საქართველოს ხელისუფლება პოლიტპატიმრების არსებობას, პროკურატურასა და სასამართლო ხელისუფლებაზე გავლენას ადასტურებს. ასევე, აღიარებს, რომ გარეჯი არც საქართველოა, არც - აზერბაიჯანი, არამედ... ელეკოა!
ცხადია, რომ „ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ვერ ხვდებიან პოლიტიკურ პრსპექტივაში რა უდიდესი ზიანი მიაყენეს არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ, პირველ რიგში, სახელმწიფოს, როდესაც პოლიტიკური გაერთიანება „მოქალაქეს" პოლიტიკურ წყვილს პარლამენტში შესვლის სანაცვლოდ უფლება დართეს, ეკეთებინათ ისეთი განცხადებები, რომელიც ერთის მხრივ, მათ შეუპოვრობას და თავადადებას წარმოჩენდა, რისიც არავის სჯერა და ყველამ კარგად „იცის-ვიცით", ისინი რითიც წამოიკიდეს. მეორე მხრივ კი, უდიდესი ზიანი მიაყენეს საკუთარ, ისედაც მაქსიმალურად დაზიანებულ რეპუტაციას.
აქაც შეიძლება თემა ორ ნაწილად გაიყოს - პოლიტიკა და ურაპატრიოტიზმი.
პირველ რიგში, საინტერსო ეს ურაპატრიოტიზმის თემაა, თორემ ქართულ პოლიტიკაში დაშანტაჟებულებს, გაყიდულებს, ანგარებიანებს, ჩათლახებს რა გამოლევს. უბრალოდ, ამ დაშანტაჟებულებმა, გაყიდულებმა, ანგარებიანებმა და ჩათლახებმა ზუსტად უნდა იცოდნენ, რომ ყველაზე მეტად, აი, იმათზე მეტად, ვინც შესაძლოა, დედებს აგინებდეთ, იმათ არ ევასებათ და ისინი ვერ იტანენ, ვისაც მიეყიდნენ თუ მიეკედლნენ.
ჰო, ურაპატრიოტიზმის პრიზმაში მაინტერესებს ბატიონი ირაკლი ღარიბაშვილისგან, ღვთისმსახურ კირონისგან, სხვა ერ-ბერში გაბნეული პატრიოტებისგან - გარეჯი ალეკოა?
მოკლედ, ეგ გარეჯის თემაც რომ შეკერეთ „ოცნებაში", თან აბსოლუტურად უგვანოდ, ყველამ იცის და ყველა ვხვდებით, თუმცა ხომ აცხადებდა, რომ შეკერილი არ არის და დანაშაული აქვთ ჩადენილი მელაშვილსა და ილიჩოვას საქართველოს წინაშეო? ხომ შერაცხა ეს ადამიანები პოლიტპატიმრებად ლამის ნახევარმა საქართველომ, ისე, ნახევარზე მეტმაც. „ოცნების" წევრებისგან მომისმენია, რათ უნდოდათ ეს სისულელე, რისთვის გააკეთესო, მაგრამ თქვენ ხომ გჯეროდათ, რომ სისულელე არ იყო და თავად ბატონმა ივანიშვილმა დაიბარა საჯარო ანდერძად ამ საქმის ბოლომდე მიყვანა?!
როგორ მიიყვანეთ?
სამშობლოს ინტერესების „გამყიდველები" გირაოთი გამოუშვით იმის გამო, რომ ალეკო დაგესვათ პარლამენტში? ანუ, ალეკოზე „გავიდა" საბოლოოდ, თქვენი პატრიოტიზმი?
არა, თქვენგან მინდა პასუხი, თორემ ჩემთვის ილიჩოვა და მელაშვილი არასოდეს იყვნენ დამნაშავეები, თუნდაც იმიტომ, რომ საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე საზღვრის ამ მონაკვეთზე ფორმალურად სტატუს-ქვო არ შეცვლილა. არაფორმალურად კი ის არსებული ვითარება, რაც ახლა გვაქვს, თქვენმა პრეზიდენტმა უზრუნველყო, პირველ რიგში.
ამიტომ მოგიხსენიეთ ურაპატრიორებად და გარეჯი რომ არც გაინტერესებდათ და საკითხი პოლიტიკური იყო, ვიმეორებ, ეს ყველამ კარგად ვიცოდით.
***
ახლა, პოლიტიკური ნაწილი, ხომ აცხადებდით, რომ ქვეყანაში პოლიტპატიმრები არ გვყავსო? ახლა რას აცხადებს „მოქლაქე" ელისაშვილი „მოქალაქე" იოსელიანთან ტანდემში? - რომ მათი პარლამენტში შესვლა განაპირობა პოლიტპატიმრების, მათ შორის, ილიჩოვას და მელაშვილის გათავისუფლებამ.
ანუ, ეს იმას ნიშნავს, რომ ერთია, პოლიტიკური მიზანშეწონილობით რომ დააკავეთ ილიჩოვა და მელაშვილი, მაგრამ მეორეა, რომ ეს ბატონები ადასტურებენ თქვენს - ხელისუფლების გავლენას პროკურატრასა და სასამართლოზე.
აქ ადვილად გამოძრომა - „ელისაშვილი იტყუება" - არ გამოვა, რადგან ილიჩოვაც და მელაშვილიც, მართალია, გირაოთი, მაგრამ გარეთ არიან, რასაც რა თქმა უნდა, დასჭირდა პროკურატურის შესაბამისი ქმედებები და სასამართლოს „ნება". ასევე, ფაქტია, რომ „მოქალაქე" წყვილი პარლამენტშია.
ეს ფაქტი აუცილებლად მოხვდება უამრავი საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშში, როგორც პოლიტიკური ვაჭრობის, პოლიტიკურ პროცესებზე ზემოქმედების, ქვეყანაში პოლიტპატრიმრების არსებობის ირიბი აღიარების, ასევე, ხელისუფლების პროკურატურასა და სასამართლო ხელისუფლებაზე გავლენის და რეალურად ჩარევის ნათელი მაგალითი.
***
თუ გაიაზრებთ „ქართულ ოცნებაში", პარლამენტში, სულაც ინჯიას გაევროპებული სოციალისტური იდეების გარშეც რომ ყოფილიყვით, ბევრად უკეთესი იქნებოდა, ვიდრე დღევალდელი ფაქტით რა სამომავლო საფრთხეებიც შეიქმენით არა მხოლოდ დასავლეთის თვალში, არამედ აქ - საქართველოში, თქვენი ამომრჩევლის წინაშე.
მესმის, რომ პოლიტიკოსს კამეჩის ტყავი სჭირდება. ეგ ტყავი რომ ჰქონოდა „მოქალაქე" წყვილს, ახლა პარლამენტში არ გეყოლებოდათ. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, პირადად მე, რა პოზიცია მაქვს ბოიკოტთან დაკავშირებით, მაგრამ ერთმნიშვნელოვანი პოზიცია ნამდვილად მაქვს „ალეკოიზმისადმი" - პროცესის მიმართ, სადაც მოქმედი პირი ცდილობს, ყელზე დაბერილი ძარღვი პატრიოტიზმად გაასაღოს. ამ ძარღვებს კი რეალურად ტვინი კი არა, სხვა რამე ბერავს: ვისთვის - ფული, ვისთვის - სტატუსი, ვისთვის - სხვა ანგარება და ვისთვის - კიდევ ...
მე ახლა ის მადარდებს, „ოცნების" წევრი, რამდენიმე ჩემთვის პატივსაცემი პერსონა ამ „მოქალაქესთან" ერთად რომ უნდა იჯდეს პარლამენტში.
***
სხვა? - სხვა არაფერი, ამ დღეებში იმის მეტი არაფერი საქმე არ მექნება ჩემს საერთაშორისო პარტნიორებს და მეგობრებს მოვუყვე, რომ საქართველოში დადასტურებულად არიან პოლიტპატიმრები და ხელისუფლებას აქვს უკიდეგანო გაცლენა პროკურატურასა და სასამართლოზე.
ისე, გარეჯი რომ საქართველოა, ამას ისედაც ვეუბნები ჩემს აზერბაიჯანელ კოლეგებს და მათ ეს ისედაც კარგად იციან. უბრალოდ, თქვენთვისაა გარეჯი ალეკო!
გოჩა მირცხულავა