გოგი ჩახუნაშვილი - კლინიკური კვლევა მიმართული იყო იქით, რომ ჯანდაცვის სამინისტრო გამოფხიზლებულიყო და ადამიანებს არ გართულებოდათ რაიმე
Air Defense Forces down 83 of 111 drones launched by Russia in evening attack on Ukraine
War update: over 200 combat engagements in 24 hrs, Pokrovsk under heaviest assault
Kremlin says no compromise reached with Americans on peace plan for Ukraine
Fuel depot destroyed in Russia's Tambov region – CPD
Russia's war casualty toll in Ukraine up by 910 over past day
Donetsk region remains main point of dispute in negotiations – Rubio
European Commission suggests way to provide Russian assets to Ukraine without risks for Belgium

მეგობარს, რომელსაც სამი ომი აქვს გამოვლილი, რუსეთთან გარიგებას რომ დააბრალებ, სულ მცირე მტკიცებულება უნდა წარადგინო-პაპუაშვილი

03.05.2022 ნახვები: 624

არ ვიცი, უკრაინის დაზვერვა როგორ მუშაობს, მაგრამ როცა იმ მეგობრის წინააღმდეგ წააყენებ მძიმე ბრალდებას, რომელიც გვერდში გიდგას პოლიტიკურად, ჰუმანიტარულად და ასევე იმ მეგობრის მიმართ, რომელსაც სამი ომი აქვს გამოვლილი და რუსეთთან გარიგებას დააბრალებ, მინიმუმ რაღაც მტკიცებულება უნდა წარადგინო, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა უკრაინული მედიის მიერ ქვეყნის დაზვერვაზე დაყრდნობით გავრცელებულ ინფორმაციას, რომ „რუსეთი საქართველოსთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან მოლაპარაკებებს აწარმოებს რუსული პროდუქციის მესამე ქვეყნებში რეექსპორტისთვის“.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, არასერიოზულმა ბრალდებებმა ასეთ განცხადებებს ფასი დაუკარგა.

„ვხედავთ, რომ ასეთი განცხადებების ჯერადობამაც იმატა და ამას რაიმე შედეგი არ აქვს, რომ საზოგადოებაში სერიოზულად მოხდეს მსჯელობა. ხედავთ, რომ ნაწილობრივ, ოპოზიციაც კი ასეთ განცხადებებს არასერიოზულად აღიქვამს, როცა ხდება ბრალდებების წამოსროლა საქართველოს მიმართ ისე, რომ არანაირი მტკიცებულება არ არის. ფაქტია, რომ ასეთ მოვლენასთან გვაქვს საქმე. არ ვიცი, უკრაინის დაზვერვა როგორ მუშაობს, მაგრამ როცა იმ მეგობრის წინააღმდეგ წააყენებ მძიმე ბრალდებას, რომელიც გვერდში გიდგას პოლიტიკურად, ჰუმანიტარულად და ასევე იმ მეგობრის მიმართ, რომელსაც სამი ომი აქვს გამოვლილი და რუსეთთან გარიგებას დააბრალებ, სულ მცირე რაღაც მტკიცებულება უნდა წარადგინო. ასეთი მტკიცებულება წარდგენილი არ არის ისევე, როგორც წინა შემთხვევაში. ყველა დავრწმუნდით, რომ ეს ბრალდება არის ტყუილი. კონკრეტულად არაფერი ითქვა და უბრალოდ ბრალდება იყო. სამწუხაროა, რომ სხვადასხვა ინსტიტუციები სხვადასხვაგვარად მოქმედებენ. საბოლოო ჯამში ამ ინსტიტუტების განცხადებებს ფასი ეკარგება. არადა, როცა ომია, მნიშვნელოვანია, ამ ინსტიტუტებმა სერიოზულობა არ დაკარგოს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა