სალომე ზურაბიშვილი - ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ
სალომე ზურაბიშვილი - დღეს ვინც პარლამენტში შევა, შევა რუსეთში
მამუკა მდინარაძე - შევეცდებით, პრეზიდენტობის ისეთი კანდიდატი დავასახელოთ, რომელიც თავიდანვე გამორიცხავს ვარაუდს, რომ მანაც არ გაამართლოს
ოლაფ შოლცი - რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა
კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანი, ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შერაცხადია
Russians strike Dnipro with ballistic missile, likely from Kedr complex – Ukrainian intel
Oreshnik missile strike on Dnipro does not indicate risk of nuclear weapons use - ISW
Ukraine’s General Staff: 190 combat clashes at front in past day

ქართული „რწმენის პოლიტიკის" სიმახინჯე

14.09.2020 ნახვები: 598

არჩევნების ბედს რუსული გავლენის ქვეშ მყოფი ინსტიტუტის წინაშე კეკლუცი და ფარისევლობა წყვეტს?


კოკა წერეთელი


საქართველო ის სახელმწიფოა სადაც სეკულარიზმი დეკლარირებულია, მაგრამ მის პრინციპებს პირველ რიგში ის ადამიანები არღვევენ, რომელთაც მისი დაცვა ევალებათ - ანუ პოლიტიკოსები. ეკლესიის ნაწილში, ანუ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კონტექსტში ყველაფერი გასაგებია - მათ სულაც არ ეპიტნავებათ სეკულარიზმი და თეოკრატიას მიესწრაფვიან.
აბსოლუტურად გასაგებია რას აკეთებს და რისთვის იბრძვის ეკლესია საარჩევნო პერიოდებს შორის. მაგრამ ისიც ხომ თვალნათელია თუ რა ხდება წინასაარჩევნო პერიოდში საპატრიარქოს, როგორ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ადმიანისტრაციული ორგანოს კულუარებში. არჩევნების შემდეგ ეკლესიის მიერ მიღებული დივიდენდების, ბენეფიტების საფუძველზე ხდება თვალნათელი თუ რა გარიგეგები იდებოდა საპატრიარქოში წინასაარჩევნოდ... ისიც ხომ ნათელი ხდება ხოლმე, რომ ღვთისმსახურნი წინასაარჩევნო პერიოდში ჩვეულებრივი აგიტატორები და ღმერთის სახელით მოძალადეები ხდებიან. ისინი, საზოგადოების ცალკეული ფენებისთვის ახდენენ განწყობების ფორმირებას და ბოლო დღემდე, ანუ არჩევნების წინა დღემდე ვაჭრობენ ხოლმე. ახლა თავი დავანებოთ ეკლესიას, საპატრიარქოს, რომელსაც აქვს საკუთარი პრაგმატული ამოცანა - მიიტაცოს რაც შეიძლება მეტი ხელისუფლება, ან გავლენა ხელისუფლებაზე და ქონდეს მეტი ძალაუფლება. დავსვათ მარტივი კითხვა: ვინ არის ამ ძალაუფლების მიტაცებაში მისი ყველაზე მყარი, დასაყრდენი პარტნიორი? ვისთან ვაჭრობენ ისინი? რა თქმა უნდა, პოლიტიკოსები და პოლიტიკური ჯგუფები. ის პოლიტიკოსები და ჯგუფები, რომლებიც დასავლელ პარტნიორებთან ყელს იღერებენ ხოლმე, რომ საქარველო სეკულარული სახელმწიფოა. ახლა, სწორედ მათ მინდა მივმართო - რომელ სეკულარიზმზე მესაუბრებით საქართველოში, განსაკუთრებით "პრადვინუტი" პარტიები და პოლიტიკოსები, ღიად და ფარულად რომ დაბიხართ საპატრიარქოში მომავალ არჩევნებში მხარდაჭერის მოსაპოვებლად და კურთხევისთვის?
მე და ჩემისთანებმა თუ არ მოგეცით ხმა და ხელი თუ არ გაანძრიეთ თავად, ღმერთი ვერაფერს გიშველით. მით უფრო ვერ გიშველით ცრუ კერპები, რომელებიც იმას ფიქრობენ როგორ გამოგლიჯონ ხელისუფლებებს მეტი ძალაუფლება და მეტი გარანტიები, მოიპოვონ მეტი გავლენა. საბოლოოდ აღმოჩნდება ხოლმე, რომ ამ გარიგებების შედეგად ჩვენ ვზიანდებით - ქართველი ხალხი (რელიგიური და ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად), საქართველოს მოქალაქეები. ჩვენ გვართმევთ მიწებს, ქონებას, სხვა სიმდიდრეებს და აძლევთ ეკლესიას, ან პირთა ჯგუფს, რომელიც ამ ქონებას განკარგავს და ჩვენს ხარჯზე მდიდრდება.
არ არის ღმერთი იქ, სადაც თქვენ გგონიათ, რომ რელოგიური ლობისტები გყავთ. თან ამათ, ანუ იმათ - ვისაც კუდს უქიცინებთ - ღმერთი თვალით რომ არ ჰყავთ ნანახი გასაგებია. მათ ისიც კი არ იციან, რა არის უფალი და არც მისი სწვლების შესახებ სმენიათ რამე. თან გაითვალისწინეთ, რომ მათ ლამის ორიათასწლოვანი მესხსიერება და მემკვიდრეობითობა გააჩნიათ იმ ინსტიტუციის ხარჯზე სადაც თავშესაფარი იპოვნეს. მემკვიდრეობითობა და მეხსიერება - თქვენ რომ საერთოდ არ იცით რა არის და როგორც კი ხელისუფლებაში აღმოჩნდებით ხოლმე, წინამორბედისას ყველაფერს რომ ანადგურებთ. ისინი ასე არ იქცევიან. უფრო მეტიც - თქვენზე გამჭრიახენი და გონიერები არიან. თუ ვინმე აკეთებს ამ ქვეყანაში პოლიტიკას თან წარმატებულად, მხოლოდ საპატრიარქო და მისი გარემოცვაა.
სწორედ თქვენი მაამემლობითა და ფარისევლობით, პატივცემულო პოლიტიკოსებო, საქართველო არ არის აბსოლუტურად (მეტწილად) სეკულარული სახელმწიფო და რეალურად (არაფორმალურად), იმპულსური თეოკრატიული მმართველობის მქონე სახელმწიფოა, ალბათ უფრო ქვეყანა. იმპულსური იმიტომ, რომ მათ მუდამ სცენაზე ყოფნა ჯერ არ აწყობთ. ჯერ, მაგრამ თუ შანსი მიეცათ ისე გაგანადგურებენ თვალს არ დაახამხამებენ. თუმცა, მაშინ, ალბათ პოლიტიკოსების უმეტესობა ანაფორას ჩაიცვამთ.


წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკოსების, პოლიტიკური პარტიებისა და საპატრიარქოს, როგორც საქართველოს მართღლმადიდებელი ეკლესიის მმართველი ადმინისტრაციული ორგანოს ურთიერთობების შესახებ საკუთარი მოსაზრებები თეოლოგმა გურამ ლურსმანაშვილმა გავიზიარა:


განვითარებულ ქვეყნებში, აი ისეთებში, რომლებსაც უკვე წლებია შევნატრით, არჩევნების მოახლოებასთან ერთად იზრდება მემარჯვენე თუ მემარცხენე იდეოლოგიური პარტიების დებატები, სჯა-ბაასი საარჩევნო პროგრამაზე, ეკონომიკის განვითარების გეგმაზე, კამათები ქვეყნის საგარეო კურსზე და ა.შ. და ეს ყველაფერი სტაბილურად ხდება. წინასაარჩევნო სიტუაცია ჩვენთანაც ,,სტაბილურია," ახლაც ის ხდება, რაც წლებია ,,სტაბილურად" ხდება, ოღონდ, განვითარებული ქვეყნებისგან განსხვავებით, ჩვენთან არჩევნების მოახლოებასთან ერთად პროგრამებზე მსჯელობა კი არ იმატებს, არამედ ის, თუ რომელი პოლიტიკოსი რომელს ,,მიასწრებს" საპატრიარქოში და თაფლის სანთლითა თუ მავედრებელი გამომეტყველებით, სად გადაიღებს სურათს.
ერთი დიდი კაცი ამბობდა, ოღონდ სხვა თემაზე: ,,წრეზე კი არ ვტრიალებთ, არამედ ვსრიალებთო." აქაც იგივე სიტუაციაა. არ აქვს მნიშვნელობა პოლიტიკოსი ქრისტიანია, ათეისტი, მართლმადიდებელი თუ საერთოდ აგნოსტიკოსი, საპატრიარქოში ვიზიტი და ,,დალოცვა" საარჩევნო პროცესის განუყოფელი ნაწილია.


გეთანხმები, თუმცა ამ პოლიტიკურ, მე ვიტყოდი - მახიჯ პოლიტიკრ თამაშში ხომ საპატრიარქოც მონაწილეობს?


და რას ვერჩით მას? საპატრიაქოს ხომ საკუთარი ინტერესები აქვს.


დააკონკრეტე თუ შეიძლება...


საპატრიარქო, საქართველოში ალბათ ყველაზე კარგად ,,ერკვევა" თუ როგორ უნდა გამოვიდეს მშრალად, ნებისმიერი ტიპის ხელისუფალთა მმართველობიდან, ამ სიტუაციას თავი სასიკეთოდ იყენებს და გახლავთ კიდეც ყველაზე გავლენიანი ინსტიტუტი.
მოდი აქვე ვაღიაროთ, რომ საზოგადოების არც თუ უმნიშვნელო ნაწილი საერთოდ არ აქცევს ამას ყურარებას იმ კონტექსტში როგორადაც შენ, ან მე ვსჯელობთ. მათ მიაჩნიათ, რომ ეს არის აუცილებლობა - მუხლის მოყრა პატრიარქისთვის და ხარკის გადახდა საპატრიარქოსვის. ანუ პოლიტრელიგიური გარიგება ნორმალურად მიაჩნიათ. თუ მაინც და მაინც ნეგატივზე ვისაუბრებთ, „განთლებულები" მეტწილად პოლიტიკოსებს კიცხავენ ასეთი ქმედებებისთვის.
ვიღაც შეიძლება ზერელედ უყურებს ამ თემას და მიაჩნია, რომ ამგვარი ფარისევლობა მხოლოდ ქართულ პოლიტიკურ სპექტრს აზიანებს. არა ბატონო, ასე უმთავრესად ეკლესია ზიანდება და ამგვარი ეკლესია რამდენად წარმატებით დადის ქრისტეს გზაზე, ,,შეუიარაღებელი თვალითაც" კარგად ჩანს. ამ ქვეყნად, მართლმადიდებელი ეკლესიის დანიშნულება უმთავრესად ისაა, რომ ევქარისტია აღასრულოს და ქმნილი სამყარო უქმნელს დაუკავშიროს, ამაში ვლინდება მისი იდენტობა და ეს რომელიმე თანამედროვე თეოლოგის ახირებიდან კი არა, არამედ, ქრისტეს სწავლებიდან გამომდინარეობს, რომელმაც, ერთი მხრივ, ეკლესიას პირდაპირ მოუწოდა, რომ საეკლესიო და სასულიერო ძალაუფლება ერთმანეთისგან მკაფიოდ უნდა გაემიჯნა და, მეორე მხირვ, ასევე უცხადესად გვიანდერძა, რომ ეკლესიამ მთავარი ყურადღება ევქარისტიის აღსრულებაზე უნდა გაამახვილოს, რათა ქრისტე მოიხსენოს. როცა ეს ტენდენცია იცვლება, ეკლესია საკუთარ იდენტობას აზიანებს და როგორც სხვა დროსაც გვითქვამს, ხდება ჩვეულებრივი კონვერტორი, რომელშიც წინასაარჩევნოდ რაღაც დოვლათს ჩაუშვებენ, რადგან შემდგომში მან, საკუთარი ელექტორატის მეშვეობით, სასურველ პოლიტიკურ კანდიდატს დაუჭიროს მხარი, რათა, მისი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, საკუთარი გავლენები და ფინანსები - რაც ერთმანეთის პირდაპირპროპორციულია, მაქსიმალურად განიმტკიცოს. ამგვარ სისტემაში ხედავთ ქრისტეს? მე პირადად ვერა.


თუმცა პოლიტიკური ლიდერების ვოიაჟი საპატრიარქოში ძირითადად იფუთება ასე - „მოინახულა", „ესტუმრა". ეს ხომ ადამიანის თავისუფალი არჩევანია, ვის მოინახულებს და ვის ესტუმრება. ის ხომ არ არის ამაში შეზღუდული, პირიქით - თავისუფალია.


თავისუფლება, რა თქმა უნდა, გადაადგილების შეუზღუდავობასაც გულისხმობს, შესაბამისად, ნებისმიერ ადამიანს უპრობლემოდ შეუძლია სხვა ადამიანი მოინახულოს, ესტუმროს - განურჩევლად მისი პოლიტიკური თუ სოციალური სტატუსისა, მაგრამ მოდით ყველაფერს თავის სახელი დავარქვათ.


რისთვის აპირებ სახელის დარქმევას?

როდესაც ასეთი მონახულება და თან საჯარო, მხოლოდ იმიტომ სრულდება, რომ ელექტორატზე გავლენა მოახდინოს, ეს არის ფარისევლობა, რაც ქრისტიანს არ შეშვენის.


პოლიტიკოსებისთვის ეს ქმედება PR ტექნოლოგიის ნაწილია. თან ისეთ სახელმწიფოში სადაც ჩვენ ვცხოვრობთ - პოლიტიკური ეთიკა მოსთხოვო პოლიტიკოსს ცოტა არ იყოს უმადური საქმეა, იმიტომ რომ არ არსებობს. აქ ხომ მთავარი სლოგანია, - რასაც ვაკეთებ ყველაფერი კარგია.


მესმის, მაგრამ მოდი ჩვენ ვიმსჯელოთ სწორად.


ანუ?


სახელმწიფოს უმთავრესი საზრუნავი მოქალაქე უნდა იყოს, ეკლესიისათვის ეს მოქალაქე ქრისტეს ხატად და მსგავსად შექმნილი ადამიანია. ახლა მოდით სხვა კუთხიდან შევხედოთ და ზემოთმოყვანილი შემთხვევები იმის საილუსტრაციოდ გამოვიყენოთ, თუ როგორ უყურებს სახელმწიფო და ეკლესია მის მოქალაქესა და მრევლის წევრს. რეალურად ვიღებთ ვითარებას, რომ ადამიანი სახელმწიფოსთვის სრულფასოვანი მოქალაქე კი არა, არამედ, თავისუფლებაწართმეული არსებაა, რომლის ყიდვაც წარმატებით შეიძლება, თუკი გავლენიან ინსტიტუტს მოთაფლავ. საპატრიარქოს შემთხვევაში კი მისი მრევლის წევრიც, ასევე, თავისუფლების არმქონე ადამიანია რომელიც გარკვეულ იერარქებს საშუალებას აძლევს, რომ პოლიტიკოსების წინაშე მისით იმანიპულირონ.
აქ ხომ მთავარი არა მხოლოდ ამ, პირობითად ორი სუბიექტის გარიგება, მთავარია, რომ ამ გარიგების შედეგად, მრევლი და მოალაქეები ძალიან იაფად იყიდებიან. ეს ყველაფერი ჩაკეტილი და მოჯადოებული წრეა, რომლიდან გამოსავალიც, ამ ეტაპზე, ვაღიაროთ რომ არ ჩანს. ის, რაც რუსეთის შესაბამისი სამსახურების მიერ, ჩვენი მენტალიტეტიდან გამომდინარე, წლების მანძილზე თანმიმდევრულად და გეგმაზომიერად იქმნებოდა, რთულია, რომ ასე ერთი ხელის მოსმით დაინგრეს, მხოლოდ იმიტომ, რომ უსამართლო და უმართებულოა. 

და მაინც არ არსებობს ჩიხი გამოსავლის გარეშე...


დიახ, ამ ყველაფერის შეცვლას აუცილებლად პოლიტიკური და სამოქალაქო ნება სჭირდება. ამ ნებიდან უნდა გამომდინარეობდეს სწორედ, რომ არჩევნების ბედს რუსული გავლენის ქვეშ მყოფი ინსტიტუტის წინაშე კეკლუცი და ფარისევლობა კი არა, არამედ გაბედული და პრაგმატული მიდგომების განხორციელება განსაზღვრავდეს, რის გარეშეც, როგორც ქვეყანას, ასევე ეკლესიას, ნორმალური მომავალი ნამდვილად არ მოელის.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა