ზურა ჯაფარიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის მუშაობაში დიდი ხანია არ მონაწილეობს – კარგია, რომ ეს საჯაროდაც ითქვა
ელენე ხოშტარია: მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია
წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებისა და გაშუქების წესები იცვლება
თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში არასრულწლოვნის მიმართ სავარაუდო სექსუალური იძულების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
„ქართული ოცნების“ ინიციატივით, ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების შესაძლებლობა იზღუდება
გეოპოლიტიკური ინტერესების გზაჯვარედინზე: ქალის ხედვა საქართველოს მომავალზე
ბერა ივანიშვილმა „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლა
გლდანის №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი რამაზ ფირცხალავა თანამდებობიდან გათავისუფლდა

ირაკლი ღარიბაშვილი - ჰესებთან დაკავშირებული პროცესები ჰიბრიდული ომის გამოკვეთილ ნიშნებს შეიცავს

ნახვები: 812 ირაკლი ღარიბაშვილი - ჰესებთან დაკავშირებული პროცესები ჰიბრიდული ომის გამოკვეთილ ნიშნებს შეიცავს

ეს აჟიოტაჟი და ხმაური, რაც დაწყებულია ნამოხვანჰესზე, არის გაუგებარი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ენგურჰესზე სტუმრობისას განაცხადა.

მისივე თქმით, პროცესები, რომლებიც ჰესებთან დაკავშირებით საქართველოში ვითარდება, ჰიბრიდული ენერგეტიკული ომის გამოკვეთილ ნიშნებს შეიცავს.

"ნამახვანჰესი არის უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტი ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის, ჩვენი ქართველი მეცნიერების მიერ არის დაწყებული მუშაობა 30-40 წლის წინ ნამახვანჰესზე. ის აჟიოტაჟი და ხმაური, რაც დაწყებულია არის გაუგებარი. მე მინდა გავმიჯნო მოსახლეობა, რომელიც გულწრფელადაა ჩართული პროტესტში და მეორეს მხრივ, ზოგი პოლიტიკურად ანგაჟირებული და ზოგი უცხო სახელმწიფოს მიერ წახალისებული და ინსპირირებული მოქალაქეები, რაც არის საგანგაშო. დღეს ჩვენ ვხედავთ ჰიბრიდული ენერგეტიკული ომის გამოკვეთილ ნიშნებს, ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა პირდაპირ არის დაკავშირებული ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობასთან," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მოსახლეობის პროტესტის გათვალისწინებით მთავრობამ მიაღწია შეთანხმებას კომპანიასთან და კაშხლის მშენებლობის სამუშაოები 9-12 თვემდე შეაჩერა და კიდევ ერთხელ გადამოწმდება ყველაფერი, ასევე შემოწმდება გარემოზე ზემოქმედების ეფექტიც.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა