4 ოქტომბრის საქმეზე ოთხ მსჯავრდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – ზოდელავა და ბერიძე ციხეს 4 ნოემბერს დატოვებენ
Zelensky: Ukraine receives average of just 12 Patriot missiles per month this year
War update: Over 190 clashes on front lines in past day, most Russian attacks on Pokrovsk axis
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,510 over past day
Norway extradites banker suspected of stealing over UAH 1M from customers' accounts to Ukraine
Kyiv to allocate UAH 1 bn for water crossings over the Dnipro, Klitschko says
PM Koretskyi orders faster repairs to Kyiv’s Southern Bridge
President Zelensky accepts letters of credence from ambassadors of five countries

პაპუაშვილი - რა ფორმატია ის, სადაც პარტიები, ჟურნალისტები და არასამთავრობოები ხელისუფლების შეცვლის მეთოდებზე მსჯელობენ

ნახვები: 496 პაპუაშვილი - რა ფორმატია ის, სადაც პარტიები, ჟურნალისტები და არასამთავრობოები ხელისუფლების შეცვლის მეთოდებზე მსჯელობენ

ზღვარი ზოგიერთ პარტიას, ზოგიერთ არასამთავრობო ორგანიზაციასა და ზოგიერთ მედიას შორის არის წაშლილი, ეს არის ყველაზე ცუდი ჩვენი დემოკრატიისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ბაკურიანში მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და ოპოზიციის ნაწილის შეხვედრას ეხებოდა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ამ შეხვედრაზე ყველაზე მთავარი კითხვაა, რა ფორმატია ის, სადაც პარტიები, ჟურნალისტები და არასამთავრობოები ერთად სხედან და ხელისუფლების შეცვლის მეთოდებზე მსჯელობენ.

„ეს არის ჩემთვის წარმოუდგენელი, ეს ადასტურებს, რასაც ჩვენ ვსაუბრობდით, რომ სამწუხაროდ, ზღვარი ზოგიერთ პარტიას, ზოგიერთ არასამთავრობო ორგანიზაციასა და ზოგიერთ მედიას შორის არის წაშლილი, ეს არის ყველაზე ცუდი ჩვენი დემოკრატიისთვის, რომ სხვადასხვა სექტორი ასე არეულია ერთმანეთში და ვეღარ ვარკვევთ, იქ მედია არის პარტია, პარტია მედია, NGO პარტია თუ პირიქით. ამ ზღვარის წაშლა ამ ღონისძიების ყველაზე ცუდი ვიზუალური ნაწილია, რაც ადასტურებს იმას, რასაც ჩვენ ვსაუბრობდით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა