პენიტენციური სამსახური გელა ისაშვილის ბრალდებებს უარყოფს – პატიმარი გიორგი დავითაძის მიმართ სექსუალურ ძალადობასა და ციხის თანამშრომლების მხრიდან არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობს
თამარ ჩერგოლეიშვილი: „ფედერალისტები“ უარს ვამბობთ ივანიშვილის მიერ დადგმულ სპექტაკლში მონაწილეობაზე – ბრძოლა პოლიტიკურ ველზეა მოსაგები და არა ყალბ სასამართლო პროცესზე
ურსულა ფონ დერ ლაიენი: ღრმად შეშფოთებული ვარ შავ ზღვაში რუსეთის მორიგი ესკალაციით
შავ ზღვაში, რუმინეთის სანაპიროსთან, დრონმა სატვირთო გემი ჩაძირა – ერთი მეზღვაური დაიღუპა, სამი დაკარგულია, რუმინეთი რუსეთს ადანაშაულებს
რომეო მიქაუტაძემ დანაშაული აღიარა და საპროცესო შეთანხმება გააფორმა – 3 წლით პატიმრობა, 1-მილიონიანი ჯარიმა და სახელმწიფოსთვის გადაცემული მილიონობით ლარის ქონება
საკონსტიტუციო სასამართლომ „გახარია საქართველოსთვის“ შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე არ დააკმაყოფილა
No negotiated peace possible while Putin in power – Hudson Institute President
ზელენსკი: მზად ვარ, ფლორიდაში ტრამპსა და პუტინს შევხვდე სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად – G20-ის სამიტზე მიწვევა ჯერ არ მიგვიღია

ზელენსკი: უკრაინა რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმებს გააძლიერებს

ნახვები: 433 ზელენსკი: უკრაინა რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმებს გააძლიერებს

 

უკრაინა რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმებს გააძლიერებს მოსკოვის მიერ არჩეული საჰაერო თავდასხმების ახალი სტრატეგიის საპასუხოდ, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Reuters-თან ინტერვიუში განაცხადა.

ზელენსკის თქმით, უკრაინის სადაზვერვო სამსახურებმა მოიპოვეს დოკუმენტები, რომლებიც, მისი მტკიცებით, ადასტურებს, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ზამთრის წინ „ახალი დოქტრინის“ ამოქმედების ბრძანება გასცა. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, აღნიშნული სტრატეგია სამოქალაქო დანიშნულების ობიექტების გაცილებით ფართო სპექტრზე დარტყმებს ითვალისწინებს და მისი მიზანი მოსახლეობაზე ზეწოლაა.

„ვიხილეთ დოკუმენტები და ვიცით, რომ ისინი ითვალისწინებს ინფრასტრუქტურისა და ლოგისტიკის წინააღმდეგ თავდასხმებს, განსაკუთრებით კი ქალაქებსა და სოფლებში, ყველგან: გზებზე, სკოლებსა და საავადმყოფოებზე დარტყმებს. ხალხზე ზეწოლის მოხდენა, რათა მათ დატოვონ დედაქალაქი და სხვა ქალაქები, სწორედ ეს არის ამ ოპერაციის მიზანი“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მისი შეფასებით, რუსეთის ტაქტიკის ცვლილება უკავშირდება პუტინის სურვილს, ძლიერად წარმოაჩინოს თავი იმ ფონზე, როდესაც, ზელენსკის თქმით, რუსეთის არმია დონბასში პოზიციებს კარგავს და მნიშვნელოვან დანაკარგებს განიცდის.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კიევი რუსეთის ახალ ტაქტიკას საპასუხო დარტყმებით უპასუხებს, თუმცა სამოქალაქო ობიექტებს სამიზნედ არ აქცევს.

„ნებისმიერი გზით უნდა ვუპასუხოთ. მათი მხრიდან ჩვენს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს, ჩვენც მათ ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმით უნდა ვუპასუხოთ. უპირველეს ყოვლისა, ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს და ა.შ., იმას, რაც მათ ამ ომისთვის ფინანსურ რესურსს აძლევს. თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვუპასუხებთ ისე, როგორც ისინი იქცევიან, სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმით“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა