ბერდია სიჭინავა: საკონსტიტუციო სასამართლომ საკუთარი რეგლამენტი უარყო და მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპი პროცესიდან ამოაგდო
ნიკა გვარამია: გადაწყვეტილება მიღებულია, ახლა უბრალოდ მისი შელამაზება და „მიცვალებულის გაპატიოსნება“ ხდება
ზელენსკი: აბუ-დაბის სამმხრივი მოლაპარაკებები კონსტრუქციული იყო – განვიხილეთ ტყვეების გათავისუფლება და უსაფრთხოების გარანტიები
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე მტკიცებულებების გამოკვლევის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა
დონალდ ტრამპმა მარკო რუბიო ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლად ოფიციალურად დანიშნა
აშშ, უკრაინა და ევროპელი პარტნიორები: სამშვიდობო შეთანხმებამ უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა უნდა დაიცვას
ნიკა გვარამიასა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა – „ასე ცალმხრივად პროცესის ჩატარება არ გამოვა!“
პროკურატურამ 8-9 წლის მოსწავლის მიმართ სექსუალური ძალადობის ბრალდებით სპორტული წრის ყოფილ მასწავლებელს ბრალი წარუდგინა

„კოალიცია ცვლილებისთვის“: ევროკომისიის ანგარიში ადასტურებს, რომ ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში საქართველო ევროკავშირის წევრი ვერ გახდება

ნახვები: 303 „კოალიცია ცვლილებისთვის“: ევროკომისიის ანგარიში ადასტურებს, რომ ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში საქართველო ევროკავშირის წევრი ვერ გახდება
ევროკომისიის 2026 წლის გაფართოების ანგარიში ადასტურებს, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა არ აქვს. ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ განცხადებაშია ნათქვამი.

კოალიციის შეფასებით, ანგარიშის შინაარსი განგაშის სიგნალი უნდა იყოს საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, რომელიც ქვეყნის მომავალს ევროკავშირში ხედავს, მიუხედავად მისი პარტიული კუთვნილებისა.

„გუშინ გამოქვეყნებული ევროკავშირის გაფართოების ანგარიში მკაფიოდ ადასტურებს, რომ ივანიშვილის რუსული რეჟიმის პირობებში საქართველო ვერასოდეს გახდება ევროკავშირის წევრი“, – აღნიშნულია განცხადებაში.

პოლიტიკური გაერთიანება ყურადღებას ამახვილებს ევროკომისიის შეფასებაზე, რომლის თანახმადაც, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულია, ხოლო კანდიდატის სტატუსი მხოლოდ ფორმალურად რჩება ძალაში.

კოალიციის განცხადებით, ხელისუფლება არ ასრულებს ევროკომისიის რეკომენდაციებს და აგრძელებს დემოკრატიული ინსტიტუტების, კანონის უზენაესობისა და ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვას.

განცხადებაში ასევე მოყვანილია ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის შეფასება, რომლის თანახმადაც, დემოკრატიული უკუსვლის გამო საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან დაპირისპირების გზაზე დგას.

„რუსეთის ჰიბრიდული ომი საქართველოს ევროპული მომავლის წინააღმდეგ გადამწყვეტ ფაზაშია. ივანიშვილის კრიმინალური რეჟიმის ამოცანაა, საბოლოოდ მოკლას ჩვენი სამშობლოს ნორმალური განვითარების პერსპექტივა, ღირსეული, უსაფრთხო და მშვიდობიანი ცხოვრების შესაძლებლობა“, – აცხადებს კოალიცია.

პოლიტიკური გაერთიანება მოქალაქეებს 28 ნოემბერს მასობრივ შეკრებაში მონაწილეობისკენ მოუწოდებს.

„28 ნოემბერს ათიათასობით უნდა შევიკრიბოთ და მთელ მსოფლიოს ვაჩვენოთ, რომ საქართველო ქართველი ხალხისაა. ჩვენ ვწყვეტთ, სად არის ჩვენი ქვეყნის ადგილი“, – ნათქვამია განცხადებაში.

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა