4 ოქტომბრის საქმეზე ოთხ მსჯავრდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – ზოდელავა და ბერიძე ციხეს 4 ნოემბერს დატოვებენ
Zelensky: Ukraine receives average of just 12 Patriot missiles per month this year
War update: Over 190 clashes on front lines in past day, most Russian attacks on Pokrovsk axis
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,510 over past day
Norway extradites banker suspected of stealing over UAH 1M from customers' accounts to Ukraine
Kyiv to allocate UAH 1 bn for water crossings over the Dnipro, Klitschko says
PM Koretskyi orders faster repairs to Kyiv’s Southern Bridge
President Zelensky accepts letters of credence from ambassadors of five countries

ქვეყანას „ახალი მეთოდით“ ვუხელმძღვანელებ - ემანუელ მაკრონი

ნახვები: 495 ქვეყანას „ახალი მეთოდით“ ვუხელმძღვანელებ - ემანუელ მაკრონი

ქვეყანას „ახალი მეთოდით“ ვუხელმძღვანელებ. ამის შესახებ ემანუელ მაკრონმა საფრანგეთის პრეზიდენტად მეორე ვადით არჩევასთან დაკავშირებით ინაუგურაციაზე განაცხადა,  „როიტერი“ იუწყება.

მაკრონმა ისაუბრა ინოვაციების აუცილებლობაზე მსოფლიოსა და საფრანგეთისთვის უპრეცედენტო გამოწვევების დროს და აღნიშნა, რომ მისი მეორე ვადით უფლებამოსილების განხორციელება იქნება არამხოლოდ მისი პირველი ხუთწლიანი მმართველობის გაგრძელება, არამედ იქნება სიახლე.

„ჩვენ ერთად უნდა გამოვიგონოთ ახალი მეთოდი, ძველი ტრადიციებისა და რუტინისგან განსხვავებული, რომლითაც შეგვიძლია, ავაშენოთ ახალი პროდუქტიული, სოციალური და ეკოლოგიური კონტრაქტი“, – აღნიშნა მაკრონმა და დასძინა, რომ პატივისცემითა და გაფრთხილებით იმოქმედებს.

ინაუგურაციაზე მიწვეულ 500 სტუმარს შორის იყვნენ ყოფილი პრეზიდენტები – ფრანსუა ოლანდი და ნიკოლა სარკოზი, ყოფილი პრემიერ-მინისტრები – ედუარდ ფილიპი, მანუელ ვალსი, ალენ ჟუპე და ჟან-პიერ რაფარინი, ასევე რელიგიური ლიდერები და სხვა სახელმწიფო მოღვაწეები.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა