პენიტენციური სამსახური გელა ისაშვილის ბრალდებებს უარყოფს – პატიმარი გიორგი დავითაძის მიმართ სექსუალურ ძალადობასა და ციხის თანამშრომლების მხრიდან არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობს
თამარ ჩერგოლეიშვილი: „ფედერალისტები“ უარს ვამბობთ ივანიშვილის მიერ დადგმულ სპექტაკლში მონაწილეობაზე – ბრძოლა პოლიტიკურ ველზეა მოსაგები და არა ყალბ სასამართლო პროცესზე
ურსულა ფონ დერ ლაიენი: ღრმად შეშფოთებული ვარ შავ ზღვაში რუსეთის მორიგი ესკალაციით
შავ ზღვაში, რუმინეთის სანაპიროსთან, დრონმა სატვირთო გემი ჩაძირა – ერთი მეზღვაური დაიღუპა, სამი დაკარგულია, რუმინეთი რუსეთს ადანაშაულებს
რომეო მიქაუტაძემ დანაშაული აღიარა და საპროცესო შეთანხმება გააფორმა – 3 წლით პატიმრობა, 1-მილიონიანი ჯარიმა და სახელმწიფოსთვის გადაცემული მილიონობით ლარის ქონება
საკონსტიტუციო სასამართლომ „გახარია საქართველოსთვის“ შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე არ დააკმაყოფილა
No negotiated peace possible while Putin in power – Hudson Institute President
ზელენსკი: მზად ვარ, ფლორიდაში ტრამპსა და პუტინს შევხვდე სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად – G20-ის სამიტზე მიწვევა ჯერ არ მიგვიღია

ალეკო ელისაშვილი - ომი რომ აიცილო თავიდან, ომისთვის უნდა იყო მზად

ნახვები: 504 ალეკო ელისაშვილი - ომი რომ აიცილო თავიდან, ომისთვის უნდა იყო მზად

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მიერ ლენდ ლიზის კანონის მიღება, რაც გულისხმობს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევას, ისტორიული მნიშვნელობის მოვლენაა, რაც თავისთავად შესაძლებლობების ახალ ფანჯარას ხსნის.

„ისტორიული რამ მოხდა ვაშინგტონში, პრეზიდენტ რუზველტის შემდეგ, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა პირველად მოაწერა ხელი ლენდ ლიზის კანონს და უკრაინა მიიღებს არნახულ სამხედრო და ფინანსურ დახმარებას. ამან უზარმაზარი შესაძლებლობების ფანჯარა გააჩინა.

მე მაქვს კითხვა ჩემს ხელისუფლებასთან. საქართველო რატომ არ ითხოვს ხმამაღლა, რომ მიიღოს შეიარაღება? მე არ მომისმენია არც ერთი საჯარო განცხადება ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების, რომლებიც ამბობენ, მოგვეცით ჩვენც იარაღი, მოგვეცით ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები, ხომალდსაწინააღმდეგო, ტანკსაწინააღმდეგო. არ გვჭირდება? ოკუპირებულები არა ვართ? უკრაინას, რომ თავს ესხმის იმ ქვეყნის ჯარი ჩვენთან არ დგას შუაგულ ქართლში? არ გვჭირდება რომ უფრო ღონიერი ქვეყანა ვიყოთ და მომზადებული? რატომ არ ისმის საერთოდ მსგავსი განცხადება? რატომ არ ვემზადებით ზოგადად ომისთვის? ომი რომ აიცილო თავიდან, ომისთვის უნდა იყო მზად. თუ მშვიდობა გინდა, ომისთვის უნდა ემზადებოდე“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა