პენიტენციური სამსახური გელა ისაშვილის ბრალდებებს უარყოფს – პატიმარი გიორგი დავითაძის მიმართ სექსუალურ ძალადობასა და ციხის თანამშრომლების მხრიდან არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობს
თამარ ჩერგოლეიშვილი: „ფედერალისტები“ უარს ვამბობთ ივანიშვილის მიერ დადგმულ სპექტაკლში მონაწილეობაზე – ბრძოლა პოლიტიკურ ველზეა მოსაგები და არა ყალბ სასამართლო პროცესზე
ურსულა ფონ დერ ლაიენი: ღრმად შეშფოთებული ვარ შავ ზღვაში რუსეთის მორიგი ესკალაციით
შავ ზღვაში, რუმინეთის სანაპიროსთან, დრონმა სატვირთო გემი ჩაძირა – ერთი მეზღვაური დაიღუპა, სამი დაკარგულია, რუმინეთი რუსეთს ადანაშაულებს
რომეო მიქაუტაძემ დანაშაული აღიარა და საპროცესო შეთანხმება გააფორმა – 3 წლით პატიმრობა, 1-მილიონიანი ჯარიმა და სახელმწიფოსთვის გადაცემული მილიონობით ლარის ქონება
საკონსტიტუციო სასამართლომ „გახარია საქართველოსთვის“ შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე არ დააკმაყოფილა
No negotiated peace possible while Putin in power – Hudson Institute President
ზელენსკი: მზად ვარ, ფლორიდაში ტრამპსა და პუტინს შევხვდე სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად – G20-ის სამიტზე მიწვევა ჯერ არ მიგვიღია

გოჩა მირცხულავა: შიო III, მიტროპოლიტი ანტონი და ისევ აფხაზეთი – მეტისმეტად ბევრი დამთხვევაა ერთსა და იმავე თემაზე

ნახვები: 341 გოჩა მირცხულავა: შიო III, მიტროპოლიტი ანტონი და ისევ აფხაზეთი – მეტისმეტად ბევრი დამთხვევაა ერთსა და იმავე თემაზე

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-სა და მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო ურთიერთობათა განყოფილების ხელმძღვანელ, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონის ურთიერთობებს აფასებს და ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენლების საქართველოს ეკლესიასთან კონტაქტებში აფხაზეთის საკითხი კვლავ ერთ-ერთ მთავარ თემად რჩება.

„ისევ აფხაზეთი...

მოსკოვის საპატრიარქოში შიო III-ის საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევის პროცესისადმი განსაკუთრებულ ინტერესს ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი იჩენდა. ამაზე იმ დღეებში არაერთ ინტერვიუში გავამახვილე ყურადღება. ჰო, ის იყო პროცესის კურატორი.

გასაგებად რომ ვთქვა, ანტონი ილარიონ ალფეევის შემცვლელია, 2022 წლიდან ხელმძღვანელობს მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო ურთიერთობათა განყოფილებას. შიოს არჩევისთანავე სწორედ მან გაუგზავნა ოფიციალური მილოცვა და წერილში საგანგებოდ გაიხსენა შიოს მოსკოვში მიღებული სასულიერო განათლება, იქ მსახურება და გამოთქვა იმედი, რომ მისი პატრიარქობისას მოსკოვისა და საქართველოს ეკლესიებს შორის „ტრადიციულად ძმური ურთიერთობები“ კიდევ უფრო გაძლიერდებოდა.

ანტონი რუსეთის ეკლესიის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოქმედი ფიგურაა. მე ამას დიდი ხანია ვუყურებ არა უბრალოდ საეკლესიო დიპლომატიად, არამედ იმ კულტურულ-იდეოლოგიური გავლენის პოლიტიკის ნაწილად, რომელიც სრულიად თავსდება რუსეთის იმპერიალისტურ პოლიტიკაში.

სხვათა შორის, ჩემი შეფასებით, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც შიო მუჯირი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრედ დასახელდა, აფხაზეთის თემა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კონტექსტი იყო.

და ახლა რა ხდება?

შიო უკვე პატრიარქია. თბილისში მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაცია ჩამოდის. დელეგაციას ვინ ხელმძღვანელობს? – ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი.

და შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი, ფაქტობრივად ცენტრალური თემა რა ყოფილა?

ისევ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი. საქართველოს საპატრიარქოს განცხადებით, სწორედ ოკუპირებულ რეგიონებში არსებული საეკლესიო ვითარება იყო განხილვის მთავარი საკითხი და ორივე მხარემ დაინახა „გარკვეული რესურსი“ იქ საეკლესიო ცხოვრების მოსაწესრიგებლად. კონკრეტული შეთანხმება ან სამოქმედო გეგმა საჯაროდ არ გამოცხადებულა.

რა საოცარი თანმიმდევრულობაა. ჯერ აფხაზეთის საკითხი ჩნდება შიოს მოსაყდრეობის გარშემო მიმდინარე პროცესების კონტექსტში; შემდეგ მოსკოვის საგარეო საეკლესიო პოლიტიკის ხელმძღვანელი განსაკუთრებული ყურადღებით ადევნებს თვალს საქართველოს ეკლესიაში მიმდინარე ცვლილებებს; შიოს არჩევისთანავე უსვამს ხაზს მის მოსკოვურ წარსულსა და „ძმური ურთიერთობების“ გაძლიერებას; ახლა კი თავად ჩამოდის თბილისში და მთავარი სასაუბრო თემა ისევ აფხაზეთია.

რა თქმა უნდა, შეიძლება ყველაფერი „უბრალო დამთხვევა“ იყოს.

უბრალოდ, მეტისმეტად ბევრი დამთხვევაა ერთსა და იმავე თემაზე და შიო მესამეზე...“ – წერს გოჩა მირცხულავა.

ცნობისთვის, შიო მუჯირი ილია II-მ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრედ 2017 წლის 23 ნოემბერს დაასახელა. იმ დროისთვის მას მოსკოვთან ხანგრძლივი საეკლესიო კავშირები ჰქონდა: სწავლობდა მოსკოვში და მსახურობდა იქ არსებულ ქართულ სამრევლოში. 2026 წლის 11 მაისს შიო მუჯირი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად აირჩიეს.

მისი არჩევის დღეს ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ანტონიმ შიო III-ს ოფიციალური მილოცვა გაუგზავნა. წერილში მან მართლაც გამოყო შიოს მოსკოვში მიღებული სასულიერო განათლება და იქაური ქართული თემის მოძღვრად მსახურება და იმედი გამოთქვა, რომ მისი პატრიარქობის წლებში ორ ეკლესიას შორის „ტრადიციულად ძმური ურთიერთობები“ კიდევ უფრო განვითარდებოდა და განმტკიცდებოდა. Department of External Church Relations

მიტროპოლიტი ანტონი მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო ურთიერთობათა განყოფილებას ხელმძღვანელობს. 28 სექტემბერს იგი საქართველოში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციასთან ერთად ჩამოვიდა; დელეგაციაში ასევე შედიოდნენ პატრიარქ კირილის მრჩეველი დეკანოზი ნიკოლაი ბალაშოვი, განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე დეკანოზი იგორ იაკიმჩუკი და მღვდელი ნიკოლაი ვასინი. Mospat

30 სექტემბერს შიო III-სთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ საუბარი ძირითადად შეეხო საქართველოს ეკლესიის პრობლემებს ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. მისი თქმით, ორივე მხარემ აღნიშნა, რომ არსებობს „გარკვეული რესურსი“ ამ რეგიონებში საეკლესიო ცხოვრების მოსაწესრიგებლად. საჯაროდ კონკრეტული შეთანხმება ან შემდგომი მოქმედებების გრაფიკი არ გამოცხადებულა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა