პენიტენციური სამსახური გელა ისაშვილის ბრალდებებს უარყოფს – პატიმარი გიორგი დავითაძის მიმართ სექსუალურ ძალადობასა და ციხის თანამშრომლების მხრიდან არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობს
თამარ ჩერგოლეიშვილი: „ფედერალისტები“ უარს ვამბობთ ივანიშვილის მიერ დადგმულ სპექტაკლში მონაწილეობაზე – ბრძოლა პოლიტიკურ ველზეა მოსაგები და არა ყალბ სასამართლო პროცესზე
ურსულა ფონ დერ ლაიენი: ღრმად შეშფოთებული ვარ შავ ზღვაში რუსეთის მორიგი ესკალაციით
შავ ზღვაში, რუმინეთის სანაპიროსთან, დრონმა სატვირთო გემი ჩაძირა – ერთი მეზღვაური დაიღუპა, სამი დაკარგულია, რუმინეთი რუსეთს ადანაშაულებს
რომეო მიქაუტაძემ დანაშაული აღიარა და საპროცესო შეთანხმება გააფორმა – 3 წლით პატიმრობა, 1-მილიონიანი ჯარიმა და სახელმწიფოსთვის გადაცემული მილიონობით ლარის ქონება
საკონსტიტუციო სასამართლომ „გახარია საქართველოსთვის“ შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე არ დააკმაყოფილა
No negotiated peace possible while Putin in power – Hudson Institute President
ზელენსკი: მზად ვარ, ფლორიდაში ტრამპსა და პუტინს შევხვდე სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად – G20-ის სამიტზე მიწვევა ჯერ არ მიგვიღია

ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს

ნახვები: 318 ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
 „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვისას საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარების შუამდგომლობა დააყენა.

წითლიძის განცხადებით, ვინაიდან სარჩელი მოიცავს როგორც 2003–2012 წლებს, ისე 2012 წლიდან დღემდე პერიოდს, სასამართლომ უნდა მოისმინოს იმ პირების პოზიციები, რომლებიც აღნიშნულ წლებში „ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობასთან უშუალოდ იყვნენ დაკავშირებული.

მისი თქმით, სარჩელის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე მიხეილ სააკაშვილია, რომელიც 2004–2013 წლებში საქართველოს პრეზიდენტი იყო.

„რადგან სარჩელი ეხება 2003–2012 წლამდე და 2012 წლიდან დღემდე პერიოდს, ჩვენ ვითხოვთ, რომ მიხეილ სააკაშვილი იქნას მოყვანილი მოწმედ, იმიტომ, რომ ამ სარჩელის მთავარი სამიზნე არის მიხეილ სააკაშვილი, პრეზიდენტი იყო იმ წლებში“, – განაცხადა წითლიძემ.

მან ასევე ყურადღება გაამახვილა სარჩელის ავტორთა შორის მყოფი დეპუტატების, თენგიზ შარმანაშვილისა და გიორგი კახიანის წარსულ საქმიანობაზე.

„მაინტერესებს განსაკუთრებით თენგიზ შარმანაშვილი რა კითხვას დაუსვამს, რომელიც მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, რომელსაც ახლა, ამ სარჩელით ბრალი ედება, მის მიერ დანიშნულ ელჩს წარმოადგენდა, ან გიორგი კახიანი, რომელიც დავით საყვარელიძის საარჩევნო შტაბს წარმოადგენდა „ნაციონალური მოძრაობის“ დროს“, – აღნიშნა მან.

წითლიძის განმარტებით, ლევან ხაბეიშვილის მოწმედ დაბარება მნიშვნელოვანია 2012 წლის შემდეგ პარტიის საქმიანობასთან დაკავშირებული გარემოებების შესაფასებლად.

„პირველი, ვის დაბარებასაც ვითხოვთ, ეს არის მიხეილ სააკაშვილი, მოწმის სახით, და მეორე – ლევან ხაბეიშვილი, როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, განსაკუთრებით იმ წლებთან დაკავშირებით, 2012 წლიდან დღემდე. ის ორი მოწვევის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეა“, – განაცხადა წითლიძემ.

მისივე შეფასებით, სააკაშვილისა და ხაბეიშვილის პოზიციების მოსმენა მნიშვნელოვანია როგორც სასამართლო განხილვისთვის, ისე საზოგადოებისთვის, რათა მოქალაქეებმა უშუალოდ მოისმინონ მათი განმარტებები სარჩელში მითითებული გარემოებების შესახებ.

შეგახსენებთ, საკონსტიტუციო სასამართლოში 21 ოქტომბერს დაიწყო პარლამენტის 88 დეპუტატის მიერ წარდგენილი სარჩელის განხილვა, რომელიც ხუთი ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანების არაკონსტიტუციურად ცნობას ითვალისწინებს.

საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს შვიდი მოსამართლისგან შემდგარი პლენუმი განიხილავს.

ამ ეტაპზე უცნობია, დააკმაყოფილებს თუ არა სასამართლო ანა წითლიძის შუამდგომლობას მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარების შესახებ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა