები და არა ყალბ სასამართლო პროცესზე
ურსულა ფონ დერ ლაიენი: ღრმად შეშფოთებული ვარ შავ ზღვაში რუსეთის მორიგი ესკალაციით
შავ ზღვაში, რუმინეთის სანაპიროსთან, დრონმა სატვირთო გემი ჩაძირა – ერთი მეზღვაური დაიღუპა, სამი დაკარგულია, რუმინეთი რუსეთს ადანაშაულებს
რომეო მიქაუტაძემ დანაშაული აღიარა და საპროცესო შეთანხმება გააფორმა – 3 წლით პატიმრობა, 1-მილიონიანი ჯარიმა და სახელმწიფოსთვის გადაცემული მილიონობით ლარის ქონება
საკონსტიტუციო სასამართლომ „გახარია საქართველოსთვის“ შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე არ დააკმაყოფილა
No negotiated peace possible while Putin in power – Hudson Institute President
ზელენსკი: მზად ვარ, ფლორიდაში ტრამპსა და პუტინს შევხვდე სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად – G20-ის სამიტზე მიწვევა ჯერ არ მიგვიღია

ნორვეგიის მეფე ჰააკონ VIII გახდა — ტახტი ჰარალდ V-ის გარდაცვალების შემდეგ დაიკავა

ნახვები: 254 ნორვეგიის მეფე ჰააკონ VIII გახდა — ტახტი ჰარალდ V-ის გარდაცვალების შემდეგ დაიკავა

 

ნორვეგიის ახალი მეფე 53 წლის ჰააკონ VIII გახდა. მან ტახტი მამის, მეფე ჰარალდ V-ის გარდაცვალების შემდეგ ავტომატურად დაიკავა. ინფორმაციას Associated Press ავრცელებს.

ჰააკონ VIII-ის გამეფების შემდეგ მისი მეუღლე მეტე-მარიტი ნორვეგიის დედოფალი გახდა, ხოლო მეფის უფროსი შვილი, პრინცესა ინგრიდ ალექსანდრა — მემკვიდრე პრინცესა და ტახტის პირველი მემკვიდრე.

ჰააკონი ჰარალდ V-ის უმცროსი შვილია. იგი ტახტის მემკვიდრე 1991 წელს, ბაბუის — მეფე ოლავ V-ის გარდაცვალებისა და ჰარალდ V-ის გამეფების შემდეგ გახდა. მიუხედავად იმისა, რომ ჰააკონს უფროსი და, პრინცესა მართა ლუიზა ჰყავს, იმ დროს მოქმედი მემკვიდრეობის წესის შესაბამისად ტახტის მემკვიდრედ სწორედ ჰააკონი განისაზღვრა. მოგვიანებით ნორვეგიაში კანონი შეიცვალა და ტახტის მემკვიდრეობისას უპირატესობა სქესის მიუხედავად პირველ შვილს მიენიჭა, თუმცა ცვლილება უკუძალით არ გავრცელებულა.

ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში ოსლოს ეროვნულ საავადმყოფოში გარდაიცვალა. ბოლო პერიოდში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებული იყო და ჰააკონი მამის მოვალეობებს რეგენტის სტატუსით არაერთხელ ასრულებდა.

ჰარალდ V ნორვეგიის ტახტზე 1991 წლიდან იმყოფებოდა და გარდაცვალების მომენტისთვის ევროპის ყველაზე ხანდაზმული მოქმედი მონარქი იყო.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა