გიორგი ბარამიძე: ეს არის ადამიანის გაშავებისა და მისი ბიოგრაფიის ლაფში ამოსვრის რუსული მეთოდი
ზურა ჯაფარიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის მუშაობაში დიდი ხანია არ მონაწილეობს – კარგია, რომ ეს საჯაროდაც ითქვა
ელენე ხოშტარია: მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია
წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებისა და გაშუქების წესები იცვლება
თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში არასრულწლოვნის მიმართ სავარაუდო სექსუალური იძულების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
„ქართული ოცნების“ ინიციატივით, ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების შესაძლებლობა იზღუდება
გეოპოლიტიკური ინტერესების გზაჯვარედინზე: ქალის ხედვა საქართველოს მომავალზე
ბერა ივანიშვილმა „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლა

ლექსო თორაძის გარდაცვალებით, საქართველომ დიდი ქართველი დაკარგა-სალომე ზურაბიშვილი

ნახვები: 479 ლექსო თორაძის გარდაცვალებით, საქართველომ დიდი ქართველი დაკარგა-სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პიანისტ ალექსანდრე (ლექსო) თორაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველომ დიდი ქართველი დაკარგა, მუსიკამ დიდი პიანისტი და მეგობრებმა დიდი მეგობარი.

„ლექსო გავიცანი ნიუ იორკში თითქმის 40 წლის წინ … ის „ახალი“ ემიგრანტი, მე „ძველი“ ემიგრაციის შვილი და მთელი საღამო ვისაუბრეთ ყველაფერზე და საქართველოზე. ის უნიჭიერესი მუსიკოსი, მე ახალგაზრდა დიპლომატი… ამის მერე ხშირად არ შევხვედრილვართ ერთმანეთს, თუმცა სადაც შემეძლო, კონცერტი არ გამომიტოვებია და სადაც ვხდებოდი, სულ იმ განცდით, რომ ძალიან დიდი ხნის ძალიან ახლობელ მეგობარს ვხდებოდი. საქართველომ დიდი ქართველი დაკარგა, მუსიკამ დიდი პიანისტი და მეგობრებმა დიდი მეგობარი“, – წერს სალომე ზურაბიშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა