გიორგი ბარამიძე: ეს არის ადამიანის გაშავებისა და მისი ბიოგრაფიის ლაფში ამოსვრის რუსული მეთოდი
ზურა ჯაფარიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის მუშაობაში დიდი ხანია არ მონაწილეობს – კარგია, რომ ეს საჯაროდაც ითქვა
ელენე ხოშტარია: მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია
წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებისა და გაშუქების წესები იცვლება
თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში არასრულწლოვნის მიმართ სავარაუდო სექსუალური იძულების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
„ქართული ოცნების“ ინიციატივით, ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების შესაძლებლობა იზღუდება
გეოპოლიტიკური ინტერესების გზაჯვარედინზე: ქალის ხედვა საქართველოს მომავალზე
ბერა ივანიშვილმა „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლა

დევიდ სისილინი - დიდი მადლობა საქართველოს, რომ იდგა აშშ-ის გვერდით მაშინ, როცა კენჭი უყარეს გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრობიდან რუსეთის გაძევებას

ნახვები: 478 დევიდ სისილინი - დიდი მადლობა საქართველოს, რომ იდგა აშშ-ის გვერდით მაშინ, როცა კენჭი უყარეს გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრობიდან რუსეთის გაძევებას

მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს, რომ დგას ამერიკის შეერთებული შტატების გვერდით მაშინ, როცა კენჭი უყარეს გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრობიდან რუსეთის გაძევებას, – ამის შესახებ კონგრესმენმა, დევიდ სისილინმა კონგრესის დელეგაციის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც კონგრესმენმა აღნიშნა, აშშ საქართველოს ამაყი პარტნიორი იქნება.

„იმედი გვაქვს, რომ განვაგრძობთ პროგრესს ნატო-ს წევრობის მიმართულებით, რადგან ჩვენ უნდა განვაგრძოთ ეს ძლიერი სამუშაო, რაც გულისხმობს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას. ნამდვილად ამერიკის შეერთებული შტატები თქვენი ამაყი პარტნიორი იქნება ამ მიმართულებით, ნამდვილად ეს არის პრერეკვიზიტი ნატო-ს წევრობისთვის, ანუ უნდა განაგრძოთ ასე მუშაობა და ამერიკის შეერთებული შტატებიდან სრული მხარდაჭერა გექნებათ ამ მიმართებით“, – განაცხადა კონგრესმენმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა