პენიტენციური სამსახური გელა ისაშვილის ბრალდებებს უარყოფს – პატიმარი გიორგი დავითაძის მიმართ სექსუალურ ძალადობასა და ციხის თანამშრომლების მხრიდან არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობს
თამარ ჩერგოლეიშვილი: „ფედერალისტები“ უარს ვამბობთ ივანიშვილის მიერ დადგმულ სპექტაკლში მონაწილეობაზე – ბრძოლა პოლიტიკურ ველზეა მოსაგები და არა ყალბ სასამართლო პროცესზე
ურსულა ფონ დერ ლაიენი: ღრმად შეშფოთებული ვარ შავ ზღვაში რუსეთის მორიგი ესკალაციით
შავ ზღვაში, რუმინეთის სანაპიროსთან, დრონმა სატვირთო გემი ჩაძირა – ერთი მეზღვაური დაიღუპა, სამი დაკარგულია, რუმინეთი რუსეთს ადანაშაულებს
რომეო მიქაუტაძემ დანაშაული აღიარა და საპროცესო შეთანხმება გააფორმა – 3 წლით პატიმრობა, 1-მილიონიანი ჯარიმა და სახელმწიფოსთვის გადაცემული მილიონობით ლარის ქონება
საკონსტიტუციო სასამართლომ „გახარია საქართველოსთვის“ შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე არ დააკმაყოფილა
No negotiated peace possible while Putin in power – Hudson Institute President
ზელენსკი: მზად ვარ, ფლორიდაში ტრამპსა და პუტინს შევხვდე სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად – G20-ის სამიტზე მიწვევა ჯერ არ მიგვიღია

ნიკო კვარაცხელიას დედა: უნდა გაირკვეს, ვინ დაუკვეთა ჩემი შვილის მკვლელობა – წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოდის, რომ დამკვეთი ისევ ხელისუფლებაშია

ნახვები: 302 ნიკო კვარაცხელიას დედა: უნდა გაირკვეს, ვინ დაუკვეთა ჩემი შვილის მკვლელობა – წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოდის, რომ დამკვეთი ისევ ხელისუფლებაშია
მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე, შვილის მკვლელობის დამკვეთის ვინაობის დადგენას ითხოვს და აცხადებს, რომ გამოძიება მხოლოდ იმ პირების პასუხისმგებლობის საკითხით არ უნდა შემოიფარგლოს, რომლებსაც მკვლელობის ორგანიზებაში ბრალი წარედგინათ.

ამის შესახებ ომაძე სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ გურამ და დავით კაკულიებსა და ბესარიონ ჟვანიაზე ყურადღების გამახვილების ნაცვლად, მთავარი კითხვა უნდა დაისვას: ვინ იდგა მისი შვილის მკვლელობის უკან.

„ძვირფასო ჟურნალისტებო, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ყველას სათითაოდ ვერ გპასუხობთ, ნუ აღელდებით და ამ კონკრეტულ ახალგაზრდებზე (ძმებ კაკულიებზე და ბესარიონ ჟვანიაზე) ნუ ვკონცენტრირდებით, ისინი არიან გამოყენებული და გადაგდებული სწორედ ჰოლივუდური სცენარით!“ – წერს იზა ომაძე.

მისი განცხადებით, აუცილებელია დადგინდეს, ვინ გასცა ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის დაკვეთა. ომაძე ვარაუდობს, რომ ამ კითხვაზე პასუხის გაუცემლობა შესაძლოა ხელისუფლებასთან დაკავშირებული პირის პასუხისმგებლობაზე მიუთითებდეს.

„გამეცეს პასუხი, ვინ დაუკვეთა „მომავლის ბიჭის“, ჩვენი ნიკოს მკვლელობა ამ ახალგაზრდებს და თუ არ გამეცა ამაზე პასუხი, გამოდის, რომ დამკვეთი ისევ არის ხელისუფლებაში!“ – აცხადებს მოკლული ახალგაზრდის დედა.

ომაძის თქმით, ოჯახისთვის მკვლელობის გარემოებებთან დაკავშირებული ინფორმაცია წლების წინაც იყო ცნობილი და ის დარწმუნებულია, რომ საბოლოოდ ყველა გარემოება გასაჯაროვდება.

„ყველაფერი ვიცოდით ხუთი წლის წინ! მადლობა თანადგომისთვის... ყველაფერი გაცხადდება!“ – წერს იგი.

შეგახსენებთ, ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების საქმეზე გურამ კაკულიას, დავით კაკულიასა და ბესარიონ ჟვანიას ბრალდება წარედგინათ.

მათ ბრალად ედებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-ე და 109-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული, რაც 2021 წელს მოქმედი რედაქციით 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ძმები კაკულიები წარდგენილ ბრალდებაში თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ და კვარაცხელიას ოჯახს მათ წინააღმდეგ საჩივრის გატანისკენ მოუწოდებენ.

რაც შეეხება ბესარიონ ჟვანიას, ის ძებნაში იმყოფება.

ამ ეტაპზე საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციით, ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის შესაძლო საბოლოო დამკვეთის ვინაობა დადგენილი არ არის. იზა ომაძის განცხადება ხელისუფლებასთან შესაძლო კავშირის შესახებ მის ეჭვსა და შეფასებას წარმოადგენს და არა გამოძიებით დადასტურებულ გარემოებას.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა