სუს-ი - 12 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე გამოვლენილ კორუფციულ დანაშაულებთან დაკავშირებით, დაკავებული და პასუხისგებაში მიცემულია 30 ადამიანი
ურსულა ფონ დერ ლაიენი - არ უნდა დავღვაროთ ცრემლები ირანის რეჟიმისთვის
მიხეილ სააკაშვილი - მივესალმები ოპოზიციურ კონსოლიდაციას
ურსულა ფონ დერ ლაიენი - ტრანსკასპიური დერეფანი, შეიძლება, იქცეს გზად არა მხოლოდ ევროპისკენ, არამედ მშვიდობისკენაც
ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთისა და მისი თანამოაზრეების წინააღმდეგ სანქციები კიდევ უფრო უნდა გამკაცრდეს
პიტ ჰეგსეტი - აშშ მზადაა, ირანთან ომში იმდენად შორს წავიდეს, რამდენიც საჭირო იქნება
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
დონალდ ტრამპი ირანის უზენაეს ლიდერად მოჯთაბა ხამენეის დანიშვნით უკმაყოფილოა

მსოფლიო ბანკმა გლობალური ეკონომიკის ზრდის პროგნოზი შეამცირა

19.04.2022 ნახვები: 915

მსოფლიო ბანკმა გლობალური ეკონომიკის ზრდის პროგნოზი შეამცირა. ორგანიზაციის ცნობით, 2022 წელს გლობალური ზრდის პროგნოზი, უკრაინაში რუსეთის ინტერვენციის გამო, 4,1%-დან 3,4%-მდე შემცირდა. შესაბამის ინფორმაციას „ბიბისი“ მსოფლიო ბანკის პრეზიდენტ დევიდ მალპასზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, მსოფლიო ბანკის პროგნოზით, მიმდინარე წელს უკრაინის ეკონომიკა თითქმის ორჯერ შემცირდება. არსებული მონაცემებით, კონფლიქტის შედეგად ქვეყანაში ბიზნესის ნახევარი დაიხურა და შემცირდა ექსპორტი.

საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის ექსპერტთა შეფასებით, რუსეთის მიერ გაჩაღებული ომი აღმოსავლეთ ევროპასა და აზიის ნაწილს კორონავირუსის პანდემიაზე მეტად დააზარალებს.

მსოფლიო ბანკმა უკრაინას დახმარების სახით ერთი მილიარდი დოლარი უკვე გამოუყო და მომავალ თვეებში კიდევ ორი მილიარდი დოლარის გამოყოფას დაპირდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა