4 ოქტომბრის საქმეზე ოთხ მსჯავრდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – ზოდელავა და ბერიძე ციხეს 4 ნოემბერს დატოვებენ
Zelensky: Ukraine receives average of just 12 Patriot missiles per month this year
War update: Over 190 clashes on front lines in past day, most Russian attacks on Pokrovsk axis
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,510 over past day
Norway extradites banker suspected of stealing over UAH 1M from customers' accounts to Ukraine
Kyiv to allocate UAH 1 bn for water crossings over the Dnipro, Klitschko says
PM Koretskyi orders faster repairs to Kyiv’s Southern Bridge
President Zelensky accepts letters of credence from ambassadors of five countries

ხომალდი მოსკვა უკრაინული რაკეტების მოხვედრის შედეგად ჩაიძირა - პენტაგონი

ნახვები: 496 ხომალდი მოსკვა უკრაინული რაკეტების მოხვედრის შედეგად ჩაიძირა - პენტაგონი

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნის ინფორმაციით, რუსულ ხომალდ მოსკვას, რომელიც ჩაიძირა, 2 უკრაინული რაკეტა - ნეფტუნი ესროლეს.

როგორც მაღალჩინოსანმა CNN-თან ინტერვიუში აღნიშნა, სწორედ ამ რაკეტებით თავდასხმის შედეგად ხომალდზე ხანძარი გაჩნდა, რის შემდეგაც, "მოსკვა" ჩაიძირა.

ინფორმაცია, რომ კრეისერი იწვოდა, 13 აპრილს რამდენიმე უკრაინელმა მაღალჩინოსანმა გაავრცელა. 

ოდესის ოლქის გუბერნატორმა, მაქსიმ მარჩენკომ განაცხადა, უკრაინელმა ჯარისკაცებმა რუსულ სარაკეტო გემს ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები "ნეპტუნი" ესროლეს და ხანძარიც სწორედ ამან გამოიწვია. 

რუსეთი თავდაპირველად ხომალდის ჩაძირვას უარჰყოფდა და მხოლოდ ხანძრის გაჩენას ადასტურებდა, თუმცა 14 აპრილს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა რომ "მოსკვა" ჩაიძირა. მიუხედავად ამისა, რუსეთის მტკიცებით, "ხომალდ "მოსკვას" დანიშნულების პორტამდე ბუქსირების დროს, გემმა, რომელმაც ხანძრის დროს დაზიანებები მიიღო, დაკარგა სიმყარე და შტორმის დროს ჩაიძირა". 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა