გიორგი ბარამიძე: ეს არის ადამიანის გაშავებისა და მისი ბიოგრაფიის ლაფში ამოსვრის რუსული მეთოდი
ზურა ჯაფარიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის მუშაობაში დიდი ხანია არ მონაწილეობს – კარგია, რომ ეს საჯაროდაც ითქვა
ელენე ხოშტარია: მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია
წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებისა და გაშუქების წესები იცვლება
თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში არასრულწლოვნის მიმართ სავარაუდო სექსუალური იძულების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
„ქართული ოცნების“ ინიციატივით, ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების შესაძლებლობა იზღუდება
გეოპოლიტიკური ინტერესების გზაჯვარედინზე: ქალის ხედვა საქართველოს მომავალზე
ბერა ივანიშვილმა „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლა

სამწუხაროდ, გვაქვს ინფორმაცია, რომ უკრაინაში სამი ქართველი დაიღუპა-უკრაინაში საქართველოს ელჩი

ნახვები: 789 სამწუხაროდ, გვაქვს ინფორმაცია, რომ უკრაინაში სამი ქართველი დაიღუპა-უკრაინაში საქართველოს ელჩი

უკრაინაში დღეს სამი ქართველი მებრძოლი დაიღუპა, – ამის შესახებ უკრაინაში საქართველოს ელჩმა, გიორგი ზაქარაშვილმა საქართველოს პირველ არხს სატელეფონო საუბრისას განუცხადა.

ერთი მებრძოლის დაღუპვისა და ერთის დაჭრის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად სოციალურ ქსელში დღეს გავრცელდა, რომლის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს უკრაინაში საქართველოს საელჩოში დაუდასტურეს. ამასთან, კიდევ ორი მეომრის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია კი მოგვიანებით გახდა ცნობილი. სად და რა ვითარებაში დაიღუპნენ ისინი, უკრაინაში საქართველოს ელჩის, გიორგი ზაქარაშვილის თქმით, ამ ეტაპზე უცნობია. ​

„სამწუხაროდ, მოგვივიდა ინფორმაცია, რომ არის სამი დაღუპული ქართველი, მათ შორის ერთი ნამდვილად საქართველოს მოქალაქეა, ორ დაღუპულზე ვამოწმებთ ინფორმაციას. ჯერჯერობით ვერ გეტყვით, სად და რა ვითარებაში დაიღუპნენ. მოგვიანებით, ალბათ მეტი დეტალი გვეცოდინება. დაჭრილია ერთი. რამდენადაც მე ვიცი, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, – განაცხადა გიორგი ზაქარაშვილმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა