მამუკა მდინარაძე - შევეცდებით, პრეზიდენტობის ისეთი კანდიდატი დავასახელოთ, რომელიც თავიდანვე გამორიცხავს ვარაუდს, რომ მანაც არ გაამართლოს
ოლაფ შოლცი - რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა
კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანი, ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შერაცხადია
Russians strike Dnipro with ballistic missile, likely from Kedr complex – Ukrainian intel
Oreshnik missile strike on Dnipro does not indicate risk of nuclear weapons use - ISW
Ukraine’s General Staff: 190 combat clashes at front in past day
Russian army loses another 1,050 troops in Ukraine
No initiatives on Ukraine without Ukraine - European Union

ანტირუსული სანქციები და ელიავას ბაზრობის ქვეყანა

12.04.2022 ნახვები: 906

საქართველოში არ წყდება დებატები ქვეყნის ადგილზე თანამედროვე მსოფლიოში, სადაც უკრაინის ომმა ნათლად გამოავლინა სადაა სინათლე და სადაა სიბნელე.

მშიშარა მედროვეთა ხელში დარჩენილი საქართველო ვერ ვიტყვით, რომ ნეიტრალურია, თუმცა თეზისი „არ გავაღიზიანოთ რუსეთი“ დღეს ქოც-ხელისუფლების მთავარი ლოზუნგი გახდა - მაშინაც კი, როდესაც რუსეთს დღეს ჩვენთვის საერთოდ არ სცალია და ჩვენი პოლიტიკოსების რიტორიკა მოსკოვს არანაირად არ აინტერესებს.

დღეს ჩვენ მოვესწარით დროს, როდესაც უკრაინაში მწარედ გაჭედილი პუტინის რეჟიმი გადარჩენისთვის და ომიდან სახეშენარჩუნებულად გასვლისთვის იბრძვის. რა თქმა უნდა, ქართულ ოცნებას, როგორც უპრინციპო მედროვეს, დღევანდელზე მეტად ხვალინდელი დღე ანაღვლებს - დღეს კი არაფერი, მაგრამ ცუდად თუ მოვიქეცით, ხვალ, უკრაინის შემდგე ჩვენც მოგვადგება.

არ ესმით, რომ უკრაინაში დამარცხების შემდეგ რუსეთი უკვე ვერსად ვერ შევარდება, ხოლო გამარჯვების შემთხვევაში, საქართველოში უკან დაბრუნების გზაზე შემოირბენს - დაამყარებს თავის წესრიგს და გააგრძელებს თავის გზას.

სრულიად დარწმუნებული ვარ - „ოცნებას“ უკრაინის მარცხი გაუხარდება - არა იმიტომ, რომ მაინც და მაინც პრორუსები არიან, არამედ იმიტომ რომ ორღობე პროვინციალები არიან. მათი იდეოლოგიით, რუსეთი დაუმარცხებელი ტიტანია და მთელი მათი იდეოლოგია ამაზეა აგებული.

„ჩვენ რუსეთთან ურთიერთობებს ვალაგებთ“, „კონფლიქტში არ შევდივართ“, „თქვენ რა, ომი გინდათ?“ - მთელი ეს უბადრუკი კონსტრუქცია სრულიად ჩამოიშლება იმ შემთხვევაში, თუ რუსული საფრთხე შენელდება.

ქოცებისთვის ეს საგარეო პოლიტიკაშიც პრობლემური იქნება - დღეს მთავარი არგუმენტი რომლის ხათრითაც დასავლეთი ხელისუფლების ავადმყოფურ პოლიტიკას გაგებით ეკიდება ისაა, რომ „ჩვენ არ ვქმნით პრობლემებს რუსეთთან“. ხვალ რუსეთი რომ არ იყოს იმდენად საშიში, როგორც დღეს არის - სავარაუდოდ, საქართველოს ხელისუფლებისადმი მიდგომაც გამკაცრდება.

ერთი სიტყვით, რუსული საფრთხის პირობებში ცხოვრება ქართული ოცნებისთვის უკვე ჩვეულ ჭირად იქცა და ამ ვითარების მკვეთრი ცვლილება მათთვის კომფორტის ზონიდან გასვლას ნიშნავს. ასე რომ ურჩევნიათ, რუსეთმა თავისი ადგილი შეინარჩუნოს, უკრაინამ წააგოს, რაც ქოცებს „თქვენ ომი გინდათ“-ის გოდების ახალ სტიმულს მისცემს.

„ქართული ოცნება“ არაა პრორუსული ძალა, ის პროქოცურია, და მისი ერთად-ერთი მოტივაცია ამ ცხოვრებაში - ძალაუფლების შენარჩუნება. ეს რა თქმა უნდა, მიშას და ნაცების გინების გარდა, რომელიც მათი გადასახედიდან არა ცალკე აღებული მმართველი პარტიის, არამედ მთელი გალაქტიკის საქმეა.

ბოლო პერიოდში საქართველოში არ წყდება მითქმა-მოთქმა, უკრაინის მთავრობის მხრიდან გაჟღერებული ბრალდებები მტერთან თანამშრომლობის თაობაზე. საზოგადოების დიდმა ნაწილმა ამ ბრალდებებს ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე დაუჯერა, რაც გასაკვირი არაა - როგორც იტყვიან ქართველი კაი ბიჭები „სახელის გატეხას თავის გატეხა ჯობია“. სახელი კი ქოცმაცუნებს საფუძვლიანად გატეხილი აქვთ, ამიტომაც ბევრს უსიტყვოს სჯერა უკრაინის სამხედრო დაზვერვის ინფორმაციის.

 

თუმცა, პერსონალური ნეგატიური დამოკიდებულების და ქოცების გაიძვერული ბუნების მიუხედავად - რამდენად რეალურია უკრაინული ბრალდებები? სინამდვილეში, საქართველოში ძალიან ბევრია ისეთი ბიზნესმენი თუ მაღალჩინოსანი, რომელიც დიდი ფულის გამო უკრაინას კი არა დედ-მამა გაყიდის, მაგრამ საქართველო კონტრაბანდული დერეფნის როლს რუსეთისთვის ვერანაირად ვერ იკისრებს.

დღეს რუსეთს არა ღვინო, ან მინერალური წყლები, ან თუნდაც საყოფაცხოვრებო ტექნიკა, არამედ მაღალი ტექნოლოგიები, დანადგარები, მასალები, სათადარიგო ნაწილები და ელექტროობა სჭირდება.

მაგალითისთვის ავიღოთ ისეთი მგრძნობიარე თემა, როგორც მიკროჩიპები, რომელთა გარეშე ხვალ-ზეგ რუსული რაკეტები ვერ აფრინდება. ჩიპების ყიდვა ადვილი საქმე არაა. ნახევარგამტარების ყიდვა შეუძლებელია მაღაზიაში ან ბაზრობაზე, ის უნდა შეუკვეთო, თანაც პანდემიის შემდეგ წარმოქმნილი მწვავე დეფიციტის პირობებში.

თანაც, მიკროჩიპი არ იყიდება ისე უბრალოდ, უბრალოდ, „მინდა და ამიწონეთ“. არ არსებობს ორი ერთნაირი ჩიპი - ნებისმიერ პროდუქტს სჭირდება თავისი, განსაკუთრებული ჩიპი, რომელიც კონკრეტული საქონლისთვის და კონკრეტული მოდელისთვის მზადდება.

როგორც წარმოგიდგენიათ - მიდის მწარმოებელ კომპანიაში ელიავას ბაზრობის წარმომადგენელი, ქურდებს მოიყვანს და შეაშინებს გიგანტური კონცერნების წარმომადგენლებს, რომლებიც თვეების მანძილზე ელოდებიან თავიანთ შეკვეთას, მიაჭრის პირდაპირ გაყიდვების მენეჯერთან - და რა?

ჩიპები მომყიდეთო - მოითხოვს? და რისთვის, რას აწარმოებთ, სად მდებარეობს თქვენი ქარხანა, გვაჩვენეთ. და რას უპასუხებს? კაი ბიჭი ვარ და მეკუთვნისო?

ერთიც - ხვალ ტაივანში ან ამერიკაში ვინცხა ელიავას ბაზრობიდან მირკოჩიპების საყიდლად რომ მივიდეს - აუხსნის მენეჯერებს რომ სჭირდება მიკროსქემები ქვეყნისთვის სადაც არაა არც ერთი მაღალტექნოლოგიური წარმოება და ყველაზე მომგებიანი ბიზნესია ონლაინ-კაზინო და რატომღაც აღმოჩნდება, რომ ამ ქვეყნის მეზობელია რუსეთი - რამდენიმე წუთი დასჭირდებათ მაღალტექნოლოგიური გიგანტების მენეჯერებს, რომ მიხვდნენ საითკენ უბერავს ქარი?

ცოტა ხანში ეს ამბავი დასავლეთს სპეცსამსახურების ყურებამდეც მივა და ერთ კვირაში საქართველოსვე ოცმაცუნების ბუნდღაც არ დარჩება.

არ გეგონოთ, რომ ეს მხოლოდ ჩიპების ამბავია - კონტრაბანდული სქემა მუშაობს მაშინ, როდესაც შუამავალ მხარეს შეუძლია ეს ტექნოლოგია თავისთვის იყიდოს და მერე რუსეთს მიაწოდოს. რუსულ სატვირთო მანქანა „კამაზში“ დგას „დაიმლერ ბენცის“ ძრავა. რა შეუძლია ქართველ ორღობე ბიზნესმენს, რომელიც ქვეყანაში ზეთის იმპორტით გამდიდრდა?

„მომყიდეთ თქვენი ძრავები, თანაც ბევრი“ - „რისთვის, სად უნდა გამოიყენოთ, გვაჩვენეთ თქვენი საწარმო“... და რას აჩვენებს? ღვინის ქარხანას ალბათ. რა თქმა უნდა, არ იცოდით, რომ საქართველოში ყველა მეღვინეობაში, სარდაფებში „დაიმლერ ბენცის“ ძრავებს ინახავენ?

ჯერ კიდევ 2016 წელს „სიმენსმა“ დააპირა ყირიმის საწინააღმდეგო სანცქიებისგან თავის არიდება. მან მიჰყიდა ჰიდროელექტროსადგურის ტურბინა ყირიმის ჰესს, ოღონდ არა პირდაპირ, არამედ კრასნოდარში მდებარე ზუსტად ასეთივე ელექტროსადგურის გავლით. ყველა შემთხვევაში, გადამყიდველი უნდა იყოს ამავე დროს იმ მაღალი ტექნოლოგიის მომხმარებელი, წინააღმდეგ შემთხვევაში მას არავინ არაფერს მიჰყიდის.

რა ნაძირალებიც არ უნდა იყვნენ დღეს საქართველოს ხელისუფლებაში, ფაქტია, რომ დღეს ქვეყანას არავითარი სერიოზული დერეფნის როლის შესრულების თავი არა აქვს. საქართველო ვერ მიაწვდის რუსეთს ვერაფერს უფრო მნიშვნელოვანს ვიდრე ტელევიზორები ან მაცივრები.

ავტორი: თენგიზ აბლოთია

ყველას ნახვა
ყველას ნახვა