ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის SOC ჯგუფი: რუსეთმა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ანექსიისკენ მიმართული ძალისხმევა გააძლიერა
კობახიძე: სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო წლის ბოლომდე დაიხურება — „ენჯეო“ ხელოვნურად მოგონილი ფენომენია
კობახიძე „ნამახვანჰესზე“: იყო პირდაპირი საბოტაჟი — შესაძლოა, იმპორტიორ კომპანიებსაც ჰქონოდათ პროტესტის დაფინანსების ინტერესი
კობახიძე ლილუაშვილზე: ილაპარაკოს, რაც უნდა — ჩვენი ხელისუფლება იმდენად სუფთად მუშაობს, ასეთ საუბრებს შედეგი არ აქვს
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი: რუსეთის დაზვერვის ქსელი აშშ-ში ცნობილი რუსი დისიდენტის მკვლელობას გეგმავდა
Canada warns Russia: NATO will not be intimidated by “provocations”
U.S. House passes Lindsey Graham sanctions bill targeting Russia
81 companies have joined private air defense project -- Defense Ministry

კონსტანტინე გამსახურდია კოლხური კოშკთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

ნახვები: 762 კონსტანტინე გამსახურდია კოლხური კოშკთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

ბოლო დროს კოლხური კოშკთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში გავცელებულ ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციებზე კონსტანტინე გამსახურდია განმარტებას აკეთებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

 ბოლო დროს სოციალურ ქსელში ადამიანთა გარკვეული ჯგუფის მიერ აქტიურად ვრცელდება ცრუ ინფორმაცია კოლხური კოშკის ტერიტორიაზე მაღალსართულიანი კორპუსის მშენებლობის შესახებ. მოდის წერილები, ღელავენ ადამიანები. ამ სიცრუის ტირაჟირებისა და საზოგადოების შეგნებულად შეცდომის შეყვანის მცდელობის აღსაკვეთად, გვსურს სიცხადე შევიტანოთ არსებულ ვითარებაში:

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ კოლხური კოშკის ტერიტორიაზე არ მიმდინარეობს არავითარი მშენებლობა. მაღალსართულიანი კორპუსი შენდება არა კოშკის კუთვნილებაში არსებული ტერიტორიაზე, არამედ რჩეულიშვილის (ყოფილი სევასტოპოლის) 11 ნომერში, რომელიც საკმაო მანძილითაა დაშორებული კოლხური კოშკიდან, და, რომელიც არასოდეს შედიოდა არც კოშკის და არც მისი ყოფილი თუ ამჟამინდელი მესაკუთრეების მფლობელობაში.

ვაქვეყნებ ჩემს მიერ ზემოთხსენებული რეალობის დამადასტურებელ დოკუმენტს, ვიცე-მერის, მუნიციპალტეტის პრემიერის, . ბიბილეიშვილის ხელმოწერით, რომელშიც მკაფიოდ იკვეთება სიმართლე იმის შესახებ, რომ კოშკსა და მის მეპატრონეებს რჩეულიშვილის 11-თან არაფერი აკავშირებთ და არც არასოდეს აკავშირებდათ. ამავე საბუთიდან იკვეთება, რომ 1997 წელს მანანა არჩვაძეს შესთავაზეს აღნიშნული ტერიტორია, ხოლო მან უარი განაცხადა, ამ მიწის ნაკვეთის მაგივრად, გალის ქუჩაზე მდებარე ორი ახალი მიწის ნაკვეთის მოთხოვნის მოტივით. მისი ეს მოთხოვნა დაკმაყოფილებულ იქნა. შესაბამისად, რჩეულიშვილის 11-ის მიწის ნაკვეთი, . არჩვაძის უარისა და სანაცვლოდ სხვა მიწის ნაკვეთების მიღების საფუძველზე, კოშკისა და მისი ბინადრების საკუთრებაში არასდროს დაფიქსირებულა.

რისთვისაა გამიზნული ზემოთ აღნიშნული სიცრუის ტირაჟირება და კოლხური კოშკის გულწრფელ მხარდამჭერთა შეცდომაში შეყვანა და პროტესტის გამოწვევა მათში, ჩვენთვის კარგადაა ცნობილი.

პოსტს გიორგი გამსახურდიას ბოლოდროინდელი ტვიტერზე გამოქვეყნებული განაცხადიდან მოყვანილი ციტატით დავასრულებ:

,,მე, როგორც მამაჩემის და ბაბუაჩემის მემკვიდრეს, განზრახული მაქვს კოლხური კოშკი მის ისტორიულ საზღვრებში, გადავცე სახელმწიფოს მისი შემდგომი დანიშნულების განსაზღვრის მიზნით. მხედველობაში მაქვს მუზეუმის მოწყობა და მისი კულტურული დატვირთვა.

მავანნი ამ გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგებიან და ათასგვარი გზით ცდილობენ ამ ყველაფრის არდაშვებას. ლაფს ასხამენ სახელმწიფოს, გაუგონარ საქციელს სჩადიან’’

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა