ბერდია სიჭინავა: საკონსტიტუციო სასამართლომ საკუთარი რეგლამენტი უარყო და მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპი პროცესიდან ამოაგდო
ნიკა გვარამია: გადაწყვეტილება მიღებულია, ახლა უბრალოდ მისი შელამაზება და „მიცვალებულის გაპატიოსნება“ ხდება
ზელენსკი: აბუ-დაბის სამმხრივი მოლაპარაკებები კონსტრუქციული იყო – განვიხილეთ ტყვეების გათავისუფლება და უსაფრთხოების გარანტიები
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე მტკიცებულებების გამოკვლევის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა
დონალდ ტრამპმა მარკო რუბიო ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლად ოფიციალურად დანიშნა
აშშ, უკრაინა და ევროპელი პარტნიორები: სამშვიდობო შეთანხმებამ უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა უნდა დაიცვას
ნიკა გვარამიასა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა – „ასე ცალმხრივად პროცესის ჩატარება არ გამოვა!“
პროკურატურამ 8-9 წლის მოსწავლის მიმართ სექსუალური ძალადობის ბრალდებით სპორტული წრის ყოფილ მასწავლებელს ბრალი წარუდგინა

სააკაშვილი: ღარიბაშვილი ახალაიას საკანში შედიოდა და ჩემ წინააღმდეგ ჩვენების მიცემის სანაცვლოდ გათავისუფლებას ჰპირდებოდა

ნახვები: 318 სააკაშვილი: ღარიბაშვილი ახალაიას საკანში შედიოდა და ჩემ წინააღმდეგ ჩვენების მიცემის სანაცვლოდ გათავისუფლებას ჰპირდებოდა
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც სუს-ის ხელმძღვანელის, მამუკა მდინარაძის წერილს ფსიქოლოგიურ წამებად აფასებს, 2013 წელს ბაჩო ახალაიას საკანში ორჯერ შევიდა და სააკაშვილის წინააღმდეგ ჩვენების მიცემის სანაცვლოდ გათავისუფლებას ჰპირდებოდა.

ამის შესახებ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს და აცხადებს, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის პოლიტპატიმრად წარმოჩენა ნამდვილი პოლიტპატიმრების შეურაცხყოფაა.

„ღარიბაშვილი საუბრობს, რომ მდინარაძის წერილი მისი ფსიქოლოგიური წამება იყო. ეს ის ღარიბაშვილია, რომელიც 2013 წელს 2-ჯერ შევიდა ბაჩო ახალაიასთან საკანში, მათ შორის ერთხელ ტელეკამერით და ეუბნებოდა მიეცი სააკაშვილზე ჩვენება და ახლავე გაგიშვებთო“, – წერს სააკაშვილი.

მისივე მტკიცებით, ბიძინა ივანიშვილმა იმავე მიზნით ახალაიასთან ანზორ ჩუბინიძეც ორჯერ გაგზავნა.

სააკაშვილი აცხადებს, რომ საზოგადოება ყურადღებას ამახვილებს ღარიბაშვილის მიერ აღწერილ ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე, თუმცა სათანადო შეფასების გარეშე რჩება მისი წარსული ქმედებები.

„ღარიბაშვილის პოლიტპატიმრად წარმოდგენა დიდი შეურაცხყოფაა საქართველოსთვის თავდადებული ნამდვილი პოლიტპატიმრების და იმედია ამ სისულელეს არავინ აიტაცებს“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა