ბერდია სიჭინავა: საკონსტიტუციო სასამართლომ საკუთარი რეგლამენტი უარყო და მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპი პროცესიდან ამოაგდო
ნიკა გვარამია: გადაწყვეტილება მიღებულია, ახლა უბრალოდ მისი შელამაზება და „მიცვალებულის გაპატიოსნება“ ხდება
ზელენსკი: აბუ-დაბის სამმხრივი მოლაპარაკებები კონსტრუქციული იყო – განვიხილეთ ტყვეების გათავისუფლება და უსაფრთხოების გარანტიები
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე მტკიცებულებების გამოკვლევის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა
დონალდ ტრამპმა მარკო რუბიო ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლად ოფიციალურად დანიშნა
აშშ, უკრაინა და ევროპელი პარტნიორები: სამშვიდობო შეთანხმებამ უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა უნდა დაიცვას
ნიკა გვარამიასა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა – „ასე ცალმხრივად პროცესის ჩატარება არ გამოვა!“
პროკურატურამ 8-9 წლის მოსწავლის მიმართ სექსუალური ძალადობის ბრალდებით სპორტული წრის ყოფილ მასწავლებელს ბრალი წარუდგინა

„თავისუფალ ბიზნესთა ასოციაცია“: საწვავის ფასი 25 თეთრამდე შეიძლება შემცირდეს – აქციზის განახევრება ბიუჯეტისთვის აუნაზღაურებელ დანაკლისს არ გამოიწვევს

ნახვები: 347 „თავისუფალ ბიზნესთა ასოციაცია“: საწვავის ფასი 25 თეთრამდე შეიძლება შემცირდეს – აქციზის განახევრება ბიუჯეტისთვის აუნაზღაურებელ დანაკლისს არ გამოიწვევს
„თავისუფალ ბიზნესთა ასოციაციის“ განცხადებით, საწვავზე აქციზის განაკვეთის დროებითი განახევრებით ბენზინისა და დიზელის ფასი ლიტრზე 25 თეთრამდე შეიძლება შემცირდეს, ხოლო ბიუჯეტში წარმოქმნილი დანაკლისის კომპენსირება შესაძლებელია.

ასოციაცია პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, საწვავზე აქციზის შემცირებაზე საუბარი სპეკულაციაა.

„ასოციაციის მთავარი მიზანია არა სპეკულაცია, არამედ შედეგზე ორიენტირებული, რეალურად ღირებული პოლიტიკის განხორციელება, რომელიც, პირველ რიგში, საზოგადოებისთვის იქნება სასარგებლო“, – ნათქვამია განცხადებაში.

ორგანიზაციის განმარტებით, მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში ნავთობპროდუქტების აქციზიდან ბიუჯეტმა 509 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ასოციაციის გათვლებით, ბენზინსა და დიზელზე აქციზის დროებითი განახევრების შემთხვევაში, ბიუჯეტის დანაკლისი მაქსიმუმ 250 მილიონი ლარი იქნება, თუმცა რეალური თანხა შესაძლოა ნაკლები აღმოჩნდეს, რადგან ნავთობპროდუქტების აქციზი სხვა პროდუქტებსაც მოიცავს.

ასოციაცია მიუთითებს, რომ იმავე პერიოდში მხოლოდ ფიზიკური პირების ჯარიმებიდან და საურავებიდან ბიუჯეტში 127 მილიონ ლარზე მეტი შევიდა, რაც პროგნოზირებულ მაჩვენებელს 150%-ით აღემატება. ორგანიზაციის შეფასებით, ეს ადასტურებს, რომ აქციზის შემცირებით გამოწვეული დანაკლისის კომპენსირების რესურსი არსებობს.

„თავისუფალ ბიზნესთა ასოციაცია“ ევროპული ქვეყნების მაგალითებსაც ასახელებს. მისი ინფორმაციით, გერმანიაში საგადასახადო შეღავათების შედეგად სექტემბერში ბენზინი ლიტრზე 17 ცენტით გაიაფდა, ესპანეთში ოქტომბერში საწვავის ფასი 20 ცენტით შემცირდა, ხოლო პოლონეთმა საწვავზე დღგ-ის განაკვეთი 23%-დან 8%-მდე შეამცირა.

ორგანიზაციის განცხადებით, საწვავის გაიაფება შეამცირებს როგორც მოსახლეობის ყოველდღიურ ხარჯებს, ისე ბიზნესზე არსებულ ფინანსურ წნეხს.

„თავისუფალ ბიზნესთა ასოციაცია“ მთავრობას მოუწოდებს, გადახედოს საკუთარ პოზიციას და საწვავზე აქციზის დროებითი შემცირების გადაწყვეტილება მიიღოს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა