გიორგი ბარამიძე: ეს არის ადამიანის გაშავებისა და მისი ბიოგრაფიის ლაფში ამოსვრის რუსული მეთოდი
ზურა ჯაფარიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის მუშაობაში დიდი ხანია არ მონაწილეობს – კარგია, რომ ეს საჯაროდაც ითქვა
ელენე ხოშტარია: მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია
წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებისა და გაშუქების წესები იცვლება
თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში არასრულწლოვნის მიმართ სავარაუდო სექსუალური იძულების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
„ქართული ოცნების“ ინიციატივით, ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების შესაძლებლობა იზღუდება
გეოპოლიტიკური ინტერესების გზაჯვარედინზე: ქალის ხედვა საქართველოს მომავალზე
ბერა ივანიშვილმა „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლა

თეა წულუკიანი - სააკაშვილს შეუძლია ნებისმიერი ტიპის კონსულტაციები გამართოს

ნახვები: 478 თეა წულუკიანი - სააკაშვილს შეუძლია ნებისმიერი ტიპის კონსულტაციები გამართოს

სააკაშვილს შეუძლია, ნებისმიერი ტიპის კონსულტაციები გამართოს, ნუ ვუწყენთ, რადგან პატიმარს სჭირდება გარკვეული გართობა და ყველამ ხელი უნდა შევუწყოთ, – ამის შესახებ განაცხადა კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა.

თეა წულუკიანმა უპასუხა შეკითხვას მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, რომელმაც პოლიტიკური კონსულტაციები დაიწყო ვადამდელი არჩევნების დანიშვნის გეგმაზე.

„როგორც ვიცით, ციხეში არჩევნები არ ტარდება და არავის არ ირჩევენ. შესაბამისად მას შეუძლია, ნებისმიერი ტიპის კონსულტაციები გამართოს. საქართველოში რიგგარეშე არჩევნები არ იგეგმება. ნუ ვუწყენთ და ნუ გავუბრაზდებით, რადგან პატიმარს, რომელსაც წინ აქვს რამდენიმე წელი ციხეში, სჭირდება გარკვეული ანტურაჟი, გარკვეული გართობა და ამისათვის მას ყველამ ხელი უნდა შევუწყოთ; მაგრამ ვერავითარი პოლიტიკური არეულობის გამოწვევის მიზეზი ის ვერ იქნება. მას უბრალოდ, არ გააჩნია, მით უმეტეს საპატიმროდან, ამისი რესურსი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა