პენიტენციური სამსახური გელა ისაშვილის ბრალდებებს უარყოფს – პატიმარი გიორგი დავითაძის მიმართ სექსუალურ ძალადობასა და ციხის თანამშრომლების მხრიდან არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობს
თამარ ჩერგოლეიშვილი: „ფედერალისტები“ უარს ვამბობთ ივანიშვილის მიერ დადგმულ სპექტაკლში მონაწილეობაზე – ბრძოლა პოლიტიკურ ველზეა მოსაგები და არა ყალბ სასამართლო პროცესზე
ურსულა ფონ დერ ლაიენი: ღრმად შეშფოთებული ვარ შავ ზღვაში რუსეთის მორიგი ესკალაციით
შავ ზღვაში, რუმინეთის სანაპიროსთან, დრონმა სატვირთო გემი ჩაძირა – ერთი მეზღვაური დაიღუპა, სამი დაკარგულია, რუმინეთი რუსეთს ადანაშაულებს
რომეო მიქაუტაძემ დანაშაული აღიარა და საპროცესო შეთანხმება გააფორმა – 3 წლით პატიმრობა, 1-მილიონიანი ჯარიმა და სახელმწიფოსთვის გადაცემული მილიონობით ლარის ქონება
საკონსტიტუციო სასამართლომ „გახარია საქართველოსთვის“ შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე არ დააკმაყოფილა
No negotiated peace possible while Putin in power – Hudson Institute President
ზელენსკი: მზად ვარ, ფლორიდაში ტრამპსა და პუტინს შევხვდე სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად – G20-ის სამიტზე მიწვევა ჯერ არ მიგვიღია

უკრაინაში Starlink-ის მუშაობა ნაწილობრივ აღდგა – ფედოროვი Starshield-ისთვის სიჩქარის შეზღუდვის სრულად მოხსნას ითხოვს

ნახვები: 873 უკრაინაში Starlink-ის მუშაობა ნაწილობრივ აღდგა – ფედოროვი Starshield-ისთვის სიჩქარის შეზღუდვის სრულად მოხსნას ითხოვს
უკრაინაში Starlink-ის სატელიტური ინტერნეტის მუშაობა ნაწილობრივ აღდგა. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის ყოფილი მინისტრი მიხაილო ფედოროვი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

მისი ინფორმაციით, მიმდინარეობს Starlink-ის კავშირის აღდგენა იმ მოწყობილობებისთვის, რომლებიც საათში 160 კილომეტრამდე სიჩქარით გადაადგილდებიან.

ამასთან, ფედოროვი აცხადებს, რომ უკრაინის თავდაცვისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია Starshield-ის სისტემაზე სიჩქარის შეზღუდვის სრულად მოხსნა.

„Starlink-ის კავშირის აღდგენა 160 კმ/სთ-მდე სიჩქარისთვის მიმდინარეობს. Starshield-ისთვის სიჩქარის შეზღუდვის სრულად მოხსნა ახლა კრიტიკულად მნიშვნელოვანია უკრაინის თავდაცვისთვის. მადლობა, ილონ მასკ. თქვენი შემდგომი მხარდაჭერის იმედი გვაქვს“, – წერს ფედოროვი.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინაში Starlink-ის გამოყენებაზე სიჩქარის შეზღუდვა ამოქმედდა, რის შედეგადაც დადგენილ ზღვარზე სწრაფად მოძრავ მოწყობილობებს სატელიტურ ქსელთან კავშირი უწყდებოდათ.

შეზღუდვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო სამხედრო დანიშნულების სწრაფი უპილოტო საფრენი აპარატებისთვის, რომელთა მართვისა და მონაცემთა გადაცემის პროცესში სატელიტური კავშირი გამოიყენება.

SpaceX-ის დამფუძნებელმა ილონ მასკმა განმარტა, რომ Starlink და Starshield განსხვავებული დანიშნულებისა და მართვის სისტემებია.

მასკის განცხადებით, Starlink კომერციული მომსახურებაა, რომელსაც SpaceX ფლობს და აკონტროლებს. კომპანიის პოლიტიკის თანახმად, მისი გამოყენება სამოქალაქო და თავდაცვითი მიზნებისთვის არის დაშვებული, თუმცა არა შეტევითი სამხედრო ოპერაციებისთვის.

რაც შეეხება Starshield-ს, მასკის თქმით, ეს სისტემები აშშ-ის მთავრობის საკუთრებაშია და მათი გამოყენების პირობებს, მათ შორის სიჩქარის შეზღუდვებს, ამერიკის სამხედრო უწყებები განსაზღვრავენ, საბოლოო უფლებამოსილება კი აშშ-ის პრეზიდენტს ეკუთვნის.

ფედოროვის განცხადებიდან არ ირკვევა, როდის დასრულდება Starlink-ის კავშირის აღდგენა ან როდის მოიხსნება Starshield-ისთვის დაწესებული შეზღუდვები სრულად.

წყარო: მიხაილო ფედოროვის განცხადება X-ზე

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა