ბერდია სიჭინავა: საკონსტიტუციო სასამართლომ საკუთარი რეგლამენტი უარყო და მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპი პროცესიდან ამოაგდო
ნიკა გვარამია: გადაწყვეტილება მიღებულია, ახლა უბრალოდ მისი შელამაზება და „მიცვალებულის გაპატიოსნება“ ხდება
ზელენსკი: აბუ-დაბის სამმხრივი მოლაპარაკებები კონსტრუქციული იყო – განვიხილეთ ტყვეების გათავისუფლება და უსაფრთხოების გარანტიები
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე მტკიცებულებების გამოკვლევის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა
დონალდ ტრამპმა მარკო რუბიო ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლად ოფიციალურად დანიშნა
აშშ, უკრაინა და ევროპელი პარტნიორები: სამშვიდობო შეთანხმებამ უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა უნდა დაიცვას
ნიკა გვარამიასა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა – „ასე ცალმხრივად პროცესის ჩატარება არ გამოვა!“
პროკურატურამ 8-9 წლის მოსწავლის მიმართ სექსუალური ძალადობის ბრალდებით სპორტული წრის ყოფილ მასწავლებელს ბრალი წარუდგინა

ბადრი ჯაფარიძე: თუ საკონსტიტუციო სასამართლო პარტიების აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ მოთხოვნას დააკმაყოფილებს, ქვეყანა გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს

ნახვები: 347 ბადრი ჯაფარიძე: თუ საკონსტიტუციო სასამართლო პარტიების აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ მოთხოვნას დააკმაყოფილებს, ქვეყანა გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს

„ლელო – ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, თუ საკონსტიტუციო სასამართლო პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ სარჩელს დააკმაყოფილებს, ეს გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს საქართველოს სახელმწიფოსა და მის თითოეულ მოქალაქეს.

ამის შესახებ ჯაფარიძემ „ძლიერი საქართველო – ლელოს“ ლიდერებისა და საექსპერტო წრეების წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელზეც პარტიების აკრძალვის საკითხი განიხილეს.

მისი შეფასებით, საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესი მხოლოდ კონკრეტული პოლიტიკური პარტიების წინააღმდეგ არ არის მიმართული და საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ მომავალსა და სუვერენიტეტს.

„ეს პროცესი არ არის მხოლოდ პარტიების გაუქმების წინააღმდეგ მიმართული პროცესი, დასავლური, თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ მიმართული პროცესია, ასევე იმ პარტიების მიმართ, რომლებსაც უნდათ, საქართველო ნახონ ევროპულ ოჯახში“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, შეხვედრის მონაწილეებს შორის სრული თანხვედრაა იმასთან დაკავშირებით, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის მხარდამჭერი საზოგადოების წინააღმდეგ არის მიმართული.

„იმას თუ გააფორმებს საკონსტიტუციო სასამართლო, რაც სურს „ქართულ ოცნებას“, ჩვენი სახელმწიფო და თითოეული ჩვენი მოქალაქე მიიღებს გამოუსწორებელ ზიანს!“ – აღნიშნა ჯაფარიძემ.

მისი განცხადებით, „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ სარჩელს სამართლებრივი საფუძველი არ აქვს.

„სარჩელს, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ შეიტანა, სამართალთან არანაირი კავშირი არ აქვს. ამიტომ ჩვენი ამოცანა ახლა არის ის, რომ ყველამ ერთად შევეცადოთ, არ დავუშვათ ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი სახელმწიფოსთვის, ჩვენი დამოუკიდებლობისთვის, თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის გამოუსწორებელი შედეგების დადგომა“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა