ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის SOC ჯგუფი: რუსეთმა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ანექსიისკენ მიმართული ძალისხმევა გააძლიერა
კობახიძე: სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო წლის ბოლომდე დაიხურება — „ენჯეო“ ხელოვნურად მოგონილი ფენომენია
კობახიძე „ნამახვანჰესზე“: იყო პირდაპირი საბოტაჟი — შესაძლოა, იმპორტიორ კომპანიებსაც ჰქონოდათ პროტესტის დაფინანსების ინტერესი
კობახიძე ლილუაშვილზე: ილაპარაკოს, რაც უნდა — ჩვენი ხელისუფლება იმდენად სუფთად მუშაობს, ასეთ საუბრებს შედეგი არ აქვს
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი: რუსეთის დაზვერვის ქსელი აშშ-ში ცნობილი რუსი დისიდენტის მკვლელობას გეგმავდა
Canada warns Russia: NATO will not be intimidated by “provocations”
U.S. House passes Lindsey Graham sanctions bill targeting Russia
81 companies have joined private air defense project -- Defense Ministry

გიორგი გახარია: არსად წასვლას არ ვაპირებ, არც პოლიტიკიდან

ნახვები: 768 გიორგი გახარია: არსად წასვლას არ ვაპირებ, არც პოლიტიკიდან

„პოლიტიკიდან წასვლას არ ვაპირებ," - ამის შესახებ დღეს, 22 მარტს, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ გახარია მედიის წინ დღეს პირველად გამოჩნდა. მან ჟურნალისტებთან საუბარი იმით დაიწყო, რომ მედიის წარმომადგენლებს პროფესიული დღე მოულოცა.

„გილოცავთ თქვენს პროფესიულ დღეს... რაც შეეხება მომავალს, სხვადასხვა ჭორი დადიოდა, მაგრამ არსად წასვლას არ ვაპირებ, უფრო მეტიც, არც პოლიტიკიდან არ წავალ. რეალურად გეგმებს მივყვებით, ჩვენს დღის წესრიგს, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ უახლოეს პერიოდში ყველაფერი დეტალურად გაგიზიაროთ და მოგიყვეთ. ეს არის რისი თქმაც მინდოდა და მალე შევხვდებით," - განაცხადა გახარიამ

ჟურნალისტის კითხვაზე, პრემიერობის დროს მასაც უსმენდნენ თუ არა, გახარიამ უპასუხა, რომ ამას გამორიცხავს.

შეგახსენებთ:

* გიორგი გახარიას პოლიტიკური კარიერია 2013 წლის მარტიდან დაიწყო - საქართველოს ბიზნესომბუდსმენი გახდა და ამ ტანამდებობაზე 2016 წლის ივლისამდე იკავებდა.

* 2014 წლის დეკემბრიდან 2016 წლის სექტემბრამდე გახარია ეკონომიკური საბჭოს მდივანი იყო.

* 2016 წლის 18-დან 30 ნოემბრამდე საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი იყო, პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი - „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო".

* 2016 წლის 27-დან 2017 წლის 13 ნოემბრამდე გახარია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად მუშაობდა.

* 2017 წლის 13 ნოემბერს, გიორგი გახარია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრად ინიშნება. ასევე, იკავებს ვიცე-პრემიერის პოსტს.

* 2019 წლის 30 აპრილიდან 2019 წლის სექტემბრამდე იყო ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი.

* გიორგი გახარიას პოლიტიკურ კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე 2019 წლის 20 ივნისის, ე.წ. გავრილოვის ღამის სისხლიანი მოვლენებია, რა დროსაც პარლამენტის წინ შეკრებილ სამოქალაქო აქტივისტებს სპეცრაზმმა თვალები დასთხარა. გახარიას დღემდე არ გაუცია პასუხი კითხვაზე, თუ ვინ გასცა 20 ივნისს, მიტინგის დარბევის ბრძანება.

* 2021 წლის 18 თებერვალს, გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებდა.


„იქიდან გამომდინარე, რომ სამწუხაროდ, ჩემს გუნდთან ერთად ვერ მივაღწიე ერთობლივ აზრს ამ საკითხთან დაკავშირებით, მივიღე გადაწყვეტილება გადავდგე დაკავებული თანამდებობიდან... მინდა მჯეროდეს, რომ ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ სივრცეში პოლარიზაციის შემცირებას, რამეთუ დარწმუნებული ვარ იმაში, რომ პოლარიზაცია და დაპირისპირება არის ყველზე დიდი რისკი ჩვენი ქვეყნის მომავლის და ეკონომიკური განვითარების, ყველა რისკის განვითარების", - თქვა გახარიამ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა