War update: Fiercest battles in Pokrovsk and Huliaipole sectors, 213 clashes on front lines
Fire breaks out at Kyiv Pechersk Lavra following Russian attack
In Kyiv, injury toll after Russian attack climbs to 30, four fatalities reported
ვოლოდიმირ ზელენსკი - კიევ-პეჩერის ლავრაზე დარტყმა თავდასხმაა ქრისტიანულ საზოგადოებასა და კაცობრიობის კულტურულ მემკვიდრეობაზე
თბილისში, ქურდიანის ქუჩაზე ერთი ადამიანი მოკლეს და ერთი დაჭრეს
Man detained in Zakarpattia region for threatening wife and children with grenade
Pletenchuk: No enemy ships spotted in Black Sea and Sea of Azov
U.S., Iran reach peace deal

აშშ-სა და ევროპაში საწვავის ფასმა ბოლო ათწლეულის განმავლობაში უმაღლეს ნიშნულს მიაღწია

18.03.2022 ნახვები: 871

რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრისა და მიწოდების ჯაჭვის შეფერხების გამო ბოლო კვირებში აშშ-სა და ევროპაში საწვავის ფასები გაიზარდა და ბოლო ათწლეულის განმავლობაში უმაღლეს ნიშნულს მიაღწია.

სარდინიის სხვადასხვა კუთხიდან ათობით სატვირთო მანქანის მძღოლმა გზატკეცილზე გაფიცვა მოაწყო, რამაც შეაფერხა მოძრაობა. მძღოლები საწვავის მაღალ ფასებს აპროტესტებდნენ და მთავრობის დამატებით მხარდაჭერას მოითხოვდნენ. კუნძულ სარდინიაზე საქონელი ძირითადად საავტომობილო გზით შემოდის. საწვავის მაღალი ღირებულება მძიმედ აისახება სატვირთო მანქანების მძღოლების და სატვირთო სექტორის საქმიანობაზე.

“ასეთი მაღალი ფასების გამო მუშაობას ვერ გავაგრძელებთ, საწვავის გარდა, სხვა ხარჯებიც იზრდება. მუშაობა უკვე შეუძლებელია”,- წუხს ერთ-ერთი სატვირთოს მძღოლი.

პორტუგალიაში გასულ კვირას დიზელის ფასი ლიტრზე 14 ცენტზე მეტით გაიზარდა, ბენზინი კი დაახლოებით რვა ცენტით გაძვირდა.  სატვირთო მანქანების მძღოლები ლისაბონში,  ერთ-ერთ ავტოსადგომზე,  შეიკრიბნენ და ფასების ზრდა გააპროტესტეს.

“ეს დასასრული კი არა დასაწყისია, პროტესტი დღეს დაიწყო და მაშინ დასრულდება, როცა მთავრობა ჩვენს პრობლემებს გამოეხმაურება და მოაგვარებს”, – მიიჩნევს სატვირთოს მძღოლი პორტუგალიიდან.

გერმანიაში იგივე სიტუაციაა. გერმანიის საგზაო ტრანსპორტირების, ლოგისტიკისა და მართვის ასოციაციაში ამბობენ, რომ  ფასების ზრდა  საფრთხეს უქმნის სატრანსპორტო და ლოგისტიკურ ინდუსტრიას. ასოციაციის წარმომადგენლის თქმით, საწვავის და დიზელის ფასები იმდენად სწრაფად გაიზარდა, რომ ასოციაციის ზოგიერთმა წევრმა ვერ შეძლო ამ ხარჯების გადახდა, რამაც ისინი გადახდისუუნარობის საფრთხის წინაშე დააყენა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა