ბადრი ჯაფარიძე: „ქართული ოცნების“ ლიდერმა პარტიების აკრძალვის შესახებ განაჩენი წინასწარ გამოიტანა – ეს საკონსტიტუციო სასამართლოს უდიდესი შეურაცხყოფაა
მიხაილო ფედოროვი შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობაში ბრუნდება
სახალხო დამცველი: დავით ფეიქრიშვილმა სავარაუდო დანაშაულში პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების შესაძლო მონაწილეობაზეც მიუთითა – გამოძიება პროკურატურამ უნდა აწარმოოს
Zelensky names hardest day for him during war
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესზე: ყველამ იცის, რომ ბიძინა უყურებს – ზოგი თავის მოწონებას ცდილობს, ზოგი კი ჩუმად ყოფნას და ბოლოს გადაწყვეტილებაზე ხელის მოწერას
უკრაინელმა სამხედროებმა მიწისქვეშა კომუნიკაციებით 15 კილომეტრზე მეტი გაიარეს და კუპიანსკის მიმართულებით რუსეთის ჯარების ზურგში შეაღწიეს – 30-ზე მეტი რუსი სამხედრო ტყვედ აიყვანეს
Ukrainian forces advance 15 km behind Russian lines through underground routes on Kupiansk front
Russian forces preparing to resume mechanized attacks in southern Ukraine after months-long pause – military

ნონა მამულაშვილმა პარლამენტის დატოვება ერთხელ უკვე დააანონსა, რომ მოვედი, ისევ აქ დამხვდა-ლევან იოსელიანი

ნახვები: 510 ნონა მამულაშვილმა პარლამენტის დატოვება ერთხელ უკვე დააანონსა, რომ მოვედი, ისევ აქ დამხვდა-ლევან იოსელიანი

ნონა მამულაშვილმა პარლამენტის დატოვება ერთხელ უკვე დააანონსა და რომ მოვედი, ისევ აქ დამხვდა. მას შეუძლია, პარლამენტი დატოვოს, ეს მისი უფლებაა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

როგორც იოსელიანმა აღნიშნა, ოპოზიციამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა ინსტიტუციურად ქვეყნის წინ წაყვანა შეძლოს და ამის გაკეთება შესაძლებელია პარლამენტში.

„ბერკეტები, რომელიც პარლამენტში არსებობს, ამისთვის უნდა გამოიყენო. ვინმეს თუ ეს არ უნდოდა, მაშინ არც უნდა შემოსულიყო. ყოველ ჯერზე პარლამენტის დატოვებაზე საუბარი იმ პირობებში, როცა არაფერზე უარს არ ამბობენ, არც ერთ პრივილეგიაზე, არც ერთ სერვისზე, მგონი, უხერხულია. ნონა მამულაშვილისგან პარლამენტის დატოვებაზე ბევრჯერ მსმენია და ერთხელ დავიჯერე კიდეც, მაგრამ რომ მოვედი, პარლამენტში დამხვდა და ამ თემას სერიოზულად არც განვიხილავ“, – განაცხდა ლევან იოსელიანმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა