პენიტენციური სამსახური გელა ისაშვილის ბრალდებებს უარყოფს – პატიმარი გიორგი დავითაძის მიმართ სექსუალურ ძალადობასა და ციხის თანამშრომლების მხრიდან არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობს
თამარ ჩერგოლეიშვილი: „ფედერალისტები“ უარს ვამბობთ ივანიშვილის მიერ დადგმულ სპექტაკლში მონაწილეობაზე – ბრძოლა პოლიტიკურ ველზეა მოსაგები და არა ყალბ სასამართლო პროცესზე
ურსულა ფონ დერ ლაიენი: ღრმად შეშფოთებული ვარ შავ ზღვაში რუსეთის მორიგი ესკალაციით
შავ ზღვაში, რუმინეთის სანაპიროსთან, დრონმა სატვირთო გემი ჩაძირა – ერთი მეზღვაური დაიღუპა, სამი დაკარგულია, რუმინეთი რუსეთს ადანაშაულებს
რომეო მიქაუტაძემ დანაშაული აღიარა და საპროცესო შეთანხმება გააფორმა – 3 წლით პატიმრობა, 1-მილიონიანი ჯარიმა და სახელმწიფოსთვის გადაცემული მილიონობით ლარის ქონება
საკონსტიტუციო სასამართლომ „გახარია საქართველოსთვის“ შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე არ დააკმაყოფილა
No negotiated peace possible while Putin in power – Hudson Institute President
ზელენსკი: მზად ვარ, ფლორიდაში ტრამპსა და პუტინს შევხვდე სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად – G20-ის სამიტზე მიწვევა ჯერ არ მიგვიღია

ზელენსკი: რუსეთმა ხარკოვის ოლქში პარკში მყოფ ადამიანებს დრონით დაარტყა – დაიღუპა 6 ადამიანი, მათ შორის ბავშვები

ნახვები: 395 ზელენსკი: რუსეთმა ხარკოვის ოლქში პარკში მყოფ ადამიანებს დრონით დაარტყა – დაიღუპა 6 ადამიანი, მათ შორის ბავშვები
რუსულმა ძალებმა უკრაინის ხარკოვის ოლქში მდებარე პარკზე „შაჰედის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატით იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც ექვსი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ბავშვები. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

ზელენსკის ინფორმაციით, თავდასხმის სამიზნე უშუალოდ პარკში მყოფი ადამიანები გახდნენ. დაღუპულთა შორის არიან ერთ წელზე ოდნავ უფროსი გოგონა, მისი დედა და 11 წლის ბავშვი.

„რუსეთმა ხარკოვის ოლქში საშინელი დარტყმა განახორციელა. რუსულმა ძალებმა პარკში „შაჰედის“ ტიპის დრონით პირდაპირ ადამიანებს დაარტყეს. დაიღუპა ექვსი ადამიანი, მათ შორის ბავშვები. საბავშვო ეტლში მყოფი პატარა გოგონა დაიღუპა, სახელად ანგელინა, რომელიც ერთ წელზე ოდნავ მეტის იყო. დედამისის სახელი ინა იყო. ის საავადმყოფოში გარდაიცვალა. კიდევ ერთი დაღუპული გოგონა 11 წლის იყო“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი.

მისივე ცნობით, თავდასხმის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ექვსი ბავშვი.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ გავრცელებული ფოტოები თავდასხმის მძიმე შედეგებს ასახავს, თუმცა მათ მიღმა ადამიანების განადგურებული სიცოცხლე და ოჯახების ტრაგედია დგას.

„ფოტოები საშინელია, თუმცა მათ მიღმა განადგურებული ცხოვრება და ამ ომის სიმართლეა. ადამიანების სიცოცხლე უნდა დავიცვათ. უკრაინას საჰაერო თავდაცვა სჭირდება“, – განაცხადა მან.

უკრაინის პრეზიდენტმა საერთაშორისო პარტნიორებს მოუწოდა, გააძლიერონ ქვეყნის საჰაერო თავდაცვა და გააგრძელონ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოქმედება.

ზელენსკის განცხადებით, დაუშვებელია რუსეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოებაზე მსჯელობა იმ პირობებში, როდესაც რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინის ტერიტორიაზე თავდასხმებს აგრძელებენ.

„შეუძლებელია რუსეთთან ფულის კეთებაზე ფიქრი, როცა ის ამ უგუნურ ომს აგრძელებს. ვითხოვთ, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ძალაში დარჩეს, ვიდრე მკვლელობები გრძელდება“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

მან შეერთებულ შტატებს რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი ზომების მიღებისკენ მოუწოდა და ე.წ. ლინდსი გრემის კანონის ამოქმედება მოითხოვა, რომელიც რუსეთის მიმართ სანქციების გამკაცრებას უკავშირდება.

„ვთხოვთ ამერიკას, რომ ძლიერი იყოს და „ლინდსი გრემის კანონი“ აამოქმედოს. ევროპას მხარდაჭერის გაგრძელებას ვთხოვთ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მისი ქვეყანა მშვიდობის მიღწევას ცდილობს, თუმცა რუსეთი თავდასხმებსა და ადამიანების მკვლელობას აგრძელებს.

„უკრაინას მშვიდობა სურს. სწორედ რუსეთია, ვინც მთელი ამ ხნის განმავლობაში მკვლელობებს აგრძელებს. მსოფლიოს ომის შესაჩერებლად საკმარისი ძალა აქვს. ეს ძალა მკვლელების წინააღმდეგ საბოლოოდ უნდა იქნას გამოყენებული“, – წერს ზელენსკი.

მან მადლობა გადაუხადა ყველა სახელმწიფოსა და პარტნიორს, რომლებიც უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ და რუსული დრონებისა და რაკეტების ჩამოგდებაში ეხმარებიან.

დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ მონაცემები უკრაინის პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეფუძნება.

წყარო: ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება X-ზე

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა