ელენე ხოშტარია: მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია
წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებისა და გაშუქების წესები იცვლება
თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში არასრულწლოვნის მიმართ სავარაუდო სექსუალური იძულების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
„ქართული ოცნების“ ინიციატივით, ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების შესაძლებლობა იზღუდება
გეოპოლიტიკური ინტერესების გზაჯვარედინზე: ქალის ხედვა საქართველოს მომავალზე
ბერა ივანიშვილმა „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლა
გლდანის №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი რამაზ ფირცხალავა თანამდებობიდან გათავისუფლდა
ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესები დაიხურა – მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა

კიევი თავად ემზადებოდა ომისთვის,ჩვენ სხვა გზა არ გვქონდა - სერგეი ლავროვი

ნახვები: 814 კიევი თავად ემზადებოდა ომისთვის,ჩვენ სხვა გზა არ გვქონდა - სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ამბობს, რომ კიევს არ ჰქონდა მინსკის შეთანხმების შესრულების სურვილი, პარალელურად აღვივებდა რუსფობიურ განწყობებს, იკრძალებოდა რუსული ენა და რუსულად სწავლება.

როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, მათ სპეცოპერაცია დონეცკისა და ლუჰანსკის მოსახლეობის დასაცავად უნდა დაეწყოთ.

"დასავლეთის აგრესიული ქმედებებს, რომელსაც შეერთებული შტატები ხელმძღვანელობს ცდილობს გააძლიეროს საკუთარი დომინანტობა საერთაშორისო ასპარეზზე და საკუთარი პრობლემები სხვა ქვეყნების ეროვნული ინტერესების ხარჯზე გადაჭრას.

ამ აგრესიული ქმედებების ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია დასავლეთის გრძელვადიანი პოლიტიკა ჩვენი ქვეყნის ყოველმხრივ, სისტემური შეკავების შესახებ.

ამ რუსოფობიური კურსის კულმინაცია რადიკალური ნაციონალისტური კიევის რეჟიმის მიერ განხორციელებული დევნის უპირობო მხარდაჭერაა. უკრაინას აქტიურად ითრევდნენ ნატოში, ის ყოველმხრივ ხელს უწყობდა რუსული ენის, რუსული განათლების, მედიის აკრძალვას. სინამდვილეში, უკრაინულ რეჟიმს მინსკის შეთანხმების შესრულების არავითარი ნება არ ჰქონდა, კიევი თავად ემზადებოდა ომისთვის დონეცკსა და ლუჰანსკის წინააღმდეგ, რომ აღარაფერი ვთქვათ იმ ფაქტზე, რომ გამოვლინდა დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ უკრაინაში სამხედრო ბიოლოგიური პროექტების განხორციელების გეგმას, შეერთებული შტატებისა და სხვა დასავლური ქვეყნების მხარდაჭერით, ბიოლოგიური იარაღის შექმნის მიზნით.

ჩვენ სხვა გზა არ გვქონდა, გარდა იმისა, რომ გვეღიარებინა დონეცკის და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკები და დაგვეწყო სპეციალური სამხედრო ოპერაცია ხალხის დასაცავად,"- აცხადებს სერგეი ლავროვი. 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა