პენიტენციური სამსახური გელა ისაშვილის ბრალდებებს უარყოფს – პატიმარი გიორგი დავითაძის მიმართ სექსუალურ ძალადობასა და ციხის თანამშრომლების მხრიდან არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობს
თამარ ჩერგოლეიშვილი: „ფედერალისტები“ უარს ვამბობთ ივანიშვილის მიერ დადგმულ სპექტაკლში მონაწილეობაზე – ბრძოლა პოლიტიკურ ველზეა მოსაგები და არა ყალბ სასამართლო პროცესზე
ურსულა ფონ დერ ლაიენი: ღრმად შეშფოთებული ვარ შავ ზღვაში რუსეთის მორიგი ესკალაციით
შავ ზღვაში, რუმინეთის სანაპიროსთან, დრონმა სატვირთო გემი ჩაძირა – ერთი მეზღვაური დაიღუპა, სამი დაკარგულია, რუმინეთი რუსეთს ადანაშაულებს
რომეო მიქაუტაძემ დანაშაული აღიარა და საპროცესო შეთანხმება გააფორმა – 3 წლით პატიმრობა, 1-მილიონიანი ჯარიმა და სახელმწიფოსთვის გადაცემული მილიონობით ლარის ქონება
საკონსტიტუციო სასამართლომ „გახარია საქართველოსთვის“ შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე არ დააკმაყოფილა
No negotiated peace possible while Putin in power – Hudson Institute President
ზელენსკი: მზად ვარ, ფლორიდაში ტრამპსა და პუტინს შევხვდე სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად – G20-ის სამიტზე მიწვევა ჯერ არ მიგვიღია

მაკრონი: ასობით ათასი ადამიანი ქუჩაში სამართლიანი მოთხოვნებით გამოვიდა, ისინი არ უნდა გავაიგივოთ არეულობის მონაწილეებთან

ნახვები: 281 მაკრონი: ასობით ათასი ადამიანი ქუჩაში სამართლიანი მოთხოვნებით გამოვიდა, ისინი არ უნდა გავაიგივოთ არეულობის მონაწილეებთან
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების მონაწილეთა მოთხოვნები სამართლიანია და ხელისუფლებამ საზოგადოებაში დაგროვილი უკმაყოფილების მიზეზები უნდა გააანალიზოს. ამასთან, მისი თქმით, მშვიდობიანი დემონსტრანტები არ უნდა გაიგივდნენ იმ პირებთან, რომლებიც ძალადობრივ ქმედებებში, ქონების დაზიანებასა და ძარცვაში მონაწილეობდნენ.

ფრანგი ხალხისადმი მიმართვისას მაკრონმა განაცხადა, რომ ხვალ საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი შეხვედრას გამართავს, რომლის მიზანიც რთულ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქეების მხარდასაჭერად შესაბამისი ზომების მობილიზება იქნება.

„უნდა გავაანალიზოთ, თუ რა გამოხატა საზოგადოებამ. ასობით ათასი ჩვენი თანამემამულე გამოვიდა ქუჩაში სამართლიანი მოთხოვნებით. არავითარ შემთხვევაში არ უნდა გავაიგივოთ დემონსტრაციები მათთან, ვინც ნივთებს ამსხვრევდა, არეულობას იწვევდა და ძარცვავდა“, – განაცხადა მაკრონმა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა საპროტესტო გამოსვლების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ცხოვრების გაძვირება და საწვავის ფასების ზრდა დაასახელა.

მისი შეფასებით, ეკონომიკური სირთულეები საერთაშორისო გეოპოლიტიკურ ვითარებასაც უკავშირდება, განსაკუთრებით სპარსეთის ყურის რეგიონში მიმდინარე ომს, რომელშიც საფრანგეთი უშუალოდ არ მონაწილეობს, თუმცა მის ეკონომიკურ შედეგებს განიცდის.

„არსებობს სამართლიანი პრეტენზიები ცხოვრების ხარჯებსა და საწვავის ფასებთან დაკავშირებით. ამის მრავალი მიზეზი სპარსეთის ყურის ომს უკავშირდება. საფრანგეთი მასში არ მონაწილეობდა, თუმცა შედეგებს ჩვენ ვიმკით. ჩვენ ვიზიარებთ მათ შეშფოთებას. ეს შეშფოთება ევროპის ბევრ სხვა დედაქალაქშიც არსებობს“, – აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

მაკრონმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოქალაქეების სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების აღიარება არ ნიშნავს ძალადობრივი ქმედებების გამართლებას.

მისი განცხადებით, სამართალდამცავმა უწყებებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმონ იმ პირების პასუხისმგებლობის საკითხს, რომლებიც არეულობების დროს ქონებას აზიანებდნენ ან ძარცვავდნენ.

„ჩვენ პროკურატურას მოვუწოდეთ, გამოიჩინოს მაქსიმალური სიმკაცრე. სამართლებრივი რეაგირება უნდა იყოს სამაგალითო“, – განაცხადა მაკრონმა.

პრეზიდენტის თქმით, გამოძიება მაქსიმალური გულმოდგინებით უნდა ჩატარდეს, ხოლო იმ პირებს, რომელთა დანაშაულებრივი ქმედებებიც დადასტურდება, მიყენებული ზიანის ანაზღაურება უნდა დაეკისროთ.

„მათ, ვინც ნივთებს ამტვრევდნენ და ძარცვავდნენ, ზარალი უნდა აანაზღაურონ. ისინი პასუხს აგებენ თავიანთ ქმედებებზე“, – აღნიშნა მან.

საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, ხელისუფლების ამოცანაა, ერთი მხრივ, უპასუხოს მოსახლეობის ეკონომიკურ და სოციალურ მოთხოვნებს, ხოლო მეორე მხრივ, უზრუნველყოს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა და ძალადობრივ ქმედებებზე სამართლებრივი რეაგირება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა