პენიტენციური სამსახური გელა ისაშვილის ბრალდებებს უარყოფს – პატიმარი გიორგი დავითაძის მიმართ სექსუალურ ძალადობასა და ციხის თანამშრომლების მხრიდან არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობს
თამარ ჩერგოლეიშვილი: „ფედერალისტები“ უარს ვამბობთ ივანიშვილის მიერ დადგმულ სპექტაკლში მონაწილეობაზე – ბრძოლა პოლიტიკურ ველზეა მოსაგები და არა ყალბ სასამართლო პროცესზე
ურსულა ფონ დერ ლაიენი: ღრმად შეშფოთებული ვარ შავ ზღვაში რუსეთის მორიგი ესკალაციით
შავ ზღვაში, რუმინეთის სანაპიროსთან, დრონმა სატვირთო გემი ჩაძირა – ერთი მეზღვაური დაიღუპა, სამი დაკარგულია, რუმინეთი რუსეთს ადანაშაულებს
რომეო მიქაუტაძემ დანაშაული აღიარა და საპროცესო შეთანხმება გააფორმა – 3 წლით პატიმრობა, 1-მილიონიანი ჯარიმა და სახელმწიფოსთვის გადაცემული მილიონობით ლარის ქონება
საკონსტიტუციო სასამართლომ „გახარია საქართველოსთვის“ შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე არ დააკმაყოფილა
No negotiated peace possible while Putin in power – Hudson Institute President
ზელენსკი: მზად ვარ, ფლორიდაში ტრამპსა და პუტინს შევხვდე სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად – G20-ის სამიტზე მიწვევა ჯერ არ მიგვიღია

ჯაშუშობაში ბრალდებული გიორგი უძილაური: მიხეილ ტიმოფეევი განწირულია ნავალნის ბედის გაზიარებისთვის

ნახვები: 399 ჯაშუშობაში ბრალდებული გიორგი უძილაური: მიხეილ ტიმოფეევი განწირულია ნავალნის ბედის გაზიარებისთვის

 

ჯაშუშობაში ბრალდებული ჟურნალისტის, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურის ყოფილი უფროსის გიორგი უძილაურის ადვოკატი ბექა გულედანი რუსეთის მოქალაქე მიხეილ ტიმოფეევის ექსტრადიციასთან დაკავშირებით მისი დაცვის ქვეშ მყოფის პოზიციას ავრცელებს.

ადვოკატის ინფორმაციით, ტიმოფეევი, რომელიც რუსეთის მოქალაქეა და სერგეი ფურგალის თანაშემწე იყო, 2024 წლის გაზაფხულიდან საქართველოსგან პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვდა. ამჟამად ის გიორგი უძილაურთან ერთად ერთ საკანში იმყოფება.

„გიორგი უძილაურის თქმით, ქართულმა სასამართლომ კვლავ გადაწყვიტა, არ გაეღიზიანებინა ოკუპანტი და ოპოზიციონერი პუტინისთვის გადაეცა, მიუხედავად იმისა, რომ ამით სასამართლო ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-2, მე-3 და მე-6 მუხლებს ეწინააღმდეგება და ინტერპოლმა რუსეთის მიერ ძებნაგამოცხადებული ტიმოფეევი ძებნიდან მოხსნა.

უძილაურის ცნობით, ქართულმა სასამართლომ დამაკმაყოფილებლად მიიჩნია რუსეთიდან მიღებული გარანტიები, მაშინ როცა 2022 წლიდან რუსეთი აღარ არის ევროპული კონვენციის მონაწილე, რუსეთი გამოსულია წამების საწინააღმდეგო კონვენციიდან და მასზე ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს იურისდიქციაც არ ვრცელდება.

გიორგი უძილაური აცხადებს, რომ ტიმოფეევი ფაქტობრივად განწირულია ნავალნის ბედის გაზიარებისთვის. ევროპელებს უარი ეთქვათ საქართველოდან რუსეთში აქამდე ექსტრადირებულთა მონახულებაზე და ამის შესახებ იცის საქართველოს სასამართლომ და მაინც სწირავს მორიგ მსხვერპლს პუტინს“, – აცხადებს ადვოკატი ბექა გულედანი.

მისივე ინფორმაციით, უძილაური ციხეში წიგნს წერს, რომელშიც ტიმოფეევის საქმესთან ერთად საქართველოს უახლესი წარსულისა და დღევანდელობის ცნობილი პირების შესახებაც ისაუბრებს. ადვოკატის თქმით, უძილაური აცხადებს, რომ წიგნში არ გამოტოვებს არც მოწინააღმდეგეებს და არც თანამოაზრეებს, რომლებმაც საქართველოს უახლეს ისტორიასა და მის ბრძოლაზე გავლენა მოახდინეს.

უძილაურის ცნობით, ტიმოფეევი თანამესაკნეების თვალწინ ოჯახისთვის გამოსამშვიდობებელ წერილს წერს.

„ამ ადამიანის ამჟამინდელ განცდებსა და იმედგაცრუებაზე არანაკლებ დამთრგუნველია სირცხვილში გაზავებული უსუსურობის შეგრძნება. უსუსურობაა, როცა განწირულ პოლიტპატიმარს ვერაფრით ეხმარები და სირცხვილია, როცა იმ ოკუპირებულ ქვეყანას წარმოადგენ, რომელმაც ოკუპანტს სტუმარი აჩუქა“, – აცხადებს გიორგი უძილაური ადვოკატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა