ბერდია სიჭინავა: საკონსტიტუციო სასამართლომ საკუთარი რეგლამენტი უარყო და მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპი პროცესიდან ამოაგდო
ნიკა გვარამია: გადაწყვეტილება მიღებულია, ახლა უბრალოდ მისი შელამაზება და „მიცვალებულის გაპატიოსნება“ ხდება
ზელენსკი: აბუ-დაბის სამმხრივი მოლაპარაკებები კონსტრუქციული იყო – განვიხილეთ ტყვეების გათავისუფლება და უსაფრთხოების გარანტიები
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე მტკიცებულებების გამოკვლევის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა
დონალდ ტრამპმა მარკო რუბიო ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლად ოფიციალურად დანიშნა
აშშ, უკრაინა და ევროპელი პარტნიორები: სამშვიდობო შეთანხმებამ უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა უნდა დაიცვას
ნიკა გვარამიასა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა – „ასე ცალმხრივად პროცესის ჩატარება არ გამოვა!“
პროკურატურამ 8-9 წლის მოსწავლის მიმართ სექსუალური ძალადობის ბრალდებით სპორტული წრის ყოფილ მასწავლებელს ბრალი წარუდგინა

„დროა“ რუსეთის მიერ „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოცხადებაზე: აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა, ივანიშვილის რეჟიმი კი – რუსული

ნახვები: 301 „დროა“ რუსეთის მიერ „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოცხადებაზე: აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა, ივანიშვილის რეჟიმი კი – რუსული
პარტია „დროა“ რუსეთის გენერალური პროკურატურის გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, პოლიტიკური გაერთიანება „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოცხადდა. პარტიის განცხადებით, რუსეთის ხელისუფლების პრეტენზიები უკავშირდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხს, ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციასა და უკრაინის მხარდაჭერას.

„დროას“ განმარტებით, რუსეთის გენერალური პროკურატურა პარტიას ედავება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებად აღიარებას, რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლისა და საქართველოს სუვერენიტეტის დარღვევაზე საუბარს და ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების რუსეთთან შესაძლო ფარული კავშირების გამოაშკარავებას.

პარტიის განცხადებით, რუსეთის პრეტენზიები ასევე ეხება საქართველოში ერთპარტიული სისტემის დასრულებისთვის მუშაობას, ევროკავშირში დაჩქარებული ინტეგრაციის მხარდაჭერას, უკრაინის ხელისუფლებასთან თანამშრომლობასა და „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას მიერ „ქართული ოცნების“ რუსული კურსის კრიტიკას.

„ვიყენებთ ამ საპატიო შესაძლებლობას და კიდევ ერთხელ ვაცხადებთ: აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა! დიდება გმირებს! ივანიშვილის რეჟიმი რუსულია!“ – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

„დროა“ ასევე აცხადებს, რომ გააგრძელებს ბრძოლას ხელისუფლების შეცვლისა და საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებისთვის.

„ჩვენ დავასრულებთ ივანიშვილის რუსულ რეჟიმს საქართველოში! საქართველო იქნება ევროკავშირისა და ნატოს წევრი!“ – აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ პარტია „დროა“ „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა. უწყების განმარტებით, გადაწყვეტილების საფუძველი პარტიის საქმიანობაში არსებული „რუსოფობიური შეხედულებები“ გახდა.

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა