2026 წლის არჩევნებისთვის ბენეტი და ლაფიდი ნეთანიაჰუს წინააღმდეგ გაერთიანდნენ
Intel: Russians face mass layoffs this summer
President: Partners must curb Russia’s reckless behavior for global security
Intercepted communication: Russian troops in Pokrovsk direction leaving wounded at positions
President: Some Chernobyl defenders still held in Russian captivity
Ukraine’s MFA condemns shooting during White House Correspondents Dinner
Belarus plans to introduce new financial restrictions for citizens – CCD
Nuclear energy to remain backbone of Ukraine’s power generation – Shmyhal

საქსტატი - იანვარ-მარტში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 37.9 პროცენტით გაიზარდა

19.04.2022 ნახვები: 956

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 3 865.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 37.9 პროცენტით მეტია.

საქსტატის ცნობით, აქედან ექსპორტი 1 171.8 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს, ანუ 43.3 პროცენტით გაიზარდა, ხოლო იმპორტი 2 693.2 მლნ. აშშ დოლარს, რაც 35.7 პროცენტით მეტია. საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2022 წლის იანვარ-მარტში, 1 521.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.4 პროცენტია.

ამასთან, საქსტატის ცნობით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68.4 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან თურქეთი – 562.4 მლნ. აშშ დოლარით, ჩინეთი – 461.9 მლნ. აშშ დოლარითა და რუსეთი – 383.3 მლნ. აშშ დოლარით.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა