პენიტენციური სამსახური გელა ისაშვილის ბრალდებებს უარყოფს – პატიმარი გიორგი დავითაძის მიმართ სექსუალურ ძალადობასა და ციხის თანამშრომლების მხრიდან არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობს
თამარ ჩერგოლეიშვილი: „ფედერალისტები“ უარს ვამბობთ ივანიშვილის მიერ დადგმულ სპექტაკლში მონაწილეობაზე – ბრძოლა პოლიტიკურ ველზეა მოსაგები და არა ყალბ სასამართლო პროცესზე
ურსულა ფონ დერ ლაიენი: ღრმად შეშფოთებული ვარ შავ ზღვაში რუსეთის მორიგი ესკალაციით
შავ ზღვაში, რუმინეთის სანაპიროსთან, დრონმა სატვირთო გემი ჩაძირა – ერთი მეზღვაური დაიღუპა, სამი დაკარგულია, რუმინეთი რუსეთს ადანაშაულებს
რომეო მიქაუტაძემ დანაშაული აღიარა და საპროცესო შეთანხმება გააფორმა – 3 წლით პატიმრობა, 1-მილიონიანი ჯარიმა და სახელმწიფოსთვის გადაცემული მილიონობით ლარის ქონება
საკონსტიტუციო სასამართლომ „გახარია საქართველოსთვის“ შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე არ დააკმაყოფილა
No negotiated peace possible while Putin in power – Hudson Institute President
ზელენსკი: მზად ვარ, ფლორიდაში ტრამპსა და პუტინს შევხვდე სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად – G20-ის სამიტზე მიწვევა ჯერ არ მიგვიღია

კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია

ნახვები: 300 კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ირაკლი კობახიძის განცხადებით, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გადატვირთვის ახალი ეტაპის დაწყებას არ ნიშნავს. მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლების პოზიცია რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენასთან დაკავშირებით უცვლელია.

ამის შესახებ კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც გიორგი ზურაბაშვილის პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად დანიშვნის მიზეზები განმარტა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს რუსეთთან ურთიერთობის მიმართულებით სამი ძირითადი ამოცანა აქვს: კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება, ჰუმანიტარული კავშირების შენარჩუნება და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება.

„რეალურად, რაიმე ახალი ეტაპი არ იწყება. აქამდე შვეიცარიის საელჩოში ჩვენი სექცია აქტიურად მუშაობდა. ჩვენ დავინახეთ იმის საჭიროება, რომ სექციის მუშაობის პარალელურად, ამ თანამდებობაზე დაგვენიშნა პირი. ჩვენ გვაქვს კონკრეტული ამოცანები – კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება, ჰუმანიტარული ურთიერთობების შენარჩუნება და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება. სამივე მიმართულებით არის აქტიურად სამუშაო“, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე განმარტებით, რუსეთთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობა კვლავ გაგრძელდება როგორც ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატში, ისე შვეიცარიის საელჩოსთან არსებული საქართველოს ინტერესების სექციის მეშვეობით.

„ჟენევის ფორმატი არსებობს და გრძელდება მუშაობა, სექცია მუშაობს, თუმცა ამასთან ერთად, ჩვენ დავინახეთ სპეცწარმომადგენლის ხელახლა დანიშვნის საჭიროება“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

კობახიძემ უარყო, რომ სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნის გადაწყვეტილება რუსეთის მიერ ცალკეული ქართული კომპანიების პროდუქციაზე დაწესებულ შეზღუდვებს უკავშირდება.

„რა თქმა უნდა, ზოგადად, ამ საკითხებზე მუშაობა არის პრიორიტეტული, თუმცა ეს არ გამხდარა ამ გადაწყვეტილების საფუძველი. ჩვენ ზოგადად დავინახეთ სპეცწარმომადგენლის დანიშვნის საჭიროება“, – განაცხადა მან.

რაც შეეხება რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების შესაძლო აღდგენას, პრემიერ-მინისტრის თქმით, ამ მიმართულებით არსებული დაბრკოლებები არ შეცვლილა.

„დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას აქვს თავისი ბარიერი. ეს მოცემულობა არ შეცვლილა, შესაბამისად, არც ჩვენი დამოკიდებულება არის შეცვლილი“, – განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა. ზურაბაშვილი ამ დრომდე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეწყდა.

წყარო: „ინტერპრესნიუსი“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა