პენიტენციური სამსახური გელა ისაშვილის ბრალდებებს უარყოფს – პატიმარი გიორგი დავითაძის მიმართ სექსუალურ ძალადობასა და ციხის თანამშრომლების მხრიდან არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობს
თამარ ჩერგოლეიშვილი: „ფედერალისტები“ უარს ვამბობთ ივანიშვილის მიერ დადგმულ სპექტაკლში მონაწილეობაზე – ბრძოლა პოლიტიკურ ველზეა მოსაგები და არა ყალბ სასამართლო პროცესზე
ურსულა ფონ დერ ლაიენი: ღრმად შეშფოთებული ვარ შავ ზღვაში რუსეთის მორიგი ესკალაციით
შავ ზღვაში, რუმინეთის სანაპიროსთან, დრონმა სატვირთო გემი ჩაძირა – ერთი მეზღვაური დაიღუპა, სამი დაკარგულია, რუმინეთი რუსეთს ადანაშაულებს
რომეო მიქაუტაძემ დანაშაული აღიარა და საპროცესო შეთანხმება გააფორმა – 3 წლით პატიმრობა, 1-მილიონიანი ჯარიმა და სახელმწიფოსთვის გადაცემული მილიონობით ლარის ქონება
საკონსტიტუციო სასამართლომ „გახარია საქართველოსთვის“ შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე არ დააკმაყოფილა
No negotiated peace possible while Putin in power – Hudson Institute President
ზელენსკი: მზად ვარ, ფლორიდაში ტრამპსა და პუტინს შევხვდე სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად – G20-ის სამიტზე მიწვევა ჯერ არ მიგვიღია

ნეპალში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 900-ს გადააჭარბა — გვირაბებში ასობით ადამიანის გადარჩენას ცდილობენ

ნახვები: 314 ნეპალში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 900-ს გადააჭარბა — გვირაბებში ასობით ადამიანის გადარჩენას ცდილობენ

 

ნეპალში მასშტაბური წყალდიდობის შემდეგ სამაშველო ოპერაცია გრძელდება. განსაკუთრებული ყურადღება ჰიდროელექტროსადგურების პროექტებზე, მათ შორის Trishuli-3A-ზეა გამახვილებული, სადაც გვირაბებში ასობით ადამიანი შესაძლოა იყოს ჩარჩენილი. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ოფიციალური პირების განცხადებით, სამაშველო ჯგუფები, მათ შორის ჩინეთიდან და ინდოეთიდან ჩასული სპეციალისტები, გვირაბებში მყოფ ადამიანებთან დაკავშირებას ცდილობენ, თუმცა ამ დროისთვის მათგან პასუხი არ მიუღიათ.

გავრცელებული ინფორმაციით, დაკარგულთა შორის ასობით ადამიანი ნეპალის ჰიდროელექტროსადგურების თანამშრომელია.

ადგილობრივი ხელისუფლების ბოლო მონაცემებით, ოთხშაბათს მომხდარი კატასტროფის შედეგად ნეპალში სულ მცირე 903 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 4 200 ადამიანი დაკარგულად ითვლება.

სტიქიამ მეზობელი ტიბეტიც დააზარალა. ჩინეთის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, იქ 16 ადამიანის დაღუპვაა დადასტურებული, 546 ადამიანი კი დაკარგულად ითვლება.

ჩიტვანის რაიონში ხელისუფლებამ განაახლა იმ ადამიანების დაკრძალვა, რომელთა იდენტიფიცირებაც ვერ მოხერხდა და რომელთა ცხედრებიც წყალმა ნაპირზე გამორიყა. ოფიციალური პირები გარდაცვლილების დნმ-ის ნიმუშებს ინახავენ, რათა მოგვიანებით ისინი ოჯახის წევრების დნმ-ს შეადარონ და მათი ვინაობა დაადგინონ.

აღმოჩენილი 272 ცხედრიდან თითქმის 200 უკვე დაკრძალეს. ხელისუფლება იმედოვნებს, რომ დარჩენილი ამოუცნობი ცხედრების დაკრძალვა დღეს დასრულდება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა