კონრად ადენაუერის ფონდი თბილისში ოფისს ხურავს - KAS გადაწყვეტილებას საქართველოს მთავრობის მიერ საქმიანობის შეზღუდვას უკავშირებს
ანა წითლიძე: სააკაშვილის პატიმრობა ერთი პარტიის ამბავი არ არის, ეს ქვეყნის ეროვნული სირცხვილია
ზელენსკი: უკრაინულმა ძალებმა შავ ზღვაში რუსულ გემსა და რუსეთის ტერიტორიაზე რამდენიმე ობიექტს დაარტყეს
ჯაშუშობაში ბრალდებული გიორგი უძილაური: მიხეილ ტიმოფეევი განწირულია ნავალნის ბედის გაზიარებისთვის
„თბილისობა 2026“ 3-4 ოქტომბერს გაიმართება – სრული პროგრამა და ღონისძიებების ლოკაციები
მიხეილ სააკაშვილი IRI-ის კვლევაზე: ხალხს კვლევებში მონაწილეობის ეშინია, შეწყვიტეთ მოთქმა და იფიქრეთ, თავისუფლად რომ დავდიოდე, რამდენ ხანში დავასრულებდი ამათ
გოჩა მირცხულავა: ქართველი ამომრჩეველი საკუთარი თავის მოტყუებას მუდმივად ახერხებს
EPP რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციისა და ანექსიის პროცესზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

ტრამპი ბრიტანეთში აშშ-ის ავიაბაზასთან დაკავებულებზე: ისინი სერიოზული ზიანის მიყენებას გეგმავდნენ

ნახვები: 354 ტრამპი ბრიტანეთში აშშ-ის ავიაბაზასთან დაკავებულებზე: ისინი სერიოზული ზიანის მიყენებას გეგმავდნენ
 

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, ბრიტანეთში დაკავებული ხუთი მამაკაცი, რომლებიც იმ სამხედრო ავიაბაზის მახლობლად დააკავეს, რომელსაც ამერიკული ძალები ირანის წინააღმდეგ დარტყმებისთვის იყენებდნენ, ობიექტისთვის სერიოზული ზიანის მიყენებას გეგმავდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

„გაერთიანებულ სამეფოში განხორციელებული დაკავება შესანიშნავი იყო. ბრწყინვალედ შესრულებული საქმე გახლდათ. ჩვენ მათზე საგამოძიებო მოქმედებებს ვაწარმოებდით. ისინი ჩვენს სიმაგრეზე სერიოზული ზიანის მიყენებას გეგმავდნენ და ბრიტანელებთან თანამშრომლობამ შესანიშნავი შედეგი გამოიღო. მათ დიდი ხნის განმავლობაში ვაკვირდებოდით და საბოლოოდ დავაკავეთ“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.

ბრიტანეთის პოლიციამ კვირას ხუთი მამაკაცი ასაფეთქებელ ნივთიერებებთან და ტერორიზმთან დაკავშირებული დანაშაულების ჩადენის ეჭვით დააკავა. დაკავებები მას შემდეგ განხორციელდა, რაც სამართალდამცველებმა მიიღეს ინფორმაცია, რომ სამხედრო აეროდრომისკენ სამი ფურგონი მიემართებოდა.

პოლიციის კონტრტერორისტული დანაყოფის უფროსი კოორდინატორის, ვიკი ევანსის განცხადებით, გამოძიება საწყის ეტაპზეა და ხუთივე დაკავებული კვლავ პატიმრობაში რჩება.

„მჭიდროდ ვთანამშრომლობთ პარტნიორებთან, რათა ინციდენტის გარემოებები გავარკვიოთ“, - განაცხადა ევანსმა.

Reuters-ის ცნობით, გამოძიებასთან დაახლოებული წყარო ყველაზე სავარაუდო ვერსიად ირანთან დაკავშირებულ მოტივს ასახელებს. ამასთან, გამომძიებლები განიხილავენ რუსეთის შესაძლო დივერსიული ოპერაციისა და ისლამისტური შეთქმულების ვერსიებსაც. დაკავებულთა შესაძლო კავშირები რომელიმე სახელმწიფოსთან ან ორგანიზაციასთან ამ ეტაპზე დადასტურებული არ არის.

წყარო: Reuters

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა