ბერდია სიჭინავა: საკონსტიტუციო სასამართლომ საკუთარი რეგლამენტი უარყო და მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპი პროცესიდან ამოაგდო
ნიკა გვარამია: გადაწყვეტილება მიღებულია, ახლა უბრალოდ მისი შელამაზება და „მიცვალებულის გაპატიოსნება“ ხდება
ზელენსკი: აბუ-დაბის სამმხრივი მოლაპარაკებები კონსტრუქციული იყო – განვიხილეთ ტყვეების გათავისუფლება და უსაფრთხოების გარანტიები
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე მტკიცებულებების გამოკვლევის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა
დონალდ ტრამპმა მარკო რუბიო ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლად ოფიციალურად დანიშნა
აშშ, უკრაინა და ევროპელი პარტნიორები: სამშვიდობო შეთანხმებამ უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა უნდა დაიცვას
ნიკა გვარამიასა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა – „ასე ცალმხრივად პროცესის ჩატარება არ გამოვა!“
პროკურატურამ 8-9 წლის მოსწავლის მიმართ სექსუალური ძალადობის ბრალდებით სპორტული წრის ყოფილ მასწავლებელს ბრალი წარუდგინა

ტრამპი: ომის დასრულების შემდეგ უკრაინა დამოუკიდებელი სახელმწიფო დარჩება, თუმცა „ოდნავ განსხვავებული ფორმით“

ნახვები: 495 ტრამპი: ომის დასრულების შემდეგ უკრაინა დამოუკიდებელი სახელმწიფო დარჩება, თუმცა „ოდნავ განსხვავებული ფორმით“

 

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ქვეყანა თავისუფალ და დამოუკიდებელ სახელმწიფოდ დარჩება, თუმცა მისი ფორმა შესაძლოა შეიცვალოს. ამის შესახებ ტრამპმა CBS-ის გადაცემაში „60 Minutes“ განაცხადა.

კითხვაზე, მიაჩნია თუ არა, რომ ომის დასრულების შემდეგ უკრაინა დამოუკიდებლობას შეინარჩუნებს, ტრამპმა უპასუხა:

„ვფიქრობ, ეს მოხდება და საბოლოოდ უკრაინა ოდნავ განსხვავებული ფორმით დარჩება“.

აშშ-ის პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია, რას გულისხმობდა უკრაინის „განსხვავებულ ფორმაში“.

ამასთან, კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ცრუ იმედებს უქმნის და მოლაპარაკებების პროცესს განზრახ აჭიანურებს, ტრამპმა განაცხადა:

„არა, ასე არ ვფიქრობ. რუსეთთან მიმართებით ჩემზე მკაცრი არავინ ყოფილა“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა