გიორგი ბარამიძე: ეს არის ადამიანის გაშავებისა და მისი ბიოგრაფიის ლაფში ამოსვრის რუსული მეთოდი
ზურა ჯაფარიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის მუშაობაში დიდი ხანია არ მონაწილეობს – კარგია, რომ ეს საჯაროდაც ითქვა
ელენე ხოშტარია: მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია
წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებისა და გაშუქების წესები იცვლება
თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში არასრულწლოვნის მიმართ სავარაუდო სექსუალური იძულების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
„ქართული ოცნების“ ინიციატივით, ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების შესაძლებლობა იზღუდება
გეოპოლიტიკური ინტერესების გზაჯვარედინზე: ქალის ხედვა საქართველოს მომავალზე
ბერა ივანიშვილმა „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლა

ომი აგვისტოში გარდამტეხ წერტილს მიაღწევს-უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელი

ნახვები: 789 ომი აგვისტოში გარდამტეხ წერტილს მიაღწევს-უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელი

რუსეთსა და უკრაინას შორის ომი აგვისტოში გარდამტეხ წერტილს მიაღწევს და წლის ბოლომდე დასრულდება, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა „სქაი ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ბუდანოვის თქმით, დარწმუნებულია, რომ ომის შედეგები რუსეთში პოლიტიკური ხელმძღვანელობის ცვლილებას გამოიწვევს.

„გარდამტეხი წერტილი აგვისტოს მეორე ნახევარში იქნება. აქტიური საბრძოლო მოქმედებების ძირითადი ნაწილი წლის ბოლოსთვის დასრულდება. ეს გამოიწვევს რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობის ცვლილებას. ეს პროცესი უკვე დაიწყო და ამ მიმართულებით მიდის. მისი შეჩერება შეუძლებელია. ჩვენ შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ პუტინი ცუდ ფსიქო-ემოციურ და ფიზიკურ მდგომარეობაშია. ძალიან ავად არის. ერთდროულად სხვადასხვა დაავადება აქვს. ერთ-ერთი არის სიმსივნე. ჩვენ ვამბობთ, რომ რუსეთის არმია, რომელსაც რუსეთი სხვადასხვა საწვრთნელ ვიდეოში აჩვენებს, არ არსებობს. ესაა შეიარაღებული ხალხის ურდო“, – თქვა კირილ ბუდანოვმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა