უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე სარაკეტო წარმოებასთან დაკავშირებულ სამ ობიექტზე დარტყმები განახორციელა
თენგიზ აბლოთია: სანამ ქუჩისა და სუფრის აკადემიები იარსებებს, საქართველოში სხვა აკადემია ვერ გაიხარებს
ლელა ჯეჯელავა: კობახიძის მმართველობამ ივანიშვილს დასავლეთისგან სრული იზოლაცია მოუტანა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia

რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქის ქალაქ სლავიანსკზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს

ნახვები: 553 რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქის ქალაქ სლავიანსკზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს

რუსულმა ძალებმა, გვიან ღამით, დონეცკის ოლქის ქალაქ სლავიანსკზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს.

იერიშის შედეგად გარდაცვლილია სულ მცირე სამი ადამიანი, ექვსი კი დაშავებულია. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია დონეცკის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე პაველ კირილენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.

სარაკეტო იერიშის შედეგად დაზიანდა სკოლის შენება და შვიდი მრავალსართულიანი სახლი. ამჟამად მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო სამუშაოები, რის შემდეგაც ცნობილი გახდება მსხვერპლთა ზუსტი რაოდენობა.

როგორც ყოველდღიურ მიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, დონბასში ვითარება უკიდურესად მძიმე რჩება. მისი თქმით, რუსეთმა დონბასში თავისი ძალის მაქსიმალურ რაოდენობას მოუყარა თავი. რუსული ძალებისთვის მთავარ სამიზნეებს ამჟამად წარმოადგენენ დასახლებები სევეროდონეცკი, ლისიჩანსკი, ბახმუტი, ავდეეკვა და სლავიანსკი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა