პენიტენციური სამსახური გელა ისაშვილის ბრალდებებს უარყოფს – პატიმარი გიორგი დავითაძის მიმართ სექსუალურ ძალადობასა და ციხის თანამშრომლების მხრიდან არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობს
თამარ ჩერგოლეიშვილი: „ფედერალისტები“ უარს ვამბობთ ივანიშვილის მიერ დადგმულ სპექტაკლში მონაწილეობაზე – ბრძოლა პოლიტიკურ ველზეა მოსაგები და არა ყალბ სასამართლო პროცესზე
ურსულა ფონ დერ ლაიენი: ღრმად შეშფოთებული ვარ შავ ზღვაში რუსეთის მორიგი ესკალაციით
შავ ზღვაში, რუმინეთის სანაპიროსთან, დრონმა სატვირთო გემი ჩაძირა – ერთი მეზღვაური დაიღუპა, სამი დაკარგულია, რუმინეთი რუსეთს ადანაშაულებს
რომეო მიქაუტაძემ დანაშაული აღიარა და საპროცესო შეთანხმება გააფორმა – 3 წლით პატიმრობა, 1-მილიონიანი ჯარიმა და სახელმწიფოსთვის გადაცემული მილიონობით ლარის ქონება
საკონსტიტუციო სასამართლომ „გახარია საქართველოსთვის“ შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე არ დააკმაყოფილა
No negotiated peace possible while Putin in power – Hudson Institute President
ზელენსკი: მზად ვარ, ფლორიდაში ტრამპსა და პუტინს შევხვდე სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად – G20-ის სამიტზე მიწვევა ჯერ არ მიგვიღია

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებით, საქართველო ტრეფიკინგთან ბრძოლის უმაღლეს კატეგორიაში მე-11 წელია რჩება

ნახვები: 275 აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებით, საქართველო ტრეფიკინგთან ბრძოლის უმაღლეს კატეგორიაში მე-11 წელია რჩება

 

საქართველო ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის უმაღლეს შეფასებას ზედიზედ მე-11 წელია ინარჩუნებს. საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, 2026 წლის 8 ოქტომბერს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ქვეყანა კვლავ პირველ კატეგორიაში (Tier 1) მოხვდა.

უწყების ცნობით, ანგარიშში შეფასებული 188 ქვეყნიდან უმაღლეს კატეგორიაში მხოლოდ 33 ქვეყანაა წარმოდგენილი.

პროკურატურის განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებაში ყურადღება გამახვილებულია ტრეფიკინგის პრევენციაზე, დანაშაულის გამოვლენასა და გამოძიებაზე, დამნაშავეთა სისხლისსამართლებრივ დევნასა და მსჯავრდებაზე, ასევე დაზარალებულთა უფლებების დაცვასა და კომპენსაციის უზრუნველყოფაზე.

„საქართველო თანმიმდევრული, კოორდინირებული და ეფექტიანი ღონისძიებების გატარებით, ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით, ქვეყანასა და რეგიონში უსაფრთხო და საიმედო გარემოს ქმნის. სახელმწიფო მნიშვნელოვან ძალისხმევას სწევს ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით, რაც განაპირობებს სტაბილურად უმაღლეს შეფასებას“, – ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.

უწყების განმარტებით, ანგარიშში დადებითად არის შეფასებული სექსუალური ექსპლუატაციის საქმეებზე სისხლისსამართლებრივი დევნის პრაქტიკა, დამნაშავეთა მიმართ პასუხისმგებლობის ზომების გამოყენება და დაზარალებულებისთვის რესტიტუციის უზრუნველყოფა.

გარდა ამისა, პროკურატურა ყურადღებას ამახვილებს ტრეფიკინგის საქმეებზე საერთაშორისო თანამშრომლობაზე, მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორების ჩართულობასა და პროკურორების პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებაზე.

უწყების ცნობით, 2026 წელს საქართველოს პროკურატურისა და ევროპის საბჭოს თანამშრომლობით, HELP პროგრამის ფარგლებში, ტრეფიკინგთან ბრძოლის სასწავლო კურსი ჩატარდა. გადამზადება წარმატებით გაიარა 17-მა პროკურორმა და მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორმა.

პროკურატურა ასევე აქვეყნებს ბოლო 11 წლის სტატისტიკას. მისი მონაცემებით, 2016–2026 წლებში ადამიანით ვაჭრობის დანაშაულებზე სისხლისსამართლებრივი დევნა სულ 94 პირის მიმართ დაიწყო. მათგან 36 პირის მიმართ დევნა სრულწლოვანთა ტრეფიკინგის, 57 პირის მიმართ არასრულწლოვანთა ტრეფიკინგის, ხოლო ერთი პირის მიმართ ორივე კატეგორიის დანაშაულის ფაქტებზე განხორციელდა.

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, უწყება ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ მკაცრ სისხლისსამართლებრივ პოლიტიკას აგრძელებს და პრიორიტეტად რჩება საერთაშორისო სტანდარტების პრაქტიკაში დანერგვა და თანამშრომელთა კვალიფიკაციის უწყვეტი ამაღლება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა